„კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 იანვრის №1/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 97/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 14/07/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 220010040.18.011.016577
97/04
14/07/2021
ვებგვერდი, 15/07/2021
220010040.18.011.016577
„კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 იანვრის №1/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №97/04

2021 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

„კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 იანვრის №1/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 იანვრის №1/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 08/01/2018; ს/კ: 220010040.18.011.016268) დამტკიცებული წესის მე-4 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სალაროში ნაღდი ფულის და სხვა ფასეულობის მიღება-გაცემისას გამოყენებული დოკუმენტები (შემოსავალ-გასავლის საბუთები და სხვა) უნდა იძლეოდეს მომსახურე ბანკის, კოდის, ანგარიშის ნომრების, მიღებული და გაცემული თანხის (ციფრებით და სიტყვებით) ან სხვა ფასეულობის (აღწერილობით), ოპერაციის დანიშნულების და თარიღის დადგენის საშუალებას. აღნიშნული ოპერაცია უნდა განხორციელდეს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის და მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

2. ვალუტის ყიდვა-გაყიდვის დოკუმენტი უნდა შეიცავდეს მომსახურე ბანკის დასახელებას, გაყიდული ან შეძენილი ვალუტის დასახელებას, ოდენობას (სიტყვებით და ციფრებით), თარიღს და ოპერაცია უნდა განხორციელდეს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“  საქართველოს კანონის და მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი  მოთხოვნების შესაბამისად.“.

2. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იმ შემთხვევაში, თუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის შესრულებისას „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“   საქართველოს კანონის შესაბამისად, კლიენტის იდენტიფიკაცია სავალდებულო არაა, კონვერტაციის ოპერაციები შესაძლებელია აღირიცხოს რეესტრში, ცალ-ცალკე ოპერაციების მიხედვით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე