„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 978-VIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/11/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/11/2021
სარეგისტრაციო კოდი 130000000.05.001.020405
978-VIმს-Xმპ
02/11/2021
ვებგვერდი, 05/11/2021
130000000.05.001.020405
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 23.03.2015, სარეგისტრაციო კოდი: 130000000.05.001.017637) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 15მუხლი:

„მუხლი 151. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის გადახედვა ან/და განახლება

1. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია გადაიხედება ყოველ 5 წელიწადში ერთხელ, ხოლო განახლდება გადახედვის შედეგების გათვალისწინებით, საჭიროებისამებრ.

2. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, გადაიხედება და  განახლდება ნებისმიერ დროს, ქვეყნის უსაფრთხოების გარემოს არსებითი ცვლილებისას.

3. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია გადაიხედება ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, ხოლო განახლდება ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.“.

2. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებისთვის, გადახედვისა და განახლებისთვის იქმნება მუდმივმოქმედი ან დროებითი უწყებათაშორისი კომისიები ან/და სამუშაო ჯგუფები, რომელთა სტრუქტურა, უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით.“.

3. 192 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებას, გადახედვასა და განახლებას;“.

4. 196 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების, გადახედვისა და განახლების პროცესს;“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საბჭოს აპარატის მოსამსახურის ფულადი სარგო (ხელფასი) შედგება თანამდებობრივი სარგოსგან, ხოლო საბჭოს აპარატის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის ფულადი სარგო (ხელფასი) − აგრეთვე წოდებისთვის დადგენილი (წოდებრივი) სარგოსგან. საბჭოს აპარატის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს ყოველთვიურად ეძლევა ფულად სარგოზე (ხელფასზე) დანამატი სამხედრო წოდებით ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით (წელთა ნამსახურობის დანამატი), შემდეგი პროცენტული ოდენობით:

ა) 1 წლიდან 2 წლამდე ნამსახურობისთვის − 5 პროცენტი;

ბ) 2 წლიდან 5 წლამდე ნამსახურობისთვის − 10 პროცენტი;

გ) 5 წლიდან 10 წლამდე ნამსახურობისთვის − 15 პროცენტი;

დ) 10 წლის ან მეტი ნამსახურობისთვის − 20 პროცენტი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

2 ნოემბერი 2021 წ.

N978-VIმს-Xმპ