“სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2000 წლის 30 აგვისტოს №366 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

  • Word
“სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2000 წლის 30 აგვისტოს №366 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 70
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 12/03/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24, 16/03/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 29/06/2005
სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.11.118.004.691
  • Word
70
12/03/2001
სსმ, 24, 16/03/2001
140.130.000.11.118.004.691
“სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2000 წლის 30 აგვისტოს №366 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.11.118.004.691

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №70

2001 წლის 12 მარტი

ქ. თბილისი

სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის   2000 წლის 30 აგვისტოს №366 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭების, მძღოლის მოწმობის გაცემის წესების შემდგომი სრულყოფის, ამ საქმიანობაში სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის შესრულების მიზნით, ვბრძანებ:

I. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2000 წლის 30 აგვისტოს №366 ბრძანებით დამტკიცებულ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესებში” შეტანილი იქნეს ცვლილებები და დამატებები:

ა) პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. B”, C” და D” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებს ნება ეძლევათ აგრეთვე მართონ ავტომობილი მისაბმელით, რომლის სრული მასა არ აღემატება 750 კგ-ს, ხოლო 750 კგ-ზე მეტი სრული მასის მქონე მისაბმელის, შეპირაპირებული ავტობუსის სამართავად, C” და D” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს უნდა ჰქონდეს მართვის მოწმობაში E” კატეგორიის ნებადამრთველი აღნიშვნა.”;

ბ) მე-2 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სატრანსპორტო საშუალებათა სამართავად ერთიანი ნიმუშის ეროვნული და საერთაშორისო მართვის მოწმობების დამზადებისა და გაცემის წესი”;

გ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში დაემატოს ბოლო აბზაცი:

მძღოლის საერთაშორისო მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში მისი აღდგენა ხორციელდება ამ წესებისა და ვენის კონვენციის “საგზაო მოძრაობის შესახებ” მოთხოვნათა დაცვით.”;

დ) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტში სიტყვების პირები, რომლებსაც სურვილი აქვთ მიიღონ “A”, B”, C”, D”, E” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლებები, ვალდებულნი არიან” შემდეგ დაემატოს სიტყვები: – წარმოადგინონ მოქალაქის ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა (შემდგომში – სამედიცინო ცნობა) და ... შემდეგ კი გაგრძელდეს როგორც ტექსტშია.;

ე) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. მძღოლების პროფესიული მომზადებისა და გადამზადების (კვალიფიკაციის ამაღლება) სასწავლო პროგრამის გავლის დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვლება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული მოწმობები, რომლებიც ვარგისია 10 წლის განმავლობაში, რომლის შინაარსი (რეკვიზიტები) დადგენილია სტანდარტით და წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს.”;

ვ) მე-2 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

11. დამოუკიდებლად მომზადებულ მძღოლ-კანდიდატთა გამოცდებზე დაშვების საკითხს განიხილავს მხოლოდ საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოსა და ამავე სამმართველოს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელობა.

C” კატეგორიაზე გადამზადებული მძღოლები გამოცდებზე დაიშვებიან, თუ მოწმობაში აქვთ B” ან D” კატეგორიის ნებადამრთველი აღნიშვნა.;

ზ) მე-2 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

12. D” კატეგორიაზე გადამზადებული მძღოლები გამოცდებზე დაიშვებიან, თუ მოწმობაში აქვთ B”, C” ან BC” კატეგორიის ნებადამრთველი აღნიშვნა და მძღოლად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი.;

თ) მე-2 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

13. E“ კატეგორიაზე გადამზადებული მძღოლები გამოცდებზე დაიშვებიან, თუ მოწმობაში აქვთ C”, BC”, D”, CD” ან BCD” კატეგორიის ნებადამრთველი აღნიშვნა და 3500 კგ-ზე მეტი სრული მასის მქონე ინდივიდუალურ ან სახელმწიფო ავტოტრანსპორტზე მძღოლად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი.

შენიშვნა:

ა) მე-12 და მე-13 პუნქტებში მითითებულ სტაჟის დამადასტურებელ დოკუმენტად ითვლება ცნობა სამსახურიდან მძღოლად მუშაობის შესახებ ან საკუთარი ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა ან მინდობილობა სარეგისტრაციო მოწმობასთან ერთად;

ბ) C”, D” ან E” კატეგორიაზე გადამზადებული მძღოლები საგამოცდო სამსახურში წარადგენენ სამედიცინო ცნობას” და აბარებენ გამოცდას საგზაო მოძრაობის წესებსა და ავტომანქანის პრაქტიკულ ტარებაში.”;

ი) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) არაფხიზელ, ნარკოტიკულ ან ფსიქოტოქსიკური საშუალების ზემოქმედების ქვეშ ტრანსპორტის მართვის უფლებააკრძალულ პირებს, მძღოლის მოწმობა უბრუნდებათ სამედიცინო ცნობის” წარმოდგენისა და თეორიული გამოცდის ჩაბარების შემდეგ”;

კ) მე-3 მუხლის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების მოსამზადებელი და გადასამზადებელი საგანმანათლებლო დაწესებულებები სწავლების დაწყებიდან არა უგვიანეს 15 დღისა, საგზაო პოლიციის რეგიონალურ საგამოცდო სამსახურებში ჯგუფის რეგისტრაციისათვის წარადგენენ განაცხადს მსმენელთა (მოქალაქეთა) სიებთან ერთად, ხოლო საგზაო პოლიციის რეგიონალური საგამოცდო სამსახურები რეგისტრირებულ სიებს განაცხადის წარდგენიდან არა უგვიანეს 5 დღისა აგზავნიან მას საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს შესაბამის სამსახურში.;

ლ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ” ქვეპუნქტი და შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

გ) სამედიცინო ცნობა;”

შენიშვნა:

კადრის (საკონტრაქტო) სამხედრო სამსახურში მყოფმა სამხედრო მოსამსახურემ უნდა წარადგინოს (მოქალაქის) პირადობის მოწმობა, ხოლო გაწვევით ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფმა მოსამსახურემ სამხედრო ბილეთი, ცნობა სამხედრო ნაწილიდან სამსახურისა და საცხოვრებელი ადგილის ჩვენებით.;

მ) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. მძღოლის მოწმობის მისაღები სამედიცინო ცნობა (ან მისი ასლი), რჩება მასალებში.;

ნ) მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო ცნობას აქვს შეზღუდული ვადა, მძღოლის მოწმობის გრაფაში ძალაშია” კეთდება ჩანაწერი სამედიცინო ცნობა აუცილებელია.;

ო) მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. მესამე კლასის მძღოლ-პროფესიონალებს, რომლებსაც აქვთ 1977 წლის 1 სექტემბრამდე გაცემული მოწმობა (საკვალიფიკაციო ტალონი) პირველი ან მეორე კლასის მძღოლის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ, ძველი მართვის მოწმობა შეეცვლებათ პირველი ან მეორე კლასის შემთხვევაში (პიროვნების სურვილისამებრ) – BCD” ან BCE” ან BCDE” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებით. სამედიცინო ცნობის, თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების შემდეგ.;

პ) მე-6 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. მესამე კლასის მძღოლ-პროფესიონალებს, რომლებსაც აქვთ 1977 წლის 1 სექტემბრის შემდეგ გაცემული პირველი ან მეორე კლასის მოწმობა მძღოლის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ, D” ან E” კატეგორიის აღნიშვნა ხორციელდება საგანმანათლებლო დაწესებულებებში ამ კატეგორიაზე გადამზადების მოწმობის, სამედიცინო ცნობის წარმოდგენის, თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების შემდეგ.;

ჟ) მე-6 მუხლის მე-9 პუნქტის გ” ქვეპუნქტის ბოლო აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საგამოცდო სამსახურის მიერ განადგურებული მოწმობის აღდგენა წარმოებს: მოქალაქის პირადობის მოწმობის, განცხადების, საგამოცდო სამსახურიდან ცნობის წარმოდგენის (რომ მოქალაქეს ნამდვილად გააჩნდა შესაბამისი სერიის და ნომრის მძღოლის მოწმობა), დაწესებული საურავის გადახდის ქვითრის წარმოდგენისა და თეორიული გამოცდის ჩაბარების შემდეგ.;

რ) მე-6 მუხლის მე-10 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს შენიშვნა” და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

10. მძღოლის მოწმობის სიყალბის გამოვლენის მიზნით შემოწმება ხდება ულტრაიისფერი გამოსხივების მქონე ხელსაწყოთი.;

ს) მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) საგამოცდო კომისიის ოქმების ჟურნალი – 5 წელი, ხოლო სასწავლო ორგანიზაციების რეგისტრირებული სასწავლო ჯგუფების სიები და მომართვები – 10 წელი;;

ტ) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) დადებითი შეფასება ჩააბარა” იწერება იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელმა შემოთავაზებული კითხვებიდან ვერ უპასუხა მხოლოდ ერთ შეკითხვაზე. ერთზე მეტი არასწორი პასუხისათვის იწერება შეფასება ვერ ჩააბარა;.

უ) მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. თეორიული გამოცდის ჩაბარების შემდეგ მძღოლობის კანდიდატი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოსაპოვებლად აბარებს გამოცდას პრაქტიკულ ტარებაში შესაბამისი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაზე. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოსაპოვებლად გამოცდის მიღება ქვემოთ ჩამოთვლილ კატეგორიებზე წარმოებს შემდეგნაირად:

ა) B” – ავტომობილებზე, რომელთა სრული მასა არ აღემატება 3500 კგ-ს, დასაჯდომი სავარძლების რაოდენობა მძღოლის სავარძლის გარდა 8-ს;

ბ) C” – 3500 კგ-ზე მეტი სრული მასის მქონე სატვირთო ავტომობილებზე;

გ)D” – ავტომობილებზე, განკუთვნილი მგზავრების გადასაყვანად, რომლებსაც მძღოლის სავარძლის გარდა აქვთ რვაზე მეტი საჯდომი ადგილი.“;

ფ) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. E” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობის მართვის უფლების მოსაპოვებლად, რომელთა საწევარა წარმოადგენს C” ან D” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებას, პრაქტიკული გამოცდის მიღება წარმოებს შემდეგნაირად:

ა) C” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისთვის 750 კგ-ზე მეტი სრული მასის მქონე მისაბმელით ან ნახევარმისაბმელით. მისაბმელს უნდა ჰქონდეს არანაკლებ ორი ღერძი, რომელთა შორის დაშორება 1 მეტრზე მეტია;

ბ) D” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისთვის შეპირაპირებული ავტობუსით, მისაბმელით ან ნახევარმისაბმელით, რომელთა სრული მასა აღემატება 750 კგ-ს.”.

2. საგზაო პოლიციის მთავარმა სამმართველომ უზრუნველყოს წინამდებარე წესების შესწავლა და ჩათვლების მიღება საგზაო პოლიციის რეგიონალურ საგამოცდო სამსახურებში მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

3. ბრძანება ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე.

4. ბრძანება დაიგზავნოს კუთვნილებისამებრ.

კ. თარგამაძე