„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 352
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/07/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/07/2021
ძალაში შესვლის თარიღი 30/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 300310000.10.003.022907
352
13/07/2021
ვებგვერდი, 14/07/2021
300310000.10.003.022907
„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №352

2021 წლის 13 ივლისი

ქ. თბილისი

 

„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/05/2019, 300310000.10.003.021272) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესსა და პირობებში“:

1. დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 მუხლი:

„მუხლი 161.  ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები

1. შენობის ახალი მშენებლობისას, ასევე არსებული შენობის მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციის შემთხვევაში, არქიტექტურული პროექტი და კონსტრუქციული სქემა/პროექტი უნდა ითვალისწინებდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების“ მოთხოვნებს.

შენიშვნა: მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია განმარტებული უნდა იქნეს „შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  დადგენილების შესაბამისად.

2. არქიტექტურულ პროექტს და კონსტრუქციულ სქემას/პროექტს თან უნდა დაერთოს საექსპერტო დასკვნა არქიტექტურული პროექტისა და კონსტრუქციული სქემის/პროექტის „შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  დადგენილებასთან შესაბამისობის თაობაზე. ექსპერტის მიმართ მოთხოვნები განისაზღვრება „შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  დადგენილებით.

3. . ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შენობებზე.

4. ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ამ მოთხოვნების გამოყენება შენობის ექსპლუატაციის პერიოდში ხარჯეფექტური არ იქნება. ხარჯეფექტურობის გამოთვლა ხორციელდება „შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების ხარჯოპტიმალური დონეების გამოთვლის შედარებითი მეთოდოლოგიით“, რომელიც მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

5. ამ მუხლის მე-3 ან/და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა წარედგინოს შესაბამისი დასაბუთება.“.

2. 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. 50 მ2 ან მეტი სასარგებლო ფართობის მქონე I კლასის შენობის ახალი მშენებლობისას ან მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციისას, თუ შენობა არ ექცევა 161 მუხლის მე-3 ან/და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ გამონაკლისებში, მშენებლობის მარტივ შეტყობინებას არქიტექტურული ესკიზის ნაცვლად უნდა დაერთოს არქიტექტურული პროექტი და კონსტრუქციული სქემა/პროექტი. ასეთ შემთხვევაში, დაცული უნდა იყოს დადგენილების 161 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები. თუ I კლასის შენობის სასარგებლო ფართობი აღემატება 50 მ2-ს და შენობა ამავდროულად  ექცევა 161 მუხლის მე-3 ან/და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ გამონაკლისებში, მაშინ მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა წარედგინოს შესაბამისი დასაბუთება.

შენიშვნა: სასარგებლო ფართობი განმარტებული უნდა იქნეს „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება 2022 წლის 30 ივნისამდე შეტანილ სანებართვო განაცხადებზე.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 30 ივნისიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი