„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის №118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის №118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 367
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/07/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/07/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.022922
367
22/07/2021
ვებგვერდი, 23/07/2021
010240030.10.003.022922
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის №118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №367

2021 წლის 22 ივლისი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის №118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის №118 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/03/2021, 010240030.10.003.022663) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) ნ.დ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ.დ) მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დამტკიცება;“;

ბ) „ოდა „პ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) არაფორმალური განათლებისა და ფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების წესების დამტკიცება;

პ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს შემუშავება/დამტკიცება;“;

გ) „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

დ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) პროფესიული განათლების სფეროში კრედიტების სისტემის დამტკიცება;“.

2. მე-6 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) პროფესიული განათლების სტრატეგიის შემუშავების, განხორციელებისა და ანგარიშგების პროცესებში მონაწილეობა;

ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია, მონიტორინგი და შეფასება;

გ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის ღონისძიებებში მონაწილეობა;

დ) მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ხელშეწყობა;

ე) პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობა;

ვ) პროფესიული განათლების სფეროში მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

ზ) პროფესიული განათლების სფეროს მარეგულირებელი ჩარჩოს სრულყოფაში მონაწილეობა;

თ) პროფესიული განათლების სფეროში სოციალური პარტნიორობის მხარდაჭერა;

ი) პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

კ) პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი