დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/336 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/07/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/07/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300300000.22.024.016704 |
|
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 168-ე მუხლის თანახმად,
ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, №117, 31/08/2006 წ., სარეგისტრაციო კოდი: 300.300.000.22.025.009.162) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) „გატარება“ – გადაცემის მომსახურების გარდა, განაწილების ან წარმოების ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ან პირდაპირი მომხმარებლის ქსელის მეშვეობით სხვისი კუთვნილი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადატანა წინასწარ განსაზღვრული პირის კუთვნილ ელექტრულ ქსელამდე; ამ წესების მიზნებისთვის გატარება ასევე გულისხმობს განაწილების ლიცენზიატის მიერ კვალიფიციური საწარმოებისათვის განაწილების მომსახურებას ლიცენზიატის განაწილების არეალის შესაბამისად.“;
ბ) „ც.გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ც.დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ც.დ) კომისიის მიერ დამტკიცებული განაწილების მომსახურების პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობები, რომელიც რეგისტრირებულია ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ.“.
|
| მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები