დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებისთვის კანონით განუსაზღვრელი და არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელი საკითხის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34/2021 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 15/07/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/07/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010210010.15.008.016561 |
|
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისთვის კანონით განუსაზღვრელი და არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელი საკითხის განსაზღვრის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 140-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ №2 დანართით განსაზღვრული არ არის რომელი ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებშია გათვალიწინებული – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის წყაროსთავის, ვერხვიანისა და ბადიაურის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის კახიფარის, ზეგაანის, ზემო კაჭრეთის, მელაანის, ქოდალოს, დარჩიეთის, ზიარის, ფხოველისა და ყიტაანის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მირზაანისა და ფიროსმანის, თელავის მუნიციპალიტეტის ვანთას, ბუშეტისა და ნასამხრალის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის დისველის, წალკის მუნიციპალიტეტის თეჯისის, მცხეთის მუნიციპალიტეტის ციხისძირის, აღდგომლიანთკარის, ნატახტარისა და ნავაზის, ვაზიანის, ძალისის, ძველი ქანდას, ჯიღაურასა და ნავდარაანთკარის, დუშეთის მუნიციპალიტეტის ხეობის, გორის მინიციპალიტეტის მღებრიანისა და საყავრეს, ადიგენის მუნიციპალიტეტის წახანის, ხევაშენის, სამყურის, ზარზმას, ზედუბანისა და დერცელის, ასპინძის მუნიციპალიტეტის თოკის, ონის მუნიციპალიტეტის კომანდელის, ცაგერის მუნიციპალიტეტის ჩქუმის, საირმესა და სპათაგორის, მესტიის მუნიციპალიტეტის იდლიანის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის დიდველასა და ზედა დიმის, ვანის მუნიციპალიტეტის მთისძირის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთას, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცაცხვის, ჯუმის, ოფაჩხაფუს, უჩაშონას, შამადელას, ხეცერას, დიდი ნეძის კახათის, ცვანეს, ზედა ეწერის, ტყაიას, ნაწულუკუს, იორემეს, დავითიანის, ნაცატუს, ჩხოუშის, ბაშის, ხურჩასა და კიროვის, ქედის მუნიციპალიტეტის დოლოგანის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ჭარნალის ადმინისტრაციული ერთეულები.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადებისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” №2 დანართით განსაზღვრულ მუნიციპალიტეტების ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების საზღვრებს დაემატოს
№11 საარჩევნო ოლქის მე-5 გრაფას ადმინისტრაციული ერთეული წყაროსთავი; №11 საარჩევნო ოლქის მე-8 გრაფას ადმინისტრაციული ერთეული ვერხვიანი; №11 საარჩევნო ოლქის მე-9 გრაფას ადმინისტრაციული ერთეული ბადიაური; №12 საარჩევნო ოლქის მე-2 გრაფას ადმინისტრაციული ერთეული კახიფარი; №12 საარჩევნო ოლქის მე-4 გრაფას ადმინისტრაციული ერთეული ზეგაანი; №12 საარჩევნო ოლქის მე-10 გრაფას ადმინისტრაციული ერთეული: ზემო კაჭრეთი, მელაანი; №12 საარჩევნო ოლქის მე-11 გრაფას ადმინისტრაციული ერთეული: ქოდალო, დარჩიეთი, ზიარი, ფხოველი; №12 საარჩევნო ოლქის მე-12 გრაფას ადმინისტრაციული ერთეული ყიტაანი; №14 საარჩევნო ოლქის მე-2 გრაფას ადმინისტრაციული ერთეული მირზაანი; №14 საარჩევნო ოლქის მე-10 გრაფას ადმინისტრაციული ერთეული ფიროსმანი; №17 საარჩევნო ოლქის მე-2 გრაფას ადმინისტრაციული ერთეული: ვანთა, ბუშეტი; №17 საარჩევნო ოლქის მე-4 გრაფას ადმინისტრაციული ერთეული ნასამხრალი; №23 საარჩევნო ოლქის მე-10 გრაფას ადმინისტრაციული ერთეული დისველი; №25 საარჩევნო ოლქის მე-5 გრაფას ადმინისტრაციული ერთეული თეჯისი; №27 საარჩევნო ოლქის მე-4 გრაფას ადმინისტრაციული ერთეული ციხისძირი; №27 საარჩევნო ოლქის მე-5 გრაფას ადმინისტრაციული ერთეული: აღდგომლიანთკარი, ნატახტარი, ნავაზი; №27 საარჩევნო ოლქის მე-6 გრაფას ადმინისტრაციული ერთეული: ვაზიანი, ძალისი; №27 საარჩევნო ოლქის მე-7 გრაფას ადმინისტრაციული ერთეული ძველი ქანდა; №27 საარჩევნო ოლქის მე-8 გრაფას ადმინისტრაციული ერთეული: ჯიღაურა, ნავდარაანთკარი; №28 საარჩევნო ოლქის მე-6 გრაფას ადმინისტრაციული ერთეული ხეობა; №32 საარჩევნო ოლქის მე-7 გრაფას ადმინისტრაციული ერთეული: მღებრიანი, საყავრე; №38 საარჩევნო ოლქის მე-3 გრაფას ადმინისტრაციული ერთეული წახანი; №38 საარჩევნო ოლქის მე-4 გრაფას ადმინისტრაციული ერთეული ხევაშენი; №38 საარჩევნო ოლქის მე-7 გრაფას ადმინისტრაციული ერთეული სამყური; №38 საარჩევნო ოლქის მე-9 გრაფას ადმინისტრაციული ერთეული ზარზმა; №38 საარჩევნო ოლქის მე-10 გრაფას ადმინისტრაციული ერთეული ზედუბანი; №38 საარჩევნო ოლქის მე-11 გრაფას ადმინისტრაციული ერთეული დერცელი; №39 საარჩევნო ოლქის მე-4 გრაფას ადმინისტრაციული ერთეული თოკი; №43 საარჩევნო ოლქის მე-7 გრაფას ადმინისტრაციული ერთეული კომანდელი; №45 საარჩევნო ოლქის მე-4 გრაფას ადმინისტრაციული ერთეული ჩქუმი; №45 საარჩევნო ოლქის მე-9 გრაფას ადმინისტრაციული ერთეული საირმე; №45 საარჩევნო ოლქის მე-10 გრაფას ადმინისტრაციული ერთეული სპათაგორი; №47 საარჩევნო ოლქის მე-10 გრაფას ადმინისტრაციული ერთეული იდლიანი; №52 საარჩევნო ოლქის მე-6 გრაფას ადმინისტრაციული ერთეული დიდველა; №52 საარჩევნო ოლქის მე-9 გრაფას ადმინისტრაციული ერთეული ზედა დიმი; №53 საარჩევნო ოლქის მე-6 გრაფას ადმინისტრაციული ერთეული მთისძირი; №60 საარჩევნო ოლქის მე-13 გრაფას ადმინისტრაციული ერთეული დაბა გომისმთა; №62 საარჩევნო ოლქის მე-10 გრაფას ადმინისტრაციული ერთეული დაბა ბახმარო; №67 საარჩევნო ოლქის მე-2 გრაფას ადმინისტრაციული ერთეული ცაცხვი; №67 საარჩევნო ოლქის მე-3 გრაფას ადმინისტრაციული ერთეული: ჯუმი, ოფაჩხაფუ, უჩაშონა, შამადელა, ხეცერა; №67 საარჩევნო ოლქის მე-4 გრაფას ადმინისტრაციული ერთეული დიდი ნეძის კახათი, ცვანე; №67 საარჩევნო ოლქის მე-5 გრაფას ადმინისტრაციული ერთეული: ზედა ეწერი, ტყაია; №67 საარჩევნო ოლქის მე-6 გრაფას ადმინისტრაციული ერთეული ნაწულუკუ; №67 საარჩევნო ოლქის მე-8 გრაფას ადმინისტრაციული ერთეული: ოირემე, დავითიანი; №67 საარჩევნო ოლქის მე-9 გრაფას ადმინისტრაციული ერთეული: ნაცატუ, ჩხოუში, ბაში; №67 საარჩევნო ოლქის მე-11 გრაფას ადმინისტრაციული ერთეული ხურჩა; №67 საარჩევნო ოლქის მე-12 გრაფას ადმინისტრაციული ერთეული კიროვი; №80 საარჩევნო ოლქის მე-7 გრაფას ადმინისტრაციული ერთეული დოლოგანი; №83 საარჩევნო ოლქის მე-5 გრაფას ადმინისტრაციული ერთეული ჭარნალი. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები