„გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 90/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 14/07/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 220010040.18.011.016570
90/04
14/07/2021
ვებგვერდი, 15/07/2021
220010040.18.011.016570
„გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №90/04

2021 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

 

„გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 30/11/2018; ს/კ: 220010040.18.011.016353) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დებულების მე-3 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გადამხდელის პროვაიდერმა არ უნდა შეასრულოს გადარიცხვის ოპერაცია, თუ მას გადამხდელის მიმართ არ გაუტარებია ვერიფიკაციის პროცედურები „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის და  მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრული ვერიფიკაციისა და დოკუმენტაციის/ინფორმაციის შენახვის მოთხოვნების შესაბამისად, შემდეგ შემთხვევებში:

ა) გადარიცხვის ოპერაციის თანხა ან დაკავშირებული გადარიცხვის ოპერაციების ჯამური თანხა  აღემატება 1000 ევროს ან 1000 აშშ დოლარს ან 3000 ლარს, ან ამ უკანასკნელის ეკვივალენტს სხვა უცხოურ ვალუტაში; ან            

ბ) გადამხდელისგან თანხის მიღება განხორციელდა ნაღდი ფულით ან ანონიმური ელექტრონული ინსტრუმენტით; ან

გ) არის ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების  ეჭვი.

6. ამ მუხლით განსაზღვრული გადარიცხვის ოპერაციებისთვის დადგენილი გადამხდელის შესახებ მონაცემების ვერიფიკაცია უნდა განხორციელდეს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის და მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.“.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მიმღების პროვაიდერმა არ უნდა  დააკრედიტოს მიმღების ანგარიში ან არ უნდა გახადოს ხელმისაწვდომი თანხა მიმღებისთვის, თუ  მას მიმღების მიმართ არ გაუტარებია ვერიფიკაციის პროცედურები „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და  მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრული ვერიფიკაციისა და დოკუმენტაციის/ინფორმაციის შენახვის მოთხოვნების შესაბამისად, შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ ჩარიცხვის თანხა ან დაკავშირებული ჩარიცხვების ჯამური თანხა  აღემატება 1000 ევროს ან 1000 აშშ დოლარს ან 3000 ლარს, ან ამ უკანასკნელის ეკვივალენტს სხვა უცხოურ ვალუტაში; ან

ბ) ფულადი გზავნილის ნაღდი ფულით გატანისას ან ანონიმურ ელექტრონულ ინსტრუმენტზე გადატანისას;

გ) თუ არის ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების ეჭვი.“.

3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიმღების პროვაიდერმა უნდა დანერგოს ეფექტური, რისკზე დამყარებული პროცედურები, რომელიც, მათ შორის, მოიცავს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რისკზე დამყარებულ მიდგომას და რომლის საფუძველზეც პროვაიდერი განსაზღვრავს არასრული თანმხლები ინფორმაციით მიღებული ჩარიცხვების შესრულების, უკან დაბრუნების ან მიმღების ანგარიშზე ჩარიცხვის/მიმღებისთვის ფულადი სახსრების ხელმისაწვდომობის შეჩერების საკითხებს, ასევე აღნიშნულ ჩარიცხვებთან დაკავშირებით პროვაიდერის შემდგომი ქმედებების საკითხებს (მათ შორის, გადამხდელის ან შუამავალი პროვაიდერისგან ამ დებულებით განსაზღვრული ინფორმაციის გამოთხოვას).“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე