„ტექნიკური რეგლამენტის – მტირალას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 აგვისტოს №413 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის – მტირალას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 აგვისტოს №413 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 343
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/07/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/07/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 05/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.022901
343
13/07/2021
ვებგვერდი, 14/07/2021
300160070.10.003.022901
„ტექნიკური რეგლამენტის – მტირალას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 აგვისტოს №413 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №343

2021 წლის 13 ივლისი

   ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის – მტირალას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 აგვისტოს №413 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის – მტირალას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 აგვისტოს №413 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 06/08/2015, 300160070.10.003.018799) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:

1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4.   მენეჯმენტის გეგმის მოქმედების პერიოდი

მენეჯმენტის გეგმა ძალაშია მისი დამტკიცებიდან მომდევნო 6 წლის განმავლობაში, გარდა მენეჯმენტის გეგმის 30-ე და 31-ე მუხლებისა და მე-2 და მე-5 დანართებისა, რომლებიც ძალაშია ახალი მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე.“.

2.  31-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირადი მოხმარების მიზნით, ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობისა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობისა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობისა, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების 89-ე მუხლით განსაზღვრული სოციალური დანიშნულების ჭრის შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობისა (არსებული რესურსის გათვალისწინებით, გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა 10 მ​3-მდე საშეშე მერქანი), ძოვებისა და თიბვისა (ტყით დაუფარავ ფართობებზე), საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისა,  აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობისა;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი