„ტექნიკური რეგლამენტების: „მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „გარდაბნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ჭაჭუნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყორუღის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ივრის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „თეთრობის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესისა“ და „თუშეთის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 იანვრის №84 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 350
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/07/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.022906
350
13/07/2021
ვებგვერდი, 15/07/2021
300160070.10.003.022906
„ტექნიკური რეგლამენტების: „მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „გარდაბნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ჭაჭუნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყორუღის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ივრის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „თეთრობის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესისა“ და „თუშეთის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 იანვრის №84 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №350

2021 წლის 13 ივლისი

ქ. თბილისი

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტების: „მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „გარდაბნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ჭაჭუნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყორუღის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ივრის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „თეთრობის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესისა“ და „თუშეთის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 იანვრის №84 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/01/2014, 300160070.10.003.017703) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:

1. „ტექნიკური რეგლამენტის – ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ (დანართი 6) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობისა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობისა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობისა, ველური ხილის სახეობის მერქნიანი მცენარეების მყნობისა, ძოვებისა (ტყით დაუფარავ ფართობში), თიბვისა, საფუტკრეების მოწყობისა, სოკოსა და ხილ-კენკრის შეგროვებისა, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისა,  აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობისა;“.

2.  „ტექნიკური რეგლამენტის – გარდაბნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ (დანართი 7):

ა) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისა,  აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობისა.“;

ბ) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) გარდაბნის აღკვეთილის მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არამერქნული რესურსებით სარგებლობისა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობისა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობისა, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების 89-ე მუხლით განსაზღვრული სოციალური დანიშნულების ჭრის შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობისა (არსებული რესურსის გათვალისწინებით, გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა არაუმეტეს 5 მ3 საშეშე მერქნისა), ძოვებისა (ტყით დაუფარავ ფართობში), საქონლის სატრანზიტო გადარეკვისა იმ შემთხვევაში, თუ საქონლის გადარეკვა სხვა მხრიდან შეუძლებელია; ცხოველთა სამყაროსათვის დამატებითი საკვების შექმნის მიზნით, ხვნა-თესვისა და საკვებური მოედნების მოწყობისა, თიბვისა, საფუტკრეების მოწყობისა, სოკოს, ხილ-კენკრის შეგროვებისა, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისა,  აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობისა.“.

3. „ტექნიკური რეგლამენტის – ჭაჭუნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ (დანართი 11) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) ჭაჭუნის აღკვეთილის მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა, ძოვება (ტყით დაუფარავ ფართობში), საქონლის სატრანზიტო გადარეკვა იმ შემთხვევაში, თუ საქონლის გადარეკვა სხვა მხრიდან შეუძლებელია; ცხოველთა სამყაროსათვის დამატებითი საკვების შექმნის მიზნით, ხვნა-თესვა და საკვებური მოედნების მოწყობა, თიბვა, სოკოს, ხილ-კენკრის შეგროვება, საფუტკრეების მოწყობა,  საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა,  აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა.“.

4. „ტექნიკური რეგლამენტის – ყორუღის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ (დანართი 12) მე-7 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) ყორუღის აღკვეთილის მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების 89-ე მუხლით განსაზღვრული სოციალური დანიშნულების ჭრის შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობა (არსებული რესურსის გათვალისწინებით, გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა არაუმეტეს 5 მ​​3 საშეშე მერქნისა), ძოვება (ტყით დაუფარავ ფართობში), საქონლის სატრანზიტო გადარეკვა იმ შემთხვევაში, თუ საქონლის გადარეკვა სხვა მხრიდან შეუძლებელია; ცხოველთა სამყაროსათვის დამატებითი საკვების შექმნის მიზნით, ხვნა-თესვა და საკვებური მოედნის მოწყობა, თიბვა, საფუტკრეების მოწყობა, სოკოს, ხილ-კენკრის შეგროვება, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა,  აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მკაცრი კონტროლის პირობებში განახლებადი ბუნებრივი რესურსების მოხმარების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყორუღის აღკვეთილის ძირითადი მიზნების განხორციელებისათვის აუცილებელი ხელშემწყობი პირობები. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების 89-ე მუხლით განსაზღვრული სოციალური დანიშნულების ჭრის ჩატარებისას უპირატესად უნდა გაიცეს მოთხრილ-მოტეხილი, დაავადებული და ზეხმელი ხეები.“.

5. „ტექნიკური რეგლამენტის – ივრის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ (დანართი 13) მე-7 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) ივრის აღკვეთილის მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების 89-ე მუხლით განსაზღვრული სოციალური დანიშნულების ჭრის შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობა (არსებული რესურსის გათვალისწინებით, გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა არაუმეტეს 5 მ3 საშეშე მერქნისა), ძოვება (ტყით დაუფარავ ფართობში), საქონლის სატრანზიტო გადარეკვა იმ შემთხვევაში, თუ საქონლის გადარეკვა სხვა მხრიდან შეუძლებელია; ცხოველთა სამყაროსათვის დამატებითი საკვების შექმნის მიზნით, ხვნა-თესვა და საკვებური მოედნის მოწყობა, თიბვა, საფუტკრეების მოწყობა, სოკოს, ხილ-კენკრის შეგროვება, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა,  აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა;“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მკაცრი კონტროლის პირობებში განახლებადი ბუნებრივი რესურსების მოხმარების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ივრის აღკვეთილის ძირითადი მიზნების განხორციელებისათვის აუცილებელი ხელშემწყობი პირობები. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების 89-ე მუხლით განსაზღვრული სოციალური დანიშნულების ჭრის ჩატარებისას უპირატესად უნდა გაიცეს მოთხრილ-მოტეხილი, დაავადებული და ზეხმელი ხეები.“.

6. „ტექნიკური რეგლამენტის – ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ (დანართი 15) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, საპატრულო ცხენების ძოვება (ტყით დაუფარავ ფართობში), საფუტკრეების მოწყობა, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა;“.

7.  „ტექნიკური რეგლამენტის – ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ (დანართი 18) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) ხანძრებისგან, ჩახერგილობისა და მავნებელ-დაავადებათაგან დაცვის მიზნით, ტყის ჩახერგილობისგან გაწმენდისა. დაცვის მიზნით გამოსატანი ხე-ტყის ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილის საზღვართან არსებულ დასახლებულ პუნქტებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისათვის საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების 89-ე მუხლით განსაზღვრული სოციალური დანიშნულების ჭრის წესებით განსაზღვრული მოთხოვნების ფარგლებში გაცემისა;“;

ბ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისა;“.

8. „ტექნიკური რეგლამენტის – ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ (დანართი 19):

ა) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა.ა) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობისა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობისა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობისა, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების 89-ე მუხლით განსაზღვრული სოციალური დანიშნულების ჭრის შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობისა (არსებული რესურსის გათვალისწინებით გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა 15 მ​3-მდე საშეშე მერქანი), ძოვებისა, თიბვისა, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისა;“;

ა.ბ) „ნ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ)  მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობისა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობისა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობისა, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების 89-ე მუხლით განსაზღვრული სოციალური დანიშნულების ჭრის შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობისა (არსებული რესურსის გათვალისწინებით, გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა 15 მ3-მდე საშეშე მერქანი), ძოვებისა, თიბვისა,  საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისა;“.

9.  „ტექნიკური რეგლამენტის – ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ (დანართი 21):

ა) მე-6 მუხლის:

ა.ა) მე-6 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონსტრუქციისათვის (რეაბილიტაციისათვის), არქეოლოგიური სამუშაოების, არქეოლოგიური დაზვერვის, არქეოლოგიური გათხრების წარმოებისათვის, ასევე მიმდებარე სოფლების მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების მიზნით, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა, ასევე 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილების მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული არსებული ობიექტების რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის, დემონტაჟის მიზნით განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა;“;

ა.ბ) მე-8 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის მიერ პირადი მოხმარების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ლიმიტირებულად ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობისა, სოკოსა და ხილ-კენკრის შეგროვებისა, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული არსებული ობიექტების რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის, დემონტაჟის, ასევე მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისა;“;

ა.გ) მე-12 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობისა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობისა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობისა, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების 89-ე მუხლით განსაზღვრული სოციალური დანიშნულების ჭრის შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობისა (არსებული რესურსის გათვალისწინებით, გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა 10 მ​3-მდე საშეშე მერქანი), ძოვებისა (ტყით დაუფარავ ფართობებზე), თიბვისა,  საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისა;“;

ბ) მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობისა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობისა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობისა, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების 89-ე მუხლით განსაზღვრული სოციალური დანიშნულების ჭრის შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობისა (არსებული რესურსის გათვალისწინებით, გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა 10 მ3-მდე საშეშე მერქანი), ძოვებისა (ტყით დაუფარავ ფართობებზე), საფუტკრეების მოწყობისა, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისა;“.

10.  „ტექნიკური რეგლამენტის – ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ (დანართი 22) მე-6 მუხლის მე-12 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირადი მოხმარების მიზნით, ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების 89-ე მუხლით განსაზღვრული სოციალური დანიშნულების ჭრის შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობა (არსებული რესურსის გათვალისწინებით, გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა 5 მ​3-მდე საშეშე მერქანი), ძოვება (ტყით დაუფარავ ფართობებზე), საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა;“.

11. „ტექნიკური რეგლამენტის – თუშეთის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ (დანართი 23) მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ.მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.მ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირადი მოხმარების მიზნით, ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობისა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობის, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობისა, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების 89-ე მუხლით განსაზღვრული სოციალური დანიშნულების ჭრის შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობისა (არსებული რესურსის გათვალისწინებით, გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა 12 მ3-მდე საშეშე მერქანი), ძოვებისა (ტყით დაუფარავ ფართობებზე), საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისა;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი