დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების და ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მიმნიჭებელი პირის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 365 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/07/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/07/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.022920 |
|
„ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების და ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მიმნიჭებელი პირის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების და ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მიმნიჭებელი პირის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №49 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/02/2011, 040030000.10.003.016221) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების“:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. თუ ვირტუალური ზონის პირის სტატუსი მიენიჭა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირს, ასეთ შემთხვევაში, პირს უუქმდება საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 2. მე-5 მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) თუ ვირტუალური ზონის პირს მიენიჭა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, ასეთ შემთხვევაში, ვირტუალური ზონის პირის სტატუსი გაუქმებულად ითვლება პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების თვის დასაწყისიდან.“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საფინანსო-ანალიტიკური სამსახური სტატუსს აუქმებს შესაბამისი ორგანოების მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები