საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 728-Vრს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/07/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/07/2021
ძალაში შესვლის თარიღი 28/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250000.04.001.018009
728-Vრს-Xმპ
12/07/2021
ვებგვერდი, 14/07/2021
010250000.04.001.018009
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

 


მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 75-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ე“ ქვეპუნქტი:

„ა.ე) თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულისა და თბილისის რაიონის გამგეობის მიერ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების, აგრეთვე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და გაცნობის წესსა და პირობებს;“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1635 მუხლი:

„მუხლი 1635. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში თბილისის ქონების შეძენის, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან მართვის უფლებით გადაცემის პირობის/პირობების შეცვლის ან გაუქმების, აგრეთვე ამ პირობის/პირობების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული გადაუხდელი/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს პატიების დროებითი წესი

თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში თბილისის ქონების შეძენის, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან მართვის უფლებით გადაცემის პირობის/პირობების (მათ შორის, ფინანსური და საინვესტიციო პირობის/პირობების) შეცვლის ან გაუქმების, აგრეთვე ამ პირობის/პირობების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული გადაუხდელი/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს პატიების შესახებ გადაწყვეტილებას თბილისის საკრებულოს თანხმობით იღებს მთავრობა თბილისის შესაბამისი ქონების შემძენის, სარგებლობის უფლებით მიმღების ან მართვის უფლებით მიმღების მიერ მისთვის დასაბუთებული თხოვნით მიმართვის საფუძველზე, თუ ეს პირობა/პირობები იმ მიწის ნაკვეთზე ან განაშენიანების რეგულირების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის იმ არეალში უნდა შესრულებულიყო, სადაც საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1413 მუხლის ან პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 103მუხლის შესაბამისად ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტია განთავსებული.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

12 ივლისი 2021 წ.

N728-Vრს-Xმპ