დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტის – კოლხეთის ეროვნული პარკისა და კაცობურის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 დეკემბრის №601 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 349 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/07/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/07/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.022904 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის – კოლხეთის ეროვნული პარკისა და კაცობურის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 დეკემბრის №601 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/12/2019, 300160070.10.003.021621) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:
1. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. მენეჯმენტის გეგმის მოქმედების პერიოდი მენეჯმენტის გეგმა ძალაშია მისი დამტკიცებიდან მომდევნო 9 წლის განმავლობაში, გარდა მენეჯმენტის გეგმის 42-ე, 44-ე და 45-ე მუხლებისა და მე-2 და მე-11 დანართებისა, რომლებიც ძალაშია ახალი მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე.“. 2. 44-ე მუხლის „გ.ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ჟ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობისა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობისა, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების 89-ე მუხლით განსაზღვრული სოციალური დანიშნულების ჭრის შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობისა (არსებული რესურსის გათვალისწინებით, გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა 7მ3-მდე საშეშე მერქანი), ძოვებისა/თიბვისა (ტყით დაუფარავ ფართობებზე), საქონლის სატრანზიტო გადარეკვისა, თევზჭერისა (გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ 11-ის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე, სადაც დაშვებულია მხოლოდ სპორტული და სამოყვარულო თევზჭერა), საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობისა.“. 3. 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების 89-ე მუხლით განსაზღვრული სოციალური დანიშნულებისა და სხვა ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობა (არსებული რესურსის გათვალისწინებით, გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა 5მ3-მდე საშეშე მერქანი), ძოვება/თიბვა (ტყით დაუფარავ ფართობებზე), საქონლის სატრანზიტო გადარეკვა, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები