დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 141 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 09/07/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/07/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.148.016027 |
|
გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
|
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია საკრებულოს წევრის ზურაბ ყაჯრიშვილის ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის – №27 ქუჩისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის იური პატარაძის სახელის მინიჭების თაობაზე. გეოგრაფიული ობიექტის აღწერა შემდეგია: ქუჩის სავარაუდო სიგრძე 444მ; საწყისი კოორდინატები: X 417944 Y 4665008; საბოლოო კოორდინატები: X 418286 Y 4664835; რომელსაც დასავლეთით ესაზღვრება სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები: მათ შორის ს/კ 66.42.13.003.004, 66.42.13.000.027; აღმოსავლეთით სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები: მათ შორის ს/კ 66.42.12.004.002, 66.42.13.000.195.
გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2021 წლის 11 ივნისის N26 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობით „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, შესაბამისად: 1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში მდებარე გეოგრაფიულ ობიექტს – №27 ქუჩას, რომლის სიგრძეა 444მ; საწყისი კოორდინატები: X 417944 Y 4 665008; საბოლოო კოორდინატები: X 418286 Y 4664835; რომელსაც დასავლეთით ესაზღვრება სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები: მათ შორის ს/კ 66.42.13.003.004, 66.42.13.000.027; აღმოსავლეთით სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები: მათ შორის ს/კ 66.42.12.004.002, 66.42.13.000.195 ეწოდოს იური პატარაძის სახელი. 2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე. 3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ.№30). საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები