დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მოთხოვნების დარღვევის გამო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საფინანსო სექტორის წარმომადგენლისათვის დაკისრებული სანქციების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 30 ოქტომბრის №208/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 92/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 14/07/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/07/2021 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 080090020.18.011.016572 |
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მოთხოვნების დარღვევის გამო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საფინანსო სექტორის წარმომადგენლისათვის დაკისრებული სანქციების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 30 ოქტომბრის №208/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 31/10/2019; ს/კ: 080090020.18.011.016416) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მოთხოვნების დარღვევის გამო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საფინანსო სექტორის წარმომადგენლისათვის დაკისრებული სანქციების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე“. 2. ბრძანების პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. დამტკიცდეს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მოთხოვნების დარღვევის გამო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საფინანსო სექტორის წარმომადგენლისათვის დაკისრებული სანქციების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების თანდართული წესი. მუხლი 2. ამ ბრძანების შესაბამისად გამოქვეყნებას ექვემდებარება ამ ბრძანების ამოქმედების შემდეგ საფინანსო სექტორის წარმომადგენლისათვის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მოთხოვნების დარღვევის გამო გამოყენებული სანქციები.“. 3. ბრძანებით დამტკიცებული წესის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მოთხოვნების დარღვევის გამო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საფინანსო სექტორის წარმომადგენლისათვის დაკისრებული სანქციების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების წესი“. ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. ამ წესით განისაზღვრება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საფინანსო სექტორის წარმომადგენლისათვის დაკისრებული სანქციების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების წესი. 2. ამ წესის მიზანია ხელი შეუწყოს საფინანსო სექტორში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის კუთხით საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის პრევენციას და საფინანსო სექტორში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობას.“. გ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის და ამ კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) სამართლებრივი აქტების/წერილობითი მითითებების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი, საფინანსო სექტორის წარმომადგენლის მიმართ გამოყენებულ სანქციას (შემდგომში – სანქცია), თავის ოფიციალურ ვებგვერდზე, აქვეყნებს შემდეგ შემთხვევებში: ა) გასულია გამოყენებული სანქციის გასაჩივრების ვადა და ამ ვადაში სანქცირებულ პირს არ განუხორციელებია სანქციის გამოყენების თაობაზე ეროვნული ბანკის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება – ასეთი ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა; ბ) საფინანსო სექტორის წარმომადგენლის მიერ მის მიმართ სანქციის გამოყენების თაობაზე ეროვნული ბანკის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისას სასამართლო დავის ეროვნული ბანკის სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაში – სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები