დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 21 აგვისტოს №30/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერ ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24/2021 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 15/07/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/07/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010210010.15.008.016552 |
|
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 21 აგვისტოს №30/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერ ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 21 აგვისტოს №30/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერ ინსტრუქციაში (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 22/08/2017, 010210010.15.008.016344) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 144-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი უფლებამოსილია წარადგინოს მაჟორიტარი კანდიდატი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი კანდიდატის წარსადგენად, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა − საარჩევნო კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად, სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე: საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:“. 2. პირველი მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს მაჟორიტარი წევრობის კანდიდატის წარდგენის მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა კენჭისყრამდე არაუგვიანეს 47-ე დღისა განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას, რის შემდეგაც უფლება აქვს, შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები.“; ბ) მე-3 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) წარმდგენი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისა და მათი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, რეგისტრაციის ადგილი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და სხვა რეკვიზიტები (არსებობის შემთხვევაში).“; გ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. განცხადებას, რომელსაც ხელს აწერს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი, თან უნდა ერთოდეს საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენილი პირის წერილობითი თანხმობა არჩევნებში მონაწილეობაზე, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა, ორი ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი 2 ცალად. სააღრიცხვო ბარათში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით) და რეგისტრაციის თარიღი, დაბადების თარიღი) ერთად მითითებული უნდა იყოს საქართველოში 5 წლის ცხოვრების ფაქტი და თანხმობა მოცემულ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კენჭისყრაზე. 5. განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს. თუ დარღვეულია საარჩევნო კოდექსის 141-ე მუხლის მე-4–მე-6 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ხარვეზის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს. შესწორებული საბუთები არაუგვიანეს მომდევნო დღისა უბრუნდება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გასატარებლად.“. 3. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2 საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-40 დღისა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს მაჟორიტარი კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია, რომელიც მოწმდება საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი წარდგენიდან 3 დღის ვადაში.“. 4. მე-6 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ერთდროულად არსებობს ან არსებობდა საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის თანხმობა იმავე ან/და ნებისმიერი სხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნებში, იმავე ან/და ნებისმიერი სხვა მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზე;“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები