„ტექნიკური რეგლამენტის – მაჭახელას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 ივნისის №332 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის – მაჭახელას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 ივნისის №332 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 342
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/07/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 330090000.10.003.022899
342
13/07/2021
ვებგვერდი, 14/07/2021
330090000.10.003.022899
„ტექნიკური რეგლამენტის – მაჭახელას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 ივნისის №332 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №342

2021 წლის 13 ივლისი

   ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის – მაჭახელას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 ივნისის №332 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის – მაჭახელას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 ივნისის №332 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/06/2018, 330090000.10.003.020647) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მაჭახელას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე სამართლებრივი ურთიერთობები რეგულირდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით, „მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ტყის კოდექსით, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონით, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულებით.“.

2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6.   მენეჯმენტის გეგმის მოქმედების პერიოდი

მენეჯმენტის გეგმა ძალაშია მისი დამტკიცებიდან მომდევნო 6 წლის განმავლობაში, გარდა მენეჯმენტის გეგმის მე-40 – 42-ე მუხლებისა და მე-9 და მე-10 დანართებისა, რომლებიც ძალაშია ახალი მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე.“.

3. 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირადი მოხმარების მიზნით, ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობისა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობისა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობისა, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების 89-ე მუხლით განსაზღვრული სოციალური დანიშნულების ჭრის შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობისა (არსებული რესურსის გათვალისწინებით, გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა 10 მ3-მდე (საშეშე მერქანი)), ძოვებისა, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისა;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი