დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის პოლიციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 190/5 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/07/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/07/2021 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 05/07/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016646 |
|
ურთიერთგაგების მემორანდუმი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის პოლიციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ |
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და არაბთა გაერთიანებული საემიროების შინაგან საქმეთა სამინისტრო, შემდგომში წოდებულნი როგორც „მხარეები“;
სურთ რა, განავითარონ მათ შორის მეგობრობა და თანამშრომლური კავშირები და ხელი შეუწყონ უსაფრთხოების შენარჩუნებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში მათი თანამშრომლობის გაძლიერებას;
აცნობიერებენ რა ორგანიზებული დანაშაულისა და სხვა ფორმის დანაშაულების საფრთხეს, რომელიც საფრთხეს უქმნის ორივე ქვეყნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას;
ითვალისწინებენ რა მათ სახელმწიფოებში მოქმედ შესაბამის შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას და მათი საერთაშორისო ვალდებულებების სათანადო პატივისცემას;
ხელმძღვანელობენ რა თანასწორობის, ნაცვალგებისა და ურთიერთთანამშრომლობის პრინციპებით;
შეთანხმდნენ შემდეგზე:
|
მუხლი 1
მიზანი წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი (შემდგომში წოდებული როგორც „მემორანდუმი“) მიზნად ისახავს მხარეთა კომპეტენციების ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას, ხელშეწყობასა და გაძლიერებას. განსაკუთრებით, ყურადღება ეთმობა პოლიციის სფეროში თანამშრომლობას, გამოცდილების გაცვლასა და საპოლიციო საქმიანობის სფეროებში შესაძლებლობების განვითარებას. მუხლი 2 თანამშრომლობის ფარგლები მხარეები, მოქმედებენ რა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მათ სახელმწიფოებში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების თანახმად, ითანამშრომლებენ წინამდებარე მემორანდუმის დებულებების შესაბამისად. მუხლი 3 თანამშრომლობის სფეროები ყველა ფორმის დანაშაულის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით მხარეები ითანამშრომლებენ ინფორმაციის გაცვლაში, განსაკუთრებით კი შემდეგი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში: a. ადამიანისა და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული მძიმე დანაშაული; b. ორგანიზებული დანაშაულები; c. იარაღის, საბრძოლო მასალების, ფეთქებადი ნივთიერებების და ქიმიური, ბიოლოგიური და სხვა სახიფათო მასალების უკანონო წარმოება, ბრუნვა და ფლობა; d. ადამიანით ვაჭრობა; e. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და მათი პრეკურსორების უკანონო ბრუნვა; f. კიბერდანაშაული; g. ოფიციალური და სამართლებრივი დოკუმენტების გაყალბება; h. კულტურული ნიმუშების გატაცება; i. სატრანსპორტო საშუალებების გატაცება; j. მხარეებს შორის ორმხრივად შეთანხმებული ნებისმიერი სხვა დანაშაული. მუხლი 4 თანამშრომლობის ფორმები 1. წინამდებარე მემორანდუმის განხორციელების მიზნით, მხარეები მათ სახელმწიფოებში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად ითანამშრომლებენ ინფორმაციის გაცვლის მეშვეობით შემდეგ სფეროებში:
2. მხარეთა შორის შესაძლებელია განხორციელდეს თანამშრომლობა სხვა ერთობლივად შეთანხმებული ფორმებით. მუხლი 5 სამომავლო თანამშრომლობა წინამდებარე მემორანდუმი ხელს არ უშლის მხარეებს, განსაზღვრონ და განავითარონ თანამშრომლობის სხვა ფორმები წინამდებარე მემორანდუმის მე-2 მუხლის დებულებების გათვალისწინებით. მუხლი 6 თანამშრომლობის მოთხოვნა 1. წინამდებარე მემორანდუმის დებულებების შესაბამისად, თანამშრომლობა განხორციელდება ერთ–ერთი მხარის მოთხოვნის ან ინიციატივის საფუძველზე.
2. თანამშრომლობის ოფიციალური მოთხოვნა უნდა შედგეს წერილობით, თუმცა გადაუდებელ შემთხვევებში ის შეიძლება გადაიცეს ფაქსით ან ორმხრივად შეთანხმებული კომუნიკაციის ნებისმიერი უსაფრთხო საშუალებით, იმის გათვალისწინებით, რომ ის დადასტურდება ოფიციალური მოთხოვნით 3 დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ გაჩნდება ნებისმიერი ეჭვი მოთხოვნის აუთენტურობასთან ან შინაარსთან დაკავშირებით, შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მისი დამატებითი დადასტურება. 3. თანამშრომლობის ოფიციალური მოთხოვნები უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
4. თანამშრომლობის ოფიციალურ მოთხოვნას ხელი უნდა მოაწეროს და ბეჭედი უნდა დაარტყას მოთხოვნის წარმდგენი ორგანოს უფროსმა ან მისმა მოადგილემ. მუხლი 7 მოთხოვნაზე უარი 1. მოთხოვნის მიმღებმა მხარემ შეიძლება სრულად ან ნაწილობრივ განაცხადოს უარი წინამდებარე მემორანდუმის შესაბამისად წარდგენილი ნებისმიერი მოთხოვნის შესრულებაზე, თუ ასეთი მოთხოვნის შესრულება ზიანს მიაყენებს მისი სახელმწიფოს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგს ან ნებისმიერ სხვა ეროვნულ ინტერესს ან თუ იგი შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ამ სახელმწიფოში მოქმედ შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას ან საერთაშორისო ვალდებულებებს. 2. თანამშრომლობის მოთხოვნაზე შეიძლება ითქვას უარი, თუ ქმედება, რომელთან დაკავშირებითაც გაიგზავნა მოთხოვნა, არ არის დასჯადი მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. მოთხოვნის მიმღებმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს მოთხოვნის წარმდგენ მხარეს უარის მიზეზები. მუხლი 8 მოთხოვნის შესრულება 1. მოთხოვნის მიმღებმა მხარემ უნდა გაატაროს აუცილებელი პროცედურები მოთხოვნის გადაუდებელი და სრული შესრულების უზრუნველსაყოფად. მოთხოვნის წარმდგენ მხარეს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს იმ გარემოებების შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მოთხოვნის შესრულებას ან გამოიწვიოს მისი გაჭიანურება. 2. მოთხოვნის მიმღებმა მხარემ შეიძლება მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, რომელსაც ის ჩათვლის საჭიროდ მოთხოვნის შესასრულებლად. 3. მოთხოვნის მიმღებმა მხარემ, თუ არსებობს ამის მიზეზი, შეიძლება გადადოს მოთხოვნის შესრულება ან განსაზღვროს მისი შესრულების კონკრეტული პირობები. თუ მოთხოვნის წარმდგენი მხარე ეთანხმება ასეთ პირობებს, მან უნდა დაიცვას ისინი. 4. მოთხოვნის მიმღებმა მხარემ მოთხოვნის წარმდგენი მხარის მოთხოვნის შემდეგ უნდა გაატაროს ყველა აუცილებელი პროცედურა, რათა უზრუნველყოს მოთხოვნის, მისი შინაარსისა და მისი დანართების კონფიდენციალურობა, ასევე, განხორციელებულ თანამშრომლობასთან დაკავშირებული ფაქტის კონფიდენციალურობა. თუ შეუძლებელია მოთხოვნის შესრულება კონფიდენციალურობის შენარჩუნების გარეშე, მოთხოვნის მიმღებმა მხარემ უნდა აცნობოს ამის შესახებ მოთხოვნის წარმდგენ მხარეს, რომელიც შემდგომში მიიღებს გადაწყვეტილებას, მისაღებია თუ არა მოთხოვნის შესრულება ასეთი პირობებით. 5. მოთხოვნის მიმღებმა მხარემ შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში უნდა აცნობოს მოთხოვნის წარმდგენ მხარეს მოთხოვნის შესრულების შედეგი. მუხლი 9 მიღებული ინფორმაციისა და დოკუმენტების გამოყენების წესები, პერსონალურ მონაცემთა დაცვა 1. მხარეები არ დართავენ ნებას, წინამდებარე მემორანდუმის შესაბამისად მოპოვებული ნებისმიერი ინფორმაცია ან დოკუმენტი, მათ შორის, პერსონალური მონაცემები გამოყენებულ ან გამჟღავნებულ იქნეს იმ სხვა მიზნებისთვის, რომლებიც არ არის მითითებული მოთხოვნაში, მიმწოდებელი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. 2. ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, რომლებიც მოპოვებულია ერთ-ერთი მხარის მიერ, არ შეიძლება გადაეცეს რომელიმე მესამე მხარეს მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე. 3. გამგზავნმა მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ პერსონალური მონაცემები არის სწორი და განახლებული. თუ გამოვლინდება, რომ გადაცემული მონაცემები არ არის სწორი, გამგზავნმა მხარემ უნდა აცნობოს ამის შესახებ მიმღებ მხარეს. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა, რომ გადაცემული პერსონალური მონაცემები არ არის სწორი ან განახლებული, ან თუ მათი გადაცემა არ იყო ნებადართული, მიმღებმა მხარემ უნდა შეასწოროს და განაახლოს, ან გაანადგუროს ისინი და დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ გამგზავნ მხარეს. 4. მიმღებმა მხარემ უნდა გაანადგუროს მისთვის გადაცემული პერსონალური მონაცემები მაშინვე, როდესაც ის მიზანი, რისთვის გადაცემულ იქნა პერსონალური მონაცემები, არის მიღწეული. 5. მიმღები მხარე პასუხისმგებელია პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოებაზე. მან უნდა მიიღოს სათანადო ზომები, რათა დაცულ იქნეს პერსონალური მონაცემები შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისგან, შეცვლისგან, გამჟღავნებისგან, შეგროვებისგან, უკანონო გამოყენების ნებისმიერი სხვა ფორმისგან და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისგან. მუხლი 10 ხარჯები მოთხოვნის მიმღებმა მხარემ უნდა გაიღოს წინამდებარე მემორანდუმის შესაბამისად თანამშრომლობის მოთხოვნის შესრულების ორდინალური ხარჯები. თუ ამგვარი მოთხოვნის შესრულება მოითხოვს განსაკუთრებულ ხარჯებს, მხარეებმა უნდა გაიარონ კონსულტაცია, რათა დაადგინონ ის პირობები, რომელთა მიხედვითაც შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს მოთხოვნილი თანამშრომლობა. მუხლი 11 ენა წინამდებარე მემორანდუმის შესაბამისად თანამშრომლობის მოთხოვნა შედგენილი იქნება ქართულ და არაბულ ენებზე ინგლისურ თარგმანთან ერთად, ან ინგლისურ ენაზე. მუხლი 12 თანამშრომლობისთვის კომპეტენტური ორგანოები 1. წინამდებარე მემორანდუმის განხორციელების მიზნით, თანამშრომლობა უნდა განხორციელდეს შემდეგი კომპეტენტური ორგანოების მეშვეობით:
2. ზემოაღნიშნული ორგანოების ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ ერთმანეთს დიპლომატიური არხების მეშვეობით. 3. მხარეებმა, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოახდინონ შესაბამისი დანაყოფების იდენტიფიცირება, რათა ჩამოაყალიბონ პირდაპირი საკონტაქტო პუნქტები და საკომუნიკაციო არხები. მუხლი 13 შეხვედრები და კონსულტაციები ორივე მხარის წარმომადგენლებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ გამართონ შეხვედრები და კონსულტაციები წინამდებარე მემორანდუმის განხორციელების თაობაზე. მუხლი 14 დავების მოგვარება ყველა დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მხარეთა შორის წინამდებარე მემორანდუმის განმარტებასთან ან განხორციელებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მეგობრულად ორივე მხარეს მიერ კონსულტაციების ან/და მოლაპარაკებების გზით. მუხლი 15 სხვა საერთაშორისო შეთანხმებებთან ურთიერთობა 1. წინამდებარე მემორანდუმი ზიანს არ აყენებს მხარეთა შორის სამართლებრივ და სასამართლო ორგანოებს შორის თანამშრომლობას ექსტრადიციასა და სისხლის სამართლის საკითხებში ურთიერთდახმარებასთან დაკავშირებით. 2. წინამდებარე მემორანდუმი ზიანს არ აყენებს მხარეთა უფლებებს ან ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობს იმ სხვა საერთაშორისო შეთანხმებებიდან, რომელთა მხარეებიც ისინი არიან. მუხლი 16 ძალაში შესვლა, მოქმედების შეწყვეტა და ცვლილებები და დამატებები 1. წინამდებარე მემორანდუმი ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით. 2. წინამდებარე მემორანდუმში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერ დროს მხარეთა ურთიერთშეთანხმებით. ცვლილებები და დამატებები გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტი წარმოადგენს წინამდებარე მემორანდუმის განუყოფელ ნაწილს. 3. წინამდებარე მემორანდუმის მოქმედება შეიძლება შეწყდეს თითოეული მხარის მიერ წერილობითი შეტყობინების გზით. მემორანდუმის მოქმედება შეწყდება მეორე მხარის მიერ დიპლომატიური არხების მეშვეობით წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან 6 თვის გასვლის შემდეგ. თუმცა, დახმარება, რომელიც დაწყებულია, გაგრძელდება და დარეგულირდება ამ მემორანდუმით, მის დასრულებამდე. ამის დასტურად, ქვემორე ხელისმომწერებმა, რომლებიც არიან თავიანთი შესაბამისი სამინისტროების მიერ სათანადოდ უფლებამოსილნი, მოაწერეს ხელი წინამდებარე მემორანდუმს. შესრულებულია დისტანციურად ქ. თბილისში და ქ. აბუ-დაბიში, 2021 წლის 5 ივლისს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, არაბულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები