დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №159 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 267 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/07/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/07/2021 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.160.016703 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის N159 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 24/12/2019 წ., 010250050.35.160.016595) პირველი მუხლის „გ“ პუნქტით დამტკიცებულ „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“ (პროგრამული კოდი 06 01 04) ქვეპროგრამის განხორციელების წესში“ - შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ქვეპროგრამით გათვალისწინებულია შემდეგი მომსახურების დაფინანსება: ქვეპროგრამის მოსარგებლისათვის თვეში არაუმეტეს 15 სეანსის მიწოდება, თითოეული სეანსის ხანგრძლივობა შეადგენს 1 საათს, ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესაბამისად. თვეში 15 საათის განსაზღვრის შემთხვევაში, გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპიის სეანსების მინიმალურმა რაოდენობამ უნდა შეადგინოს სეანსების საერთო რაოდენობიდან არანაკლებ 11 სეანსი. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა შეუძლებელია სეანსის ჩატარება ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლებელია სრულად ან ნაწილობრივ სეანსების რაოდენობა განაწილდეს შემდეგ თვეებზე.“ ბ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს თვეში 315 (სამას თხუთმეტი ლარი და 00 თეთრი) ლარისა, გარდა ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული შემთხვევისა.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 სექტემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები