დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 18 სექტემბრის №206/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 95/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 14/07/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/07/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300050000.18.011.016573 |
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 18 სექტემბრის №206/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 19/09/2018; ს/კ: 300050000.18.011.016336) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის: ა) მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) რეესტრის წარმოება წინამდებარე წესის, ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი კანონმდებლობის, ასევე ემიტენტთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების სრული დაცვით;“. ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. ლიცენზირებულმა რეგისტრატორმა რეესტრის წარმოება უნდა უზრუნველყოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად.“. 2. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. „ლიცენზირებული რეგისტრატორი ვალდებულია საქმიანობა წარმართოს, მათ შორის, პირის მიმართ პრევენციული ღონისძიებები განახორციელოს და ინფორმაცია აღრიცხოს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით და მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.“. 3. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში ლიცენზირებული რეგისტრატორი ვალდებულია ნომინალურ მფლობელებს მოსთხოვოს მის ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებული მესაკუთრის ან ნომინალური მფლობელის ვინაობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში ნომინალური მფლობელი ვალდებულია რეგისტრატორს არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა წარუდგინოს მის სუბრეესტრში აღრიცხულ რეგისტრირებულ მფლობელთა სია (მათ შორის, ინფორმაცია ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ), მათი ვინაობის, საკონტაქტო ინფორმაციისა და მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობისა და კლასის მითითებით.“. 4. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უჩვეულო გარიგების შესწავლის ან/და საეჭვო გარიგების გამოვლენის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების, აგრეთვე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის ანგარიშგების ან სხვა ინფორმაციის (დოკუმენტის) წარდგენის ან/და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წერილობითი მითითებით ანგარიშის ბლოკირების შემთხვევაში, რეგისტრატორს, რეგისტრატორის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს (როგორც განსაზღვრული, ისე განუსაზღვრელი ვადით მომუშავე თანამშრომლებს) არა აქვთ უფლება შეატყობინონ შესაბამისი გარიგების მონაწილე პირებს და სხვა პირებს ინფორმაცია გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები