საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 21 აგვისტოს №32/2017 დადგენილებით დამტკიცებულ თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მერობის კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერ ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 25/2021
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 15/07/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016553
25/2021
15/07/2021
ვებგვერდი, 16/07/2021
010210010.15.008.016553
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 21 აგვისტოს №32/2017 დადგენილებით დამტკიცებულ თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მერობის კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერ ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 21 აგვისტოს №32/2017 დადგენილებით დამტკიცებულ თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მერობის კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერ ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის შესახებ
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №25/2021

2021 წლის 15 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 21 აგვისტოს №32/2017 დადგენილებით დამტკიცებულ თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მერობის კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერ ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 21 აგვისტოს №32/2017 დადგენილებით დამტკიცებულ თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მერობის კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერ ინსტრუქციაში  (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 22/08/2017, 010210010.15.008.016346) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. პირველი მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატის წარდგენის მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა კენჭისყრამდე არაუგვიანეს  47-ე დღისა განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას, რის შემდეგაც უფლება აქვს, შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები.“;

ბ) მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) წარმდგენი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისა და მათი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, რეგისტრაციის ადგილი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და სხვა რეკვიზიტები (არსებობის შემთხვევაში).“;

გ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. განცხადებას, რომელსაც ხელს აწერს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი, თან უნდა ერთოდეს მერობის კანდიდატად წარდგენილი პირის წერილობითი თანხმობა არჩევნებში მონაწილეობაზე, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა, ორი ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი 2 ცალად. სააღრიცხვო ბარათში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით) და რეგისტრაციის თარიღი, დაბადების თარიღი) ერთად მითითებული უნდა იყოს საქართველოში 5 წლის ცხოვრების ფაქტი და თანხმობა მოცემულ საარჩევნო ოლქში მერობის კანდიდატად კენჭისყრაზე.

5. განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა, შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს. თუ დარღვეულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 141-ე მუხლის  მე-4–მე-6 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები, შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ხარვეზის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს. შესწორებული საბუთები არაუგვიანეს მომდევნო დღისა უბრუნდება შესაბამის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გასატარებლად.“.

2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2

მერობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა კენჭისყრამდე არაუგვიანეს  მე-40 დღისა შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს მერობის კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია, რომელიც მოწმდება საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი წარდგენიდან 3 დღის ვადაში.“.

3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს მერობის კანდიდატს, თუ მერობის კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია შეესაბამება საარჩევნო კოდექსითა და ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

ბ) მერობის კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ წერილობით აცნობებს მერობის კანდიდატის წარმდგენი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს (შეუსაბამობის მითითებით), თუ ასეთი შეუსაბამობა არსებობს;  ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს 2 დღე ეძლევა საბუთების სრულყოფისთვის.“.

4. მე-4 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.“;

ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ერთდროულად არსებობს ან არსებობდა მერობის კანდიდატის თანხმობა სხვა მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში, ან/და ნებისმიერი საკრებულოს არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზე;“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) მისი მიღებიდან  2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი შარაბიძე
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი