„საქართველოსა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციას (EPLO) შორის სამხრეთ კავკასიაში EPLO-ს რეგიონული ოფისის სტატუსის შესახებ" შეთანხმება

„საქართველოსა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციას (EPLO) შორის სამხრეთ კავკასიაში EPLO-ს რეგიონული ოფისის სტატუსის შესახებ" შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 200-50
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/01/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/07/2021
ძალაში შესვლის თარიღი 08/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016647
200-50
15/01/2021
ვებგვერდი, 19/07/2021
480610000.03.030.016647
„საქართველოსა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციას (EPLO) შორის სამხრეთ კავკასიაში EPLO-ს რეგიონული ოფისის სტატუსის შესახებ" შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
  
„საქართველოსა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციას (EPLO) შორის სამხრეთ კავკასიაში EPLO-ს რეგიონული ოფისის სტატუსის შესახებ“ შეთანხმება

[EPLO-ს გერბი]

ევროპული საჯარო სამართლის ორგანიზაცია

 

სარეგისტრაციო No.: 20124983

ათენი, 2020 წლის 15 დეკემბერი

თქვენო აღმატებულებავ,

მაქვს პატივი აღვნიშნო სამხრეთ კავკასიაში ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) რეგიონული ოფისის დაარსების შესახებ. როგორც მოგეხსენებათ, 2004 წლის 27 ოქტომბერს ათენში მიღებული ევროპული საჯარო სამართლის ორგანიზაციის დაარსების შესახებ შეთანხმებითა და წესდებით (EPLO შეთანხმება), EPLO ჩამოყალიბდა როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის მიზანიც არის შექმნას და განავრცოს inter alia ცოდნა საჯარო სამართლის, შიდასახელმწიფოებრივი სამართლის, შედარებითი და ევროპული საჯარო სამართლის, ადამიანის უფლებათა სამართლის, გარემოსდაცვითი სამართლისა და სხვა სფეროებში.

აგრეთვე მაქვს პატივი ვახსენო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1946 წლის 13 თებერვალს მიღებული კონვენცია გაეროს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ (გაეროს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების კონვენცია), რომელიც EPLO შეთანხმების V მუხლში მითითებულია როგორც EPLO-ს, მისი თანამდებობის პირებისა და პერსონალის პრივილეგიებისა და იმუნიტეტების მთავარი წინაპირობა, რამდენადაც მათ აღნიშნული სჭირდებათ თავიანთი ფუნქციების EPLO-ს შეთანხმების პრინციპებისა და მიზნების შესაბამისად დამოუკიდებლად შესრულებისთვის;

აღნიშნულთან დაკავშირებით, მაქვს პატივი შემოგთავაზოთ, რომ გაეროს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების კონვენცია გავრცელდეს mutatis mutandis სამხრეთ კავკასიაში EPLO-ს რეგიონული ოფისის თანამდებობის პირებსა და პერსონალზე, საქმიანობებზე, საკუთრებასა და ანგარიშებზე.

ასევე გთავაზობთ, რომ აღნიშნული წინადადების თქვენ მიერ წერილობით დადასტურების შემთხვევაში, წინამდებარე წერილების გაცვლა ჩაითვალოს საქართველოსა და ევროპული საჯარო სამართლის ორგანიზაციას (EPLO) შორის სამხრეთ კავკასიაში EPLO-ს რეგიონული ოფისის სტატუსის შესახებ შეთანხმებად, რომელიც დადებულად ჩაითვლება თქვენი საპასუხო წერილის თარიღიდან და ძალაში შევა EPLO-ს მიერ საქართველოს წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან, რომლითაც ქართული მხარე იუწყება, რომ წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისათის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები დასრულებულია.

თქვენო აღმატებულებავ, ვსარგებლობ შემთხვევით, რათა კვლავ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა.

 

პატივისცემით,

[ხელმოწერა და ბეჭედი]

 

პროფესორი სპირიდონ ფლოგაიტის

დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტი, EPLO-ს დირექტორი

 

მის აღმატებულებას

ბატონ დავით ზალკალიანს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

თბილისი, საქართველო

 

[აქაიოუ 16, კოლონაკი, ათენი, GR-106 75]

 

[საქართველოს სახელმწიფო გერბი]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

 

ძვირფასო პროფესორო ფლოგაიტის,

მაქვს პატივი დაგიდასტუროთ თქვენი 2020 წლის 15 დეკემბრის No.20124983 წერილის მიღება რომელიც შეიცავს შემდეგს:

„მაქვს პატივი აღვნიშნო სამხრეთ კავკასიაში ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) რეგიონული ოფისის დაარსების შესახებ. როგორც მოგეხსენებათ, 2004 წლის 27 ოქტომბერს ათენში მიღებული ევროპული საჯარო სამართლის ორგანიზაციის დაარსების შესახებ შეთანხმებითა და წესდებით (EPLO შეთანხმება), EPLO ჩამოყალიბდა როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის მიზანიც არის შექმნას და განავრცოს inter alia ცოდნა საჯარო სამართლის, შიდასახელმწიფოებრივი სამართლის, შედარებითი და ევროპული საჯარო სამართლის, ადამიანის უფლებათა სამართლის, გარემოსდაცვითი სამართლისა და სხვა სფეროებში.

აგრეთვე მაქვს პატივი ვახსენო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1946 წლის 13 თებერვალს მიღებული კონვენცია გაეროს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ (გაეროს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების კონვენცია), რომელიც EPLO შეთანხმების V მუხლში მითითებულია როგორც EPLO-ს, მისი თანამდებობის პირებისა და პერსონალის პრივილეგიებისა და იმუნიტეტების მთავარი წინაპირობა, რამდენადაც მათ აღნიშნული სჭირდებათ თავიანთი ფუნქციების EPLO-ს შეთანხმების პრინციპებისა და მიზნების შესაბამისად დამოუკიდებლად შესრულებისთვის;

აღნიშნულთან დაკავშირებით, მაქვს პატივი შემოგთავაზოთ, რომ გაეროს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების კონვენცია გავრცელდეს mutatis mutandis სამხრეთ კავკასიაში EPLO-ს რეგიონული ოფისის თანამდებობის პირებსა და პერსონალზე, საქმიანობებზე, საკუთრებასა და ანგარიშებზე.

ასევე გთავაზობთ, რომ აღნიშნული წინადადების თქვენ მიერ წერილობით დადასტურების შემთხვევაში, წინამდებარე წერილების გაცვლა ჩაითვალოს საქართველოსა და ევროპული საჯარო სამართლის ორგანიზაციას (EPLO) შორის სამხრეთ კავკასიაში EPLO-ს რეგიონული ოფისის სტატუსის შესახებ შეთანხმებად, რომელიც დადებულად ჩაითვლება თქვენი საპასუხო წერილის თარიღიდან და ძალაში შევა EPLO-ს მიერ საქართველოს წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან, რომლითაც ქართული მხარე იუწყება, რომ წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისათის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები დასრულებულია.“

მაქვს პატივი დაგიდასტუროთ, რომ ზემოაღნიშნული წინადადებები საქართველოსთვის არის მისაღები. აგრეთვე მაქვს პატივი დაგიდასტუროთ, რომ თქვენი წერილითა და წინამდებარე პასუხით საქართველოსა და ევროპული საჯარო სამართლის ორგანიზაციას შორის იდება შეთანხმება სამხრეთ კავკასიაში EPLO-ს რეგიონული ოფისის სტატუსის შესახებ, წინამდებარე წერილის თარიღით და იგი ძალაში შედის EPLO-ს მიერ საქართველოს წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან, რომლითაც ქართული მხარე იუწყება, რომ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები არის დასრულებული.

თქვენო აღმატებულებავ, ვსარგებლობ შემთხვევით, რათა კვლავ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა.

 

თბილისი, 2021 წლის 15 იანვარი

[ხელმოწერილია]

დავით ზალკალიანი

პროფესორ სპირიდონ ფლოგაიტისს

დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტი

ევროპული საჯარო სამართლის ორგანიზაციის [EPLO] დირექტორი

ათენი, საბერძნეთის რესპუბლიკა

 

No. 01/448

15/01/2021.