დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1999 წლის 19 ოქტომბრის №79 ბრძანებაში “ცენტრალური საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 30 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/03/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 31, 30/03/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/02/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310.150.000.11.115.004.708 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.11.115.004.708
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციის მინისტრის
ბრძანება №30
2001 წლის 20 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1999 წლის 19 ოქტომბრის №79 ბრძანებაში „ცენტრალური საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1999 წლის 19 ოქტომბრის №79 ბრძანებაში „ცენტრალური საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ” საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები:
1. კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნენ:
გ. ცინცაძე – საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე – კომისიის წევრი;
ფ. გუნცაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს რეალური სექტორის ფინანსებისა და საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტის სახელმწიფო ქონების ფინანსური სამმართველოს უფროსი – კომისიის წევრი;
უ. მეზურნიშვილი – საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის საგადასახადო პოლიტიკის, გადამხდელთა დაბეგვრის კონტროლის მეთოდებისა და პროგრამების დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი;
ზ. შავიშვილი – ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის სამსახურის უფროსი – კომისიის წევრი.
2. კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ იქნენ:
კ. ნიკურაძე – საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს იურიდიული დეპატრამენტის უფროსი – კომისიის წევრი;
ე. დარჩიაშვილი – სერტიფიკაციისა და მოძრაობის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი – კომისიის წევრი;
ზ. ავალიანი – სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაციის სერტიფიკაციის განყოფილების უფროსი – კომისიის წევრი;
ვ. ბეროშვილი – სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაციის ეკონომიკური რეფორმების სამმართველოს უფროსი – კომისიის წევრი;
თ. გირკელიძე – ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის სამსახურის უფროსის მოადგილე – კომისიის წევრი;
გ. აბრამიშვილი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტის განყოფილების უფროსი – კომისიის წევრი.
3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები