დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 მარტის №05/49 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 05/02 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/07/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/07/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.088.016002 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 მარტის №05/49 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 მარტის №05/49 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 20/03/2015, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.054.016174) და ბრძანების:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“; ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის“ დებულება.“; გ) პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის“ დებულება“; დ) პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი“ (შემდეგში - ცენტრი) დაფუძნებულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის №697 დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად და წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 27 აპრილის №259 ბრძანებულებით შექმნილი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის“ უფლებამონაცვლეს და ხალხური შემოქმედების სამეცნიერო-მეთოდური ცენტრის სამართალმემკვიდრეს.“; ე) პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ცენტრის სახელწოდებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი“.“ ვ) პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან (შემდეგში – სამინისტრო) შეთანხმებით შექმნას სტრუქტურული ქვედანაყოფები (ცენტრები) საქართველოში და საზღვარგარეთ;“; ზ) პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ) დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი სამინისტროსთან შეთანხმებით;“ თ) პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ცენტრს მხოლოდ სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა: ა) უძრავი ქონების შეძენა, ცენტრის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) ცენტრის საშტატო ნუსხის, საშტატო განრიგის, სახელფასო ფონდის, პრემიების, ჯილდოებისა და ფინანსური დახმარების, ასევე შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა/გაცემა, კვების ობიექტის მოწყობა; ე) სხვა გადაწყვეტილებათა მიღება ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, რომელიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.“; ი) პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. აღმასრულებელ დირექტორს სამეთვალყურეო საბჭოს წარდგინებით ან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი (შემდეგში – მინისტრი), რომელიც უფლებამოსილია: ა) დანიშნოს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ წარდგენილი აღმასრულებელი დირექტორის კანდიდატი; ბ) მოსთხოვოს სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი დირექტორის ახალი კანდიდატურის წარდგენა; გ) აღმასრულებელი დირექტორი დანიშნოს საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად.“; კ) პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად წარმართავს შრომით ურთიერთობებს. უფლებამოსილია საფინანსო რესურსების არსებობის შემთხვევაში დანიშნოს ხელფასების დანამატები და სამინისტროსთან შეთანხმებით გასცეს პრემიები, ჯილდოები და ფინანსური დახმარება;“; ლ) პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, ასევე ცენტრის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ;“; მ) პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) ვალდებულია სამინისტროს აცნობოს მისი არყოფნის პერიოდში აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის შესახებ;“; ნ) პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს მინისტრი.“; ო) პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) განიხილავს ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ საჩივრებს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციით მიმართავს სამინისტროს.“; პ) პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში არის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები