დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 833-Vრს-Xმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 26/07/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/07/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010290000.04.001.018010 |
|
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2021, სარეგისტრაციო კოდი: 010290000.04.001.018005) მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც ამ მუხლის ამოქმედებამდე დაკარგა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების საფუძველზე მოპოვებული საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლება, ეს უფლება ამ მუხლის ამოქმედებისთანავე აღუდგება. ამასთანავე, ამ პოლიტიკურ პარტიას მიეცემა ყველა ის თანხა, რომელსაც იგი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების სახით ამ მუხლის ამოქმედებამდე მიიღებდა, რომ არ დაეკარგა ზემოაღნიშნული დაფინანსების მიღების უფლება. აღნიშნულ პოლიტიკურ პარტიას უფლება აქვს, ამ მუხლის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უარი თქვას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღებაზე. ამისთვის მან სათანადო წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს 2021 წლის 1 აგვისტოდან. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2022 წლის 1 თებერვლიდან.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 26 ივლისი 2021 წ. N833-Vრს-Xმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები