ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების ფორმებისა და მათი შევსების/დადასტურების წესების დამტკიცების შესახებ

ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების ფორმებისა და მათი შევსების/დადასტურების წესების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 166
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 09/07/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 230020040.22.033.017484
166
09/07/2021
ვებგვერდი, 13/07/2021
230020040.22.033.017484
ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების ფორმებისა და მათი შევსების/დადასტურების წესების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და

მდგრადი განვითარების მინისტრის

ერთობლივი ბრძანება №166 – №1-1/317

2021 წლის 9 ივლისი

ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების ფორმებისა და მათი შევსების/დადასტურების წესების დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 და 25-ე მუხლების, „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის №476 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის 12 მუხლის პირველი პუნქტის,  „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 იანვრის №47 დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-7 მუხლის, „ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №82 დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-7 მუხლის, „აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №84 დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-7 მუხლის, „მანქანა-დანადგარების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №85 დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-7 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებთ:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს:

ა) „სამშენებლო პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ ფორმა და მისი შევსებისა და დადასტურების წესი (დანართი №1);

ბ) „სათამაშოს იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ ფორმა და მისი შევსებისა და დადასტურების წესი (დანართი №2);

გ) „ინდივიდუალური დაცვის საშუალებების იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ ფორმა და მისი შევსებისა და დადასტურების წესი (დანართი №3);

დ) „აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობის იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ ფორმა და მისი შევსებისა და დადასტურების წესი (დანართი №4); 

ე) „მანქანა-დანადგარის იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ ფორმა და მისი შევსებისა და დადასტურების წესი (დანართი №5).

მუხლი 2
1. შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის პროცესში სსიპ – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოსა (შემდგომში – სააგენტო) და სსიპ – შემოსავლების სამსახურს (შემდგომში  შემოსავლების სამსახური) შორის ინფორმაციის გაცვლა ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით.

2. ამ მუხლით დადგენილი წესით სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურს შორის ინფორმაციის გაცვლა ხდება:

ა) სააგენტოს მიერ განსაზღვრული რისკების შესახებ, რომელთა ინტეგრირებაც უნდა მოხდეს მონაცემთა ბაზების მართვის სისტემაში;

ბ) პროდუქტების შესახებ, რომლებზეც შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით არ არის განსაზღვრული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის სასაქონლო კოდი და სავალდებულოა იმპორტის წინასწარი შეტყობინების წარდგენა.

3. ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურს შორის, ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გაცვლა ხდება ელექტრონული ფორმით,  სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურის მიერ წინასწარ განსაზღვრული ელექტრონული ფოსტების საშუალებით. ამ გზით მიღებული ინფორმაცია წარმოადგენს სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ პოზიციებს, რომლებიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შესაბამისი მიზნებისათვის.

4. სააგენტო და შემოსავლების სამსახური ამ მუხლის მიზნებისათვის განსაზღვრავენ პასუხისმგებელ პირებს, რომლებიც უფლებამოსილნი არიან გაცვალონ და შესაბამისად გამოიყენონ ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია.

მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამშენებლო პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ ფორმისა და მისი შევსების/დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 17 ივლისის №224/№1-1/349 ერთობლივი ბრძანება.
მუხლი 4
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ინდივიდუალური დაცვის საშუალებების იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ ფორმისა და მისი შევსებისა და დადასტურების წესისა (დანართი №3), პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობის იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ ფორმისა და მისი შევსებისა და დადასტურების წესისა (დანართი №4) და პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „მანქანა-დანადგარის იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ ფორმისა და მისი შევსებისა და დადასტურების წესისა (დანართი №5), ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ინდივიდუალური დაცვის საშუალებების იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ ფორმა და მისი შევსებისა და დადასტურების წესი (დანართი №3), პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობის იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ ფორმა და მისი შევსებისა და დადასტურების წესი (დანართი №4) და პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „მანქანა-დანადგარის იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ ფორმა და მისი შევსებისა და დადასტურების წესი (დანართი №5) ამოქმედდეს 2021 წლის 1 დეკემბრიდან.


საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავა