“საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2000 წლის 29 მარტის №5 დადგენილებასა და ამ დადგენილებით დამტკიცებულ “საბროკერო კომპანიებისათვის კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნათა შესახებ წესში” ცვლილებების შეტანის თაობაზე”

  • Word
“საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2000 წლის 29 მარტის №5 დადგენილებასა და ამ დადგენილებით დამტკიცებულ “საბროკერო კომპანიებისათვის კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნათა შესახებ წესში” ცვლილებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია
მიღების თარიღი 19/03/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 26, 22/03/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/1899
სარეგისტრაციო კოდი 040.170.280.17.014.004.704
  • Word
8
19/03/2001
სსმ, 26, 22/03/2001
040.170.280.17.014.004.704
“საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2000 წლის 29 მარტის №5 დადგენილებასა და ამ დადგენილებით დამტკიცებულ “საბროკერო კომპანიებისათვის კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნათა შესახებ წესში” ცვლილებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.170.280.17.014.004.704

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის

დადგენილება 8

2001 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2000 წლის 29 მარტის №5 დადგენილებასა და ამ დადგენილებით დამტკიცებულ “საბროკერო კომპანიებისათვის კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნათა შესახებ“ წესში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად და საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის საერთაშორისო სტანდარტებამდე ეტაპობრივად განვითარებისათვის ხელშეწყობის მიზნით, კომისიამ დაადგინა:

1.    საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2000 წლის 29 მარტის №5 დადგენილების მე-2 პუნქტში სიტყვები „2001 წლის 1 აპრილიდან“ შეიცვალოს სიტყვებით “2002 წლის 1 იანვრიდან“;

2.    საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2000 წლის 29 მარტის №5 დადგენილებით დამტკიცებულ წესში „საბროკერო კომპანიებისათვის კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნათა შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა)     მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) არალიკვიდური აქტივები შემდეგი ოდენობით: 2002 წლის 1 იანვრიდან _ 25%; 2003 წლის 1 იანვრიდან _ 50%; 2004 წლის 1 იანვრიდან და შემდეგ _ 100%“;

ბ)    მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში სიტყვები “საწყის საკუთარ კაპიტალს“ შეიცვალოს სიტყვებით „საწყისი საკუთარი კაპიტალის მინიმალურ ოდენობას“;

გ)    „ფორმა ა“ დანართის „ა-2“ სტრიქონში სიტყვები “საწყისი საკუთარი კაპიტალი (ფორმა „ბ“, საკუთარი სახსრების გამოთვლა, „ბ-7“ სტრიქონი)“ შეიცვალოს სიტყვებით „საწყისი საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობა („საბროკერო კომპანიების საწყისი საკუთარი კაპიტალის მიმართ მოთხოვნების შესახებ“ წესის მიხედვით)“, ხოლო შენიშვნაში სიტყვები „საწყისი საკუთარი კაპიტალი“ _ სიტყვებით „საწყისი საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობა“.

3.    ეს დადგენილება ამოქმედდეს მისი გამოქვეყნების დღიდან.

კომისიის წევრი,

კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                         ვ. სტურუა