„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 22318
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 09/07/2021
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016631
22318
09/07/2021
ვებგვერდი, 14/07/2021
000000000.00.00.016631
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

 ბრძანება №22318

2021 წლის 9 ივლისი

ქ. თბილისი

 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების  სამსახურის სტრუქტურული  ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2011 წლის  23 მაისის  №303  ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,   ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების  სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის    დებულების“ (დანართი №8):

ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „პ3“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ4“ ქვეპუნქტი:

„პ4) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1291 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ოპერაციების შეფასების ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით სამსახურში შემოსული დოკუმენტების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ორგანიზებას;“;

ბ) 92 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ და „ე2“ ქვეპუნქტები:

„ე1) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1291 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ოპერაციების შეფასების ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით სამსახურში შემოსული დოკუმენტების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

2) ოპერაციების შეფასების ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების აქტის პროექტის მომზადება;“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი  ლევან კაკავა