დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ელექტრონული ხელმოწერის დანერგვის მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 თებერვლის №18/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 93/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 14/07/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/07/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220010000.18.011.016575 |
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ელექტრონული ხელმოწერის დანერგვის მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 თებერვლის №18/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 23/02/2016; ს/კ: 220010000.18.011.016188) დამტკიცებულ „ელექტრონული ხელმოწერის დანერგვის მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოში – დანართ №1-ში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) „იდენტიფიცირება“ – ელექტრონული ხელმოწერის მეშვეობით ხელმომწერის იდენტურობის დადგენა, რაც უკავშირდება ელექტრონულ ხელმოწერაში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პერსონალური მონაცემის მონაწილეობას. აღნიშნული არ გულისხმობს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ იდენტიფიცირებას;“. 2. მე-7 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. კომერციულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს მომხმარებლის იდენტიფიკაციის, მონაცემების ავთენტიფიკაციისა და ხელმოწერის (eIAS) სანდო და დაცულ გარემოში შესრულება. ამავდროულად, დაცული უნდა იქნეს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების მოთხოვნები.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები