„ტექნიკური რეგლამენტის − ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №349 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის − ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №349 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 341
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/07/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/07/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 03/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.022897
341
13/07/2021
ვებგვერდი, 14/07/2021
300160070.10.003.022897
„ტექნიკური რეგლამენტის − ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №349 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №341

2021 წლის 13 ივლისი

   ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის − ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №349 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის – ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №349 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/07/2015, 300160070.10.003.018734) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:

1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4.   მენეჯმენტის გეგმის მოქმედების პერიოდი

მენეჯმენტის გეგმა ძალაშია მისი დამტკიცებიდან მომდევნო 6 წლის განმავლობაში, გარდა მენეჯმენტის გეგმის 37-ე, 39-ე, მე-40 და 41-ე მუხლებისა და მე-2 და მე-5 დანართებისა, რომლებიც ძალაშია ახალი მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე.“.

2.  მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირადი მოხმარების მიზნით, ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების 89-ე მუხლით განსაზღვრული სოციალური დანიშნულების ჭრის შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობა (არსებული რესურსის გათვალისწინებით, გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა 5მ​3-მდე საშეშე მერქანი), ძოვება (ტყით დაუფარავ ფართობებზე), საფუტკრეების მოწყობა, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა,  აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა;“.

3. 41-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, 42-ე მუხლის დებულებებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების 89-ე მუხლით განსაზღვრული სოციალური დანიშნულების ჭრის (უპირატესად მოთხრილ-მოტეხილი და ზეხმელი) შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობა (არსებული რესურსის გათვალისწინებით, გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა არაუმეტეს 5მ​3 საშეშე მერქნისა), ძოვება (ალპურ საძოვრებზე და ტყით დაუფარავ ფართობში), პირადი მოხმარების მიზნით, ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა, ველური ხილის სახეობის ნაყოფის მოხმარება, საპატრულო ცხენების ძოვება (ტყით დაუფარავ ფართობში), თიბვა, საფუტკრეების მოწყობა, სოკოსა და ხილ-კენკრის შეგროვება. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა,  აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა;“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მკაცრი კონტროლის პირობებში განახლებადი ბუნებრივი რესურსების მოხმარების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ძირითადი მიზნების განხორციელებისათვის აუცილებელი ხელის შემწყობი პირობები. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების 89-ე მუხლით განსაზღვრული სოციალური დანიშნულების ჭრის ჩატარებისას უპირატესად უნდა გაიცეს მოთხრილ-მოტეხილი, დაავადებული და ზეხმელი ხეები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი