„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ბავშვიანი ოჯახების ხელშეწყობის პროგრამა“ (პროგრამული კოდი: 06 02 15) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 23 ივნისის №261 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 269
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/07/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016705
269
22/07/2021
ვებგვერდი, 23/07/2021
010250020.35.160.016705
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ბავშვიანი ოჯახების ხელშეწყობის პროგრამა“ (პროგრამული კოდი: 06 02 15) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 23 ივნისის №261 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №269

2021 წლის 22 ივლისი

ქ. რუსთავი

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ბავშვიანი ოჯახების ხელშეწყობის პროგრამა“ (პროგრამული კოდი: 06 02 15) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 23 ივნისის N261 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20  მუხლის  შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ბავშვიანი ოჯახების ხელშეწყობის პროგრამა“ (პროგრამული კოდი: 06 02 15) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ  რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 23 ივნისის N261 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 24/06/2021წ., 010250020.35.160.016697) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართი N1-ში შევიდეს ცვლილება და მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის ამ წესთან შესაბამისობის დადგენის და სოციალური მუშაკის შესაბამისი დასკვნის წარდგენის საფუძველზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი აქტით შექმნილი სათათბირო-საკონსულტაციო საბჭო იღებს  გადაწყვეტილებას პროგრამის განხორციელების თაობაზე, რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში უპირატესობას ანიჭებს ქვემოთ ჩამოთვლილ პრიორიტეტებს, შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) ოჯახში იმყოფება 1 (ერთი) ან მეტი შშმ სტატუსის მქონე ბავშვი;

ბ) ოჯახში ცხოვრობს 3 (სამი) ან მეტი ბავშვი;

გ) მშობელს/მშობლებს განსაზღვრული აქვთ შშმ პირის სტატუსი;

დ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ოჯახს შეფასების შედეგად მინიჭებული აქვს 100 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა;

ე) მარტოხელა მშობელი (სტატუსის მქონე/სტატუსის გარეშე; მზრუნველი)“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევანი ონიანი