„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 10 ნოემბრის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 10 ნოემბრის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 55
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 23/07/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/07/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 17/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.026.016911
55
23/07/2021
ვებგვერდი, 23/07/2021
010320040.22.026.016911
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 10 ნოემბრის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №55

2021 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 10 ნოემბრის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 10 ნოემბრის №104 ბრძანებით (ვებგვერდი, 12/112020, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.026.016846) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის  მე-5 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის „ი“ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის „ი“ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

8. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

9. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

10. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

11. მე-10 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:

მუხლი 101. განათლების პოლიტიკისა და პროფესიული განვითარების სამმართველოს პროფესიული განვითარების პროგრამების მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) ბიზნესი და ადმინისტრირების მიმართულებით (საჯარო მმართველობის, საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის, პროექტების მენეჯმენტის,  ოპერაციების მენეჯმენტის, ორგანიზაციული განვითარების,  ადამიანური რესურსების მართვის სპეციალობები);

ბ) სამართლის მიმართულებით (სამართლის, საერთაშორისო სამართლის, საჯარო სამართლის სპეციალობები);

გ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერებების, საზოგადოებრივი გეოგრაფიის, საერთაშორისო ურთიერთობების, სოციოლოგიის, გენდერის კვლევების, შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის, ფსიქოლოგიის სპეციალობები);

დ) ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით (ისტორიის, ფილოსოფიის სპეციალობები);

ე) განათლების მიმართულებით (განათლების მეცნიერებების სპეციალობა);

ვ) მათემატიკა და სტატისტიკის მიმართულებით (სტატისტიკის სპეციალიზაცია).

2. სამუშაო გამოცდილება –  1 წელი.

3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს შრომის კოდექსი;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

თ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება.

4. ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე).

5. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft PowerPoint.“.

12. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

13. მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

14. მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

15. მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

16. მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

17. მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

18. მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე