„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 22/2021
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 15/07/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/07/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2021
სარეგისტრაციო კოდი 010190030.15.008.016550
22/2021
15/07/2021
ვებგვერდი, 16/07/2021
010190030.15.008.016550
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება  №22/2021

2021 წლის 15 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

 


მუხლი 1
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 26/11/2015, 010190030.15.008.016218) დამტკიცებული რეგლამენტის:

1. მე-2 მუხლის:

) 121 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 122 და 123 პუნქტები:

,,122. დადგენილებით ამტკიცებს ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის დებულებას.

123. განკარგულებით ამტკიცებს ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის შემადგენლობას არჩევნების დანიშვნიდან 10 დღის ვადაში.“;

ბ) მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,20. საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი წესით განიხილავს არჩევნებთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო  გადაწყვეტილებას, მათ შორის, სათანადო საფუძვლის არსებობისას - გადაწყვეტილებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ;“;

გ) მე-20 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 201 და 202 პუნქტები:

,,201. განკარგულებით განსაზღვრავს საჩივრის ელექტრონული ფორმით შეტანის წესს;

202. განკარგულებით განსაზღვრავს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 78-ე მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრული ელექტრონული რეესტრის წარმოების წესს;“.

2. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ცესკო შედგება არაუმეტეს 17 წევრისგან, მათ შორის არიან ცესკოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის ორი მოადგილე და ცესკოს მდივანი.“;

ბ) მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) ცესკოს თავმჯდომარის ორი მოადგილე;“.

3. მე-4 მუხლის:

ა) 31 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი:

,,32. განკარგულებით განსაზღვრავს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობას;“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს (ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისათვის), მათ წარმომადგენლებს ცესკოში;“;

გ) 51 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. სათანადო მოწმობებს აძლევს არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების (ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისათვის) წარმომადგენლებს;“;

ე) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9. საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას გადასცემს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას;“;

ვ) 92 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,92. განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას არჩეული პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, პარტიული სიიდან პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატის/კანდიდატების მოხსნის შესახებ, პარტიის ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერილი შესაბამისი განცხადების საფუძველზე;“;

ზ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს თავმჯდომარის მოადგილეებს, კომისიის მდივანს, კომისიის სხვა წევრებსა და კომისიის აპარატის თანამშრომლებს;“;

4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეები

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეები:

1. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-8 მუხლის 24-ე პუნქტის შესაბამისად ასრულებენ ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობას;

2. ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით და ცესკოს თანხმობით ახორციელებენ ცესკოს თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებებს (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა).“.

5. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილე პარტიის და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის (ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისთვის) წარმომადგენლებს საოლქო საარჩევნო კომისიებში და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;“.

6. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. იხილავს არჩევნებთან/რეფერენდუმთან დაკავშირებულ განცხადებებს/საჩივრებს და განკარგულებების პროექტებს გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს ცესკოს;“.

7. 181 მუხლის:

ა) 41-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,41. უზრუნველყოფს პარტიების, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებისა და კანდიდატთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიღების მიზნით რეგისტრაციის პროცესის ადმინისტრირებას (ამოწმებს, ამზადებს და ინახავს რეგისტრაციისათვის განკუთვნილ მასალებს);“;

ბ) 43-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,43. უზრუნველყოფს არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების (ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისათვის) წარმომადგენლებისათვის, ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატებისათვის სათანადო მოწმობების დამზადებას;“.

8. მე-20 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ცესკოს სხდომა მოიწვევა კომისიის თავმჯდომარის მიერ ან საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-8 მუხლის 24-ე პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული თავმჯდომარის მოადგილის მოთხოვნით;“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

,,31. საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობა არის საარჩევნო კოდექსის შესაბამისად არჩეულ კომისიის წევრთა რაოდენობისა და იმ პარტიების მიერ დანიშნულ კომისიის წევრთა რაოდენობის ჯამი, რომლებსაც ამავე კოდექსის შესაბამისად მოპოვებული აქვთ საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის უფლება.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. ცესკოს სხდომას უძღვება თავმჯდომარე, ან მისი დავალებით – საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-8 მუხლის 24-ე პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული თავმჯდომარის მოადგილე;“.

9. 21-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ცესკოს სხდომაზე საკადრო საკითხები წყდება ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, თუ საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ სხვა რამ არ არის დადგენილი.;“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან  2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის პირველი აგვისტოდან.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი შარაბიძე
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი