ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის განვითარების მიზნების შესახებ საგრანტო შეთანხმება (საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის 1. გარე საზიანო გავლენების მიმართ მდგრადობის გაძლიერება; 2. მოქალაქისადმი ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერება დემოკრატიული მიღწევების განსამტკიცებლად; 3. ეკონომიკური ზრდის შედეგად ინკლუზიური, მაღალანაზღაურებადი და მაღალხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობების შექმნა)

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის განვითარების მიზნების შესახებ საგრანტო შეთანხმება (საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის 1. გარე საზიანო გავლენების მიმართ მდგრადობის გაძლიერება; 2. მოქალაქისადმი ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერება დემოკრატიული მიღწევების განსამტკიცებლად; 3. ეკონომიკური ზრდის შედეგად ინკლუზიური, მაღალანაზღაურებადი და მაღალხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობების შექმნა)
დოკუმენტის ნომერი 35-98
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 21/05/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/07/2021
ძალაში შესვლის თარიღი 30/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016645
35-98
21/05/2021
ვებგვერდი, 12/07/2021
480610000.03.030.016645
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის განვითარების მიზნების შესახებ საგრანტო შეთანხმება (საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის 1. გარე საზიანო გავლენების მიმართ მდგრადობის გაძლიერება; 2. მოქალაქისადმი ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერება დემოკრატიული მიღწევების განსამტკიცებლად; 3. ეკონომიკური ზრდის შედეგად ინკლუზიური, მაღალანაზღაურებადი და მაღალხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობების შექმნა)
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის განვითარების მიზნების შესახებ საგრანტო შეთანხმება (საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის 1. გარე საზიანო გავლენების მიმართ მდგრადობის გაძლიერება; 2. მოქალაქისადმი ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერება დემოკრატიული მიღწევების განსამტკიცებლად; 3. ეკონომიკური ზრდის შედეგად ინკლუზიური, მაღალანაზღაურებადი და მაღალხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობების შექმნა)
 
 

 

განვითარების მიზნების შესახებ საგრანტო შეთანხმება  (DOAG)

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID 

საგრანტო შეთანხმება No.  AAG-114-G-21-00001

 განვითარების მიზნების შესახებ საგრანტო შეთანხმება 

ამერიკის შეერთებულ შტატებსა 

და

საქართველოს 

შორის

საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის

1. გარე საზიანო გავლენების მიმართ მდგრადობის გაძლიერება.

2.  მოქალაქისადმი ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერება დემოკრატიული მიღწევების განსამტკიცებლად. 

3.  ეკონომიკური ზრდის შედეგად ინკლუზიური, მაღალანაზღაურებადი და მაღალხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობების შექმნა.


დათარიღებული: 2021 წლის 21 მაისით

ფისკალური მონაცემები:

$3,900,000.00-7220/210306-114-M-GEORGIA-EC-20/21-PS.6-4100100

$4,700,000.00-7220/210306-114-M-GEORGIA-EC-20/21-DR.1-4100100

$13,999,845.00-7220/210306-114-M-GEORGIA-EC-20/21-DR.2-4100100

$300,387.00-7220/210306-114-M-GEORGIA-EC-20/21-DR.3-4100100

$1,450,000.00-7220/210306-114-M-GEORGIA-EC-20/21-DR.4-4100100

$1,100,000.00-7220/210306-114-M-GEORGIA-EC-20/21-DR.6-4100100

$3,000,000.00-7220/210306-114-M-GEORGIA-EC-20/21-ES.1-4100100

$400,155.00-7220/210306-114-M-GEORGIA-EC-20/21-ES.4-4100100

$5,330,000.00-7220/210306-114-M-GEORGIA-EC-GFSI-20/21-EG.3-4100100

$10,232,181.00-7220/210306-114-M-GEORGIA-EC-20/21-EG.5-4100100

$4,527,819.00-7220/210306-114-CV-M-GEORGIA-EC-20/21-EG.5-4100100

$3,220,000.00-7220/210306-114-M-GEORGIA-EC-GFSI-20/21-EG.5-4100100

$4,700,000.00-7220/210306-114-M-GEORGIA-EC-20/21-EG.6-4100100

$3,600,000.00-7220/210306-114-M-GEORGIA-EC-20/21-EG.7-4100100

$800,000.00-7220/210306-114-M-GEORGIA-EC-20/21-EG10-4100100

$999,995.00-7220/210306-114-CV-M-GEORGIA-EC-20/21-EG.10-4100100

$725,000.00-7220/210306-114-M-GEORGIA-EC-20/21-PO.1-4100100

$3,035,000.00-7220/210306-114-M-GEORGIA-EC-20/21-PO.2-4100100

$720,000.00-7220/210306-114-M-GEORGIA-EC-20/21-PO.3-4100100

$25,000.00-7220/210306-114-M-GEORGIA-EC-GFSI-20/21-PO.1-4100100

$165,000.00-7220/210306-114-M-GEORGIA-EC-GFSI-20/21-PO.2-4100100

$30,000.00-7220/210306-114-M-GEORGIA-EC-GFSI-20/21-PO.3-4100100

განვითარების მიზნების  შესახებ საგრანტო შეთანხმება

შინაარსი

მუხლი1:  შეთანხმების მიზანი

მუხლი 2:  განვითარების მიზნები და შედეგები 

პუნქტი 2.1. განვითარების მიზნები.
პუნქტი  2.2.  შედეგები.

პუნქტი  2.3. დანართი 1, განვრცობილი აღწერა.

მუხლი 3: მხარეთა მონაწილეობა.

პუნქტი  3.1. ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) მონაწილეობა.
პუნქტი  3.2. გრანტის მიმღების მონაწილეობა.

პუნქტი 4: დასრულების თარიღი.

პუნქტი 5: თანხის გადახდის წინაპირობები

პუნქტი 5.1. პირველი გადახდა.

პუნქტი 5.2. შეტყობინება.

პუნქტი 5.3. წინაპირობების შესრულების საბოლოო თარიღები

მუხლი 6:  სპეციალური დებულებები.


მუხლი 7:  სხვადასხვა

პუნქტი 7.1. კომუნიკაცია.

პუნქტი 7.2. წარმომადგენლები.

პუნქტი 7.3. სტანდარტული დებულების დანართი.

პუნქტი 7.4. დამატებითი/შემდგომი შეთანხმებები.
პუნქტი 7.5. შეთანხმების ენა

პუნქტი 7.6. მონაწილე მხარეები; ელექტრონული ხელმოწერა.

 

დანართი 1: განვრცობილი აღწერა

დანართი 2: სტანდარტული დებულებები

განვითარების მიზნების შესახებ შეთანხმება

დათარიღებული: 2021 წლის 21 მაისით

ამერიკის შეერთებულ შტატებსა რომელიც მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით (შემდგომში “USAID”)

და 

საქართველოს შორის, რომელიც მოქმედებს ფინანსთა სამინისტროს მეშვეობით (შემდგომში „გრანტის მიმღები “)

მუხლი 1: შეთანხმების მიზანი

განვითარების მიზნის შესახებ შეთანხმების (შემდგომში „შეთანხმება“) მიზანია ასახოს შეთანხმების ზემოაღნიშნულ მხარეთა (შემდგომში, „მხარეები“) ურთიერთთანხმობა საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობის შესახებ ქვემოთ აღწერილი განვითარების მიზნების მიღწევის გზით.

მუხლი 2: განვითარების მიზნები და შედეგები

პუნქტი 2.1. განვითარების მიზნები. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობასთან, კერძო სექტორთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საქართველოს მოსახლეობასთან პარტნიორობას, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს მდგრად განვითარებას შემდგომი განვითარების მიზნების („მიზნები”) საშუალებით:

 

(1) მავნე ზეგავლენისადმი გაზრდილი მედეგობა

 

(2) მოქალაქისადმი ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერება დემოკრატიული მიღწევების განსამტკიცებლად; და

 

(3) ეკონომიკური ზრდის შედეგად შექმნილი ინკლუზიური, მაღალანაზღაურებადი და მაღალხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობები

 

პუნქტი 2.2. შედეგები. აღნიშნული მიზნების შესრულების მიზნით მხარეები თანხმდებიან ითანამშრომლონ, რათა მიაღწიონ შემდეგ შედეგებს: 

          IR 1.1 ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მათ მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა;

IR 1.2 ქვეყნის ეკონომიკაზე მავნე ზეგავლენის შემცირება;

IR 1.3 საკვანძო დაუცველი ინფრასტრუქტურის კიბერუსაფრთხოების გამყარება;

IR 1.4 მიზანმიმართული დეზინფორმაციის ზეგავლენის შემცირება;

IR 2.1 მოქალაქეთა ჩართულობის გააქტიურება;

IR 2.2 მმართველი ინსტიტუტების ანგარიშვალდებულებისა და ხელმისაწვდომობის 

გაზრდა;

IR 2.3 კანონის უზენაესობის გაძლიერება;

IR 3.1 ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის აუცილებელი ეკონომიკური 

რეფორმების განხორციელება; და

IR 3.2 წამყვანი სექტორების გაზრდილი კონკურენტუნარიანობა.

 

პუნქტი 2.1-ით გათვალისწინებული განვითარების მიზნების განსაზღვრების ფარგლებში, წინამდებარე 2.2 პუნქტი შეიძლება შეიცვალოს წინასწარ შეთანხმებული, მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ხელმოწერილი განხორციელების წერილების საფუძველზე, წინამდებარე შეთანხმებაში ოფიციალური ცვლილებების ან რატიფიკაციის საჭიროების გარეშე.  

პუნქტი 2.3. დანართი 1. განვრცობილი აღწერა. თანდართულ დანართ 1-ში ვრცლად არის აღწერილი ზემოაღნიშნული ამოცანები და შედეგები.  2.1 პუნქტით გათვალისწინებული მიზნების განმარტების ფარგლებში, დანართი 1 შეიძლება შეიცვალოს წინასწარ შეთანხმებული, მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ხელმოწერილი განხორციელების წერილების საფუძველზე, წინამდებარე შეთანხმებაში ოფიციალური ცვლილებების ან რატიფიკაციის საჭიროების გარეშე.  

მუხლი 3: მხარეთა მონაწილეობა

პუნქტი 3.1. ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს მონაწილეობა.

(ა) გრანტი. წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული ამოცანის შესრულების ხელშეწყობის მიზნით, 1961 წლის უცხოური დახმარების შესახებ აქტის, მასში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით; და წინამდებარე შეთანხმების პირობების დაცვით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო  გრანტის მიმღებისათვის გამოყოფს თანხას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს სამოცდაექვსი მილიონ, ცხრაასსამოცი ათას სამასოთხმოცდაორ ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) დოლარს ($66 960 382) (შემდგომში „გრანტი“). გრანტი მიზნებზე გადანაწილდება შემდეგნაირად:

 

(1) 14,517,819 მილიონი აშშ დოლარი მიზანი 1 - ისთვის;

(2) 25,880,387 მილიონი აშშ დოლარი მიზანი 2 -ისთვის; და

(3) 26,562,176 მილიონი აშშ დოლარი მიზანი 3 - ისთვის.
 

(ბ) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მონაწილეობის მთლიანი მიახლოებითი თანხა. ამოცანის შესასრულებლად აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მონაწილეობის მთლიანი მიახლოებითი თანხა შეადგენს სამასოცდაათი მილიონ, ხუთასოთხმოცი ათას აშშ დოლარს ($330 580 000), რომელიც გაიცემა ნაწილ-ნაწილ.  თანხა შემდეგნაირად ნაწილდება მიზნებს შორის:

 

(1) 79,442,491 მილიონი აშშ დოლარი  მიზანი 1 - ისთვის;

(2) 124,619,761 მილიონი აშშ დოლარი მიზანი 2 -ისთვის; და

(3) 126,517,748 მილიონი აშშ დოლარი მიზანი 3 - ისთვის. 
 

შემდგომი ნამატი თანხების გაცემა დამოკიდებული იქნება ამ მიზნებისთვის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის გამოყოფილი სახსრების არსებობაზე, რომელთა გაცემაც შეიძლება განხორციელდეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ გრანტის მიმღებისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის შემდეგ („გაზრდილი თანხა“).  შეთანხმების მონაწილე მხარეები თანხმდებიან, რომ მონაწილეობის ყოველი გაზრდილი თანხა, თუ ამგვარი რამ მოხდება, ჯამურად გაზრდის 3.1(ა) პუნქტით განსაზღვრული გრანტის თანხის მთლიან ოდენობას. ამასთან, გრანტის მიმღები თანხმდება, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მონაწილეობის თანხის გაზრდის ყველა შემთხვევა, თუ ამგვარი რამ მოხდება, ცნოს წერილობითი შეტყობინებით აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსადმი.

 

(გ)  იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ეტაპზე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო განსაზღვრავს, რომ 3.1(ა) პუნქტით გათვალისწინებული მისი  მონაწილეობა აღემატება იმ გონივრულ თანხას, რომელიც შეიძლება გამოიყოს შეთანხმებით გათვალისწინებული მიზნების ან შედეგების  მისაღწევად მიმდინარე ან მომდევნო აშშ ფისკალურ წელს, გრანტის მიმღებისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ შეიძლება გაიტანოს ეს ჭარბი თანხა, რითაც შემცირდება 3.1(ა)  პუნქტით განსაზღვრული გრანტის თანხა. ამ ქვეპუნქტის შესაბამისად განხორციელებული ქმედებები არ განაპირობებს 3.1(ბ) პუნქტით გათვალისწინებული აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მონაწილეობის მთლიანი მიახლოებული თანხის გადასინჯვას.

 

პუნქტი 3.2. გრანტის მიმღების მონაწილეობა

 

(ა) გრანტის მიმღები თანხმდება გასცეს ყველა ის თანხა ან უზრუნველყოს ყველა იმ რესურსის მოზიდვა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და სხვა წყაროებიდან უზრუნველყოფილი თანხის დამატებით, რომელიც საჭიროა მიზნების მისაღწევად განსახორციელებელი ღონისძიებებისთვის, საქმიანობების დასრულების თარიღამდე ან ამ თარიღისთვის.

  

(ბ) გრანტის მიმღების მონაწილეობა, არ უნდა იყოს ორმოცდაცხრა მილიონ ორასსამოცდარვა ათას აშშ დოლარის ექვივალენტზე ნაკლები ($49 268 000).  გრანტის მიმღების მონაწილეობა განხორციელების მიზნებზე გადანაწილდება შემდეგნაირად:

 

  1. 7,668,000 აშშ დოლარი მიზანი 1 - სთვის;
  2. 30,098,000 აშშ დოლარი მიზანი 2 - სთვის;
  3. 11,502,000 აშშ დოლარი მიზანი 3 - სთვის.

 

(გ) გრანტის მიმღებმა, ფინანსთა სამინისტროს საშუალებით,  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს უნდა წარუდგინოს პირველი იანვრიდან 31 დეკემბრამდე გრანტის მიმღების მიერ გამოყოფილი მონაწილეობის თანხის წლიური ანგარიში, არა უგვიანეს 30 დღისა კალენდარული წლის დასრულებიდან.  დამატებითი ინფორმაცია თანამონაწილეობის შესახებ აღწერილია ამ შეთანხმების დანართში 1.

 

მუხლი 4: დასრულების თარიღი

 

ა) დასრულების თარიღი, რომელიც არის 2026 წლის 30 სექტემბერი, ან სხვა თარიღი, რომელსაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო წერილობით დაეთანხმება, არის ის თარიღი, როდესაც მხარეთა შეფასებით შეთანხმების მიზნების შესასრულებლად საჭირო ყველა საქმიანობა დასრულდება.

 

(ბ) გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო სხვაგვარად განსაზღვრავს ამას წერილობით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო არ გასცემს, ან არ დაამტკიცებს იმ დოკუმენტაციას, რომლითაც მოხდება საგრანტო თანხის გაცემის ავტორიზაცია იმ მომსახურეობისათვის ან საქონლისათვის, რომელთა მოწოდებაც განხორციელდა საქმიანობების დასრულების თარიღის შემდეგ.

 

(გ) თანხის გადახდის შესახებ მოთხოვნები, რასაც თან უნდა ერთვოდეს განხორციელების წერილებში აღწერილი საჭირო დამხმარე დოკუმენტაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს უნდა გაეგზავნოს საქმიანობების დასრულების თარიღიდან არა უგვიანეს ცხრა (9) თვისა, ან სხვა იმ პერიოდში, რომელზეც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო წერილობით დათანხმდება, რომ მათი წარმოდგენა მოხდეს აღნიშნულ ვადამდე, ან მის შემდგომ. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ შეიძლება წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს გრანტის მიმღებს და შეამციროს საგრანტო თანხა სრულად ან მხოლოდ იმ ოდენობით, რომლის გადახდის შესახებ მოთხოვნა და განხორციელების წერილებით განსაზღვრული თანდართული დამხმარე დოკუმენტაცია არ იქნა წარმოდგენილი ამგვარი პერიოდის გასვლამდე.

 

მუხლი 5: თანხის გადახდის წინაპირობები.

 

პუნქტი 5.1. პირველი გადახდა.  გრანტით გათვალისწინებულ პირველ გადახდამდე, ან აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ იმ დოკუმენტაციის გაცემამდე, რომლის მიხედვითაც განხორციელდება თანხის გადახდა, გრანტის მიმღები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მხარეები სხვაგვარად შეთანხმდებიან წერილობით, ვალდებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია იმ ფორმით და შინაარსით, რომელიც დამაკმაყოფილებელი იქნება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის:

 

ა) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის მისაღებია იუსტიციის სამინისტროს დასკვნა იმის თაობაზე, რომ  (i) წინამდებარე შეთანხმება სათანადოდ იქნა დამტკიცებული, ან რატიფიცირებული, და გაფორმებული გრანტის მიმღების მიერ ან მისი სახელით, (ii) წინამდებარე შეთანხმება არის იურიდიული ძალის მქონე და იურიდიულად სავალდებულოა გრანტის მიმღებისთვის საქართველოს კანონმდებლობის  შესაბამისად, და (iii) წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისთვის საჭირო ყველა ქვეყნის შიდა ღონისძიებისა და დამტკიცების განხორციელება უზრუნველყო გრანტის მიმღებმა ან უზრუნველყოფილ იქნა გრანტის მიმღებისთვის; და

 

(ბ) ხელმოწერილი განცხადება იმ პირის სახელით, რომელიც გრანტის მიმღების დაწესებულებაში იკავებს 7.2. პუნქტში მითითებულ თანამდებობას, ან მოვალეობის შემსრულებელია, და რომელიც სახელისა და თანამდებობის მითითებით დაასახელებს სხვა წარმომადგენლებს, რომლებიც იმოქმედებენ 7.2. პუნქტის შესაბამისად.

 

პუნქტი 5.2.  შეტყობინება. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო დაუყოვნებლივ აცნობებს გრანტის მიმღებს მაშინ, როდესაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო გადაწყვეტს, რომ წინაპირობა დაკმაყოფილდა.

 

პუნქტი 5.3. წინამდებარე პირობების საბოლოო თარიღები.  5.1. პუნქტით განსაზღვრული წინაპირობების შესრულების საბოლოო თარიღი არის 60 დღე წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერის თარიღიდან, ან სხვა მომდევნო თარიღი, რომელზეც შესაძლოა მიღებულ იქნეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წერილობითი თანხმობა ზემოაღნიშნული საბოლოო თარიღის დადგომამდე ან ამ თარიღის შემდეგ. იმ შემთხვევაში თუ 5.1. პუქტში მოცემული წინაპირობები არ დაკმაყოფილდა წინაპირობების შესრულების ზემოაღნიშნულ საბოლოო თარიღამდე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ შეიძლება ნებისმიერ დროს შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმება გრანტის მიმღებისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით.

 

მუხლი 6. სპეციალური დებულებები

 

ა) ნებართვები, ვიზები და სხვა ნებართვები. გრანტის მიმღები, მათ შორის,საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამინისტროები და უწყებები ვალდებულებას იღებს და თანხმდება, რომ უფასოდ და დროულად გასცემს, განაახლებს და/ან ვადას გაუგრძელებს ყველა ოფიციალურ ნებართვას, ვიზას, შეღავათებს და სხვა ნებართვებს (მათ შორის,ყველა იმ ნებართვას, რომელიც შეიძლება პერიოდულად საჭირო იყოს ინფორმაციაზე სრული ხელმისაწვდომობის, პროექტის განხორციელების ადგილებსა და შესაბამის უწყებებში სრული დაშვების უზრუნველყოფისათვის) იმ შესაბამისი პირებისთვის (როგორც ეს განმარტებულია ქვემოთ), რომლებიც წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში ახორციელებენ აშშ-ის საერთშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ საქმიანობებს (ერთობლივად „მოთხოვნილი დოკუმენტები“). ამ დებულების მიზნებისათვის შესაბამის პირებს წარმოადგენენ: (i) ნებისმიერი კონტრაქტორის, გრანტის მიმღების და სხვა ორგანიზაციების თანამშრომლები და კონსულტანტები, რომლებიც ახორციელებენ წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ საქმიანობებს, და (ii) ამ თანამშრომლებისა და კონსულტანტების ოჯახის წევრები. ასევე უფასოდ უნდა განხორციელდეს მოთხოვნილი დოკუმენტების განახლება ან ვადის გაგრძელება, რომელიც მოითხოვება, ან შესაძლოა მოთხოვნილ იქნეს კანონმდებლობით, რათა ზემოაღნიშნულმა თანამშრომლებმა, კონსულტანტებმა და მათი ოჯახის წევრებმა ლეგალურად იცხოვრონ საქართველოში და განახორციელონ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული და დაფინანსებული საქმიანობები.

 

(ბ)  საქართველოს მთავრობის რესურსები. დანართში 2 გათვალისწინებული პირობების შესაბამისად (სტანდარტული დებულებები), პუნქტი ბ.2 (ბ) შესაბამისად, გრანტის მიმღები უზრუნველყოფს  საქართველოს მთავრობის მიერ გამოიყოს საკმარისი და ადეკვატური რესურსები შეთანხმების საფუძველზე დაფინანსებული აქტივობების განსახორციელებლად;  მათ შორის,არსებული აქტივობების განხორციელების მიზნით, მოიაზრება საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი კადრების დაკომპლექტება, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ნებისმიერი აქტივობა ხორციელდება საქართველოს მთავრობის სტრუქტურების მიერ.

 

 (გ)  სახსრების ქვე-ვალდებულებით, ქვეკონტრაქტით გადაცემა და თანხების გადახდა. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული თანხების გადახდასთან დაკავშირებით გრანტის მიმღები თანხმობას გამოთქვამს, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შეეძლება შემდგომი დამტკიცებისა ან შეთანხმების გარეშე ქვედააფინანსოს, გამოუყოს თანხები და გადაუხადოს საგრანტო ფინანსური საშუალებები, რომლებიც ხელმისაწვდომია პუნქტ 3.1.(ა) შესაბამისად, ასეთი კონტრაქტებისა და გრანტების მეშვეობით აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ შერჩეულ პირებს, იმ  პირობით, რომ ასეთი ოპერაციები და გადახდა შესაბამისობაში იქნება დანართში 1 გათვალისწინებულ პირობებთან (განვრცობილი აღწერა).

 

(დ) გადახდის ინფორმაცია. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო კვარტალურად შეატყობინებს გრანტის მიმღებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში პირდაპირი გზით განხორციელებული ყველა გადახდის შესახებ და მიაწოდებს გრანტის მიმღებს ინფორმაციას ასეთი გადახდების რაოდენობასა და მიზნების შესახებ.

 

(ე) კრიზისის მოდიფიკატორი.  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო და გრანტის მიმღები აცნობიერებენ, რომ კრიზისი, როგორც ეს განისაზღვრება არსებულ დოკუმენტში, შესაძლებელია დრო და დრო წარმოიშვას საქართველოში. მხარეები აცნობიერებენ, რომ კრიზისის შემთხვევაში მეტი მოქნილობის უზრუნველყოფის მიზნით, შესაძლებელია კრიზისის დადგომის შემდეგ საჭირო გახდეს შეთანხმებაში აღწერილი აქტივობების ფოკუსის ან მიმართულების შეცვლა იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომლის კრიზისამდე დადგენაც იყო შეუძლებელი. “კრიზისი” ამ შემთხვევაში გულისხმობს ფართომასშტაბიან ან სერიოზულ სამოქალაქო არეულობას, ბუნებრივ ან ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოშობილ სტიქიას, შიდა თუ გარე კონფლიქტს, ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობას. ამ შემთხვევაში, კრიზისში მოიაზრება ისეთი მასშტაბის მოვლენები, რომელიც მოითხოვს დაუყენობლივ რეაგირებას ეკონომიკური და ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი ზარალის თავიდან აცილების მიზნით.

 

იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ დაადგინა, რომ არსებობს „კრიზისი“, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო წერილობით შეატყობინებს გრანტის მიმღებს შეთანხმებისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის შესახებ, ან შეთანხმებაში უკვე არსებული დაფინანსების გადანაწილების შესახებ კრიზისის დაძლევის მიზნით. გრანტის მიმღები თანხმდება, რომ თითოეული ამგვარი კრიზისის დასაძლევად მის მიერ გამოყოფილი თანამონაწილეობა, თუ ასეთი მოხდა, წერილობითი შეტყობინებით აცნობოს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს.

 

გრანტის მიმღები აცნობიერებს, რომ ყველა საგრანტო თანხა გამოყენებულ უნდა იქნეს იმ მიზნებისთვის, რისთვისაც ის მიზანშეწონილად მიიჩნია აშშ-ის კონგრესმა; და რომ კრიზისის შემთხვევაში, მიმდინარე შეთანხმებაში განხორციელებული ზოგიერთი ცვლილება უნდა დამტკიცდეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ვაშინგტონის ოფისის მიერ და განხორციელებამდე ეცნობოს აშშ-ის კონგრესს.

 

მხარეები თანხმდებიან, რომ ამ შეთანხმების ერთ-ერთ მიზანს, რომელიც განსაზღვრულია პუნქტი 2.1-ში, წარმოადგენს კრიზისულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირების შესაძლებლობა. საჭიროების შემთხვევაში, ამ პუნქტის შესაბამისად მოწოდებული ფონდები შესაძლებლია განთავსდეს ცალკე კრიზისის სექციაში დანართი 1-ის ქვეშ, ან სხვა მიზნების ქვეშ.

 

(ვ) გენდერული თანასწორობა. მხარეები თანხმდებიან, რომ ამ შეთანხმებით გათვალისწინებული აქტივობები მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერებას, მათ შორის: (1) საქმიანობა, რომელიც შეამცირებს გენდერულ უთანასწორობას ისეთი საკითხების მიმართ, როგორიცაა - წვდომა რესურსებთან, დოვლათთან, შესაძლებლობებთან და ისეთ სერვისებთან, რომლის შედეგადაც მიიღებენ ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურულ სარგებელს. და (2) ქალთა და გოგონათა შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა მათ ისარგებლონ თავისი უფლებებით, დაისახონ ცხოვრებისეული მიზნები და მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ოჯახში, თემში და საზოგადოებაში.

 

(ზ) გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება.  მხარეები თანხმდებიან დაიცვან შესაბამისი კანონები, სტანდარტები და პრაქტიკა, რომლებიც უზრუნველყოფს გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას და შეძლებისდაგვარად უზრუნველყონ დაინტერესებული მხარეების ფართო ჩართულობა მიმდინარე შეთანხმებით გათვალისწინებული საქმიანობების განხორციელებაში. თუ გავითვალისწინებთ საქართველოს სწრაფვას ევროინტეგრაციისკენ, ნებისმიერი სამუშაო, რომელიც საქართველოს პოლიტიკური (სამართლებრივი) გარემოს გაუმჯობესებაზე იქნება მიმართული, დაეფუძნება რისკების შეფასების და გადაწყვეტილების მიღების მტკიცებულებებზე დაფუძნებულ საუკეთესო პრაქტიკას, მათ შორის, სადაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნება რეგულირების გავლენის შეფასება (RIA) და ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი. მონაწილე მხარეები თანხმდებიან, რომ საქართველოს მთავრობა გამოიყენებს მკაფიო, ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პროცესს, მათ შორის,პოლიტიკის და რეგულაციების ჩამოყალიბების, ასევე შესყიდვების სფეროებში.

 

(თ) კერძო სექტორის ჩართულობა.  მხარეები თანხმდებიან, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული საქმიანობები ხელს შეუწყობს საბაზრო ეკონომიკის მიდგომების განვითარებას, რაც ასევე გულისხმობს კერძო სექტორის როლისა და შესაძლებლობების გამოყენებას მიზნების განსაზღვრის, მათი განხორციელების და შედეგების შენარჩუნების პროცესში.  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს ქვეყნის განვითარებისა და თანამშრომლობის სტრატეგიის (რომელიც მოიცავს პერიოდს 2020 წლის 26 მაისიდან- 2025 წლის 26 მაისამდე) და კერძო სექტორის ჩართულობის პოლიტიკის შესაბამისად,  წინამდებარე შეთანხმებით განხორციელებული აქტიობები მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწევს კერძო სექტორის ჩართულობის კუთხით, მათ შორის,მოიაზრება: 1) მიზნებთან მიმართებაში კერძო სექტორის როლისა და ბაზარზე დაფუძნებული მიდგომების პოტენციალის შეფასება; და (2) საქმიანობებში კერძო სექტორის ჩართვისა და ინვესტირების ხელისშემშლელი ფაქტორების გამოვლენა და აღმოფხვრა.

 

(ი) მდგრადობა. მონაწილე მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ღონისძიებების მიზანს უნდა წარმოადგენდეს მდგრადი განვითარება.  მდგრადობა და მდგრადობასთან დაკავშირებული გეგმები უნდა ჩაიდოს ახალ პროექტებში და გახდეს ყოველი პროექტის დიზაინის ნაწილი, რამდენადაც ეს არის შესაძლებელი. როცა საქართველოს მთავრობის უწყებები იღებენ პირდაპირ სარგებელს ან ჩართულნი არიან შეთანხმებით გათვალისწინებულ აქტიობებში, აღნიშნული ინსტიტუტები ითანამშრომლებენ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან განხორციელებული ინტერვენციების მდგრადობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის,- ურთიერთგაგების მემორანდუმის, შეთანხმების ან სხვა სახის მექანიზმების გაფორმებით, სადაც ცალსახად იქნება აღწერილი მათი როლი და მხარეთა მიერ შეთანხებული ის კონტრიბუცია/თანამონაწილეობა, რომელიც პროგრამის დასრულების შემდეგ აქტიობების მდგრადობას უზრუნველყოფას და რომელიც შესაბამისობაში იქნება პუნქტი VII,  დანართი 1-ში გათვალისწინებულ პირობებთან (განვრცობილი აღწერა).

 

მუხლი 7. სხვადასხვა  

 

პუნქტი 7.1. კომუნიკაცია. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში რომელიმე მხარის მიერ მეორე მხარის მიმართ ნებისმიერი შეტყობინება, მოთხოვნა, დოკუმენტი ან სხვა სახის კომუნიკაცია უნდა განხორციელდეს  წერილობით, ბეჭდური ან ელექტრონული სახით, მაგალითად ელექტრონული ფოსტის (“e-mail”) მეშვეობით, და ისინი მიიჩნევა სათანადოდ გაგზავნილად, როდესაც მხარე მიიღებს შემდეგ მისამართზე:

 

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს:                      მისიის დირექტორი

ფოსტის მისამართი:                                      

                                                                                                      აშშ-ის საერთაშორისო განვითარების

                                                                                                      სააგენტო

                                                                                                      ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო

                                         საქართველოში

                                         ქართულ-ამერიკული მეგობრობის   

                                         გამზირი #29, თბილისი 0131, საქართველო                                               

ელ.ფოსტა:                                                                                     tbilisidoag@usaid.gov

 

 

გრანტის მიმღებს:                                                                           ფინანსთა მინისტრი

საფოსტო მისამართი:                                                                     ფინანსთა სამინისტრო 

                                                                                             გორგასლის ქ. # 16

                                                                                             თბილისი, საქართველო

 

ელ.ფოსტა:                                                                                       Publicdebt@mof.ge

 

 

ყველა ამგვარი კომუნიკაცია იწარმოებს ინგლისურ ენაზე, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან წერილობით. აღნიშნული მისამართები შეიძლება შეიცვალოს ეტყობინების საფუძველზე.

 

პუნქტი 7.2. წარმომადგენლები. წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებულ ყველა საკითზე, გრანტის მიმღები წარმოდგენილი იქნება პირით, რომელიც ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებს, ან მისი მოვალეობის შემსრულებელია, ხოლო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო წარმოდგენილი იქნება მისიის დირექტორის ან მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი პირით. წერილობითი შეტყობინების სახით თითოეულ წარმომადგენელს შეუძლია დაასახელოს დამატებითი წარმომადგენლები ყველა სხვა მიზნებისთვის, გარდა შეთანხმებაში შესატანი ცვლილებების ხელმოწერისა, ან 2.2 და 2.3. პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებისა, რაც გულისხმობს შედეგების ან დანართის 1 გადასინჯვას. ფინანსთა მინისტრს შეუძლია, გრანტის მიმღების მხრიდან ყოველგვარი დამატებითი თანხმობის/დამტკიცების მოპოვების გარეშე,  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარუდგინოს გრანტის მიმღების დამატებითი წარმომადგენლების სახელი, გვარი და თანამდებობას; აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო კი სათანადოდ გაფორმებულად მიიჩნევს ნებისმიერ საშემსრულებლო დოკუმენტს, რომელიც ხელმოწერილი იქნება დასახელებული დამატებითი წარმომადგენლების მიერ (ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ, რომელიც შეცვლის ამ პირს, ან იქნება მოვალეობის შემსრულებელი) 7.2. პუნქტის შესაბამისად იმ დრომდე, სანამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო არ მიიღებს წერილობით შეტყობინებას მათი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. 

 

პუნქტი 7.3. სტანდარტული დებულებების დანართი. სტანდარტული დებულებების დანართი (დანართი 2) თან ერთვის წინამდებარე შეთანხმებას და წარმოადგენს მის შემადგენელ ნაწილს.

 

პუნქტი 7.4. ცვლილებები. გარდა პუნქტი 2.2, 2.3, 3.1 და 7.1, ასევე მუხლი 4, მუხლი 5 და დანართი 1 და დანართი 2-ით აღწერილი შემთხვევებისა, წინამდებარე ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა ხდება მხარეების მიერ ურთიერთშეთანხმებული და ხელმოწერილი ცვლილების საფუძველზე, რომელიც ძალაში შევა იმავე წესით, რაც წინამდებარე შეთანხმება და რომელიც ჩაითვლება წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილად. 

 

პუნქტი 7.5. ძალაში შესვლა.  წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა იმ თარიღზე, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც წარმოდგენილია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ, წერილობით შეტყობინებას მიიღებს გრანტის მიმღების მიერ ყველა შიდა იურიდიული მოთხოვნის შესრულების თაობაზე.     

 

პუნქტი 7.6. დამატებითი შეთანხმება. მიმდინარე შეთანხმების თანახმად მხარდაჭერა ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას შორის ჰუმანიტარული და ტექნიკური ეკონომიკური დახმარების თანამშრომლობის შესახებ 1992 წლის 31 ივლისის ხელშეკრულების ფარგლებში და წარმოადგენს დამატებით შეთანხმებას აღნიშნული შეთანხმების V მუხლის შესაბამისად, რაზეც ასევე ვრცელდება აღნიშნული შეთანხმებით I მუხლის შესაბამისად განსაზღვრული საგადასახადო შეღავათები.      

 

პუნქტი 7.7. შეთანხმების ენა. წინამდებარე შეთანხმება მომზადებულია ინგლისურ ენაზე.

 

პუნქტი 7.8. მონაწილე მხარეები; ელექტრონული ხელმოწერა. არსებული შეთანხმება შესაძლებელია შესრულდეს ნებისმიერი რაოდენობით ორიგინალსა და ფაქსიმილიის/ზუსტი ასლების სახით, და ნებისმიერი ასეთი ასლი ჩაითვლება ორიგინალად და ყველა ასეთი ასლი ერთად უნდა წარმოადგენდეს ერთი და იმავე დოკუმენტს. შეთანხმებაზე ელქტრონულ ხელმოწერას იგივე უფლებამოსილება, ეფექტურობა და აღსრულება ექნება, როგორც ორიგინალ ხელმოწერას.

 

რომლის დასტურადაც, ამერიკის შეერთებული შტატები და გრანტის მიმღები, რომლებიც მოქმედებენ სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების მეშვეობით, ხელს აწერენ წინამდებარე შეთანხმებას, რომელიც ძალაში შედის ამ შეთანხმების დასაწყისში მითითებულ დღეს და წელს. 

 

ამერიკის შეერთებული შტატები

 

საქართველო

(ხელმოწერა)

(ხელმოწერა)

პიტერ ვიბლერი                                                       

ლაშა ხუციშვილი       

აშშ-ის საერთაშორისო გავითარების სააგენტოს მისიის დირექტორი   

საქართველოს ფინანსთა მინისტრი 

 

განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმება  (DOAG)

დანართი 1

განვრცობილი აღწერა

 

  1. შესავალი

წინამდებარე დანართში აღწერილია მონაწილე მხარეთა ურთიერთობა; ის საქმიანობები, რომელთა განხორციელებაც მოხდება, და ის შედეგები რომელთა მისაღწევადაც გამოყოფილია დაფინანსება წინამდებარე განვითარების მიზნების შეთანხმების თანახმად და საქართველოს მდგრადი განვითარების მისაღწევად  შემდეგი მიზნების განხორციელების საშუალებით: (1) მავნე ზეგავლენისადმი გაზრდილი მედეგობა; (2) მოქალაქისადმი ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერება დემოკრატიული მიღწევების განსამტკიცებლად; და (3) ეკონომიკური ზრდის შედეგად შექმნილი ინკლუზიური, მაღალანაზღაურებადი და მაღალხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობები.

 

წინამდებარე შეთანხმების განხორციელების პერიოდში და დასახული მიზნების მისაღწევად აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოსთან ურთიერთობის სტრატეგიულ ტრანსფორმაციას მოახდენს, რაც გულისხმობს პარტინიორულ ურთიერთობას, განსხვავებით დონორსა და  დახმარების მიმღებს შორის ურთიერთობისგან. ამგვარი ურთიერთობა ისეთი სტრატეგიული ამოცანების გადაწყვეტას შეუწყობს ხელს, როგორებიცაა: საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, ანგარიშვალდებული მმართველობის ხელშეწყობა და მავნე ზეგავლენის შემცირება. ამ მიდგომის გათვალისწინებით აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ საქართველოსთან ერთად შეიმუშავა პარტნიორული ურთიერთობის ფორმირების სამ საფეხურიანი სისტემა. პირველ საფეხურზე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო დახმარებას უწევს საქართველოს მთავრობას, რაც შემდგომში გადავა პარტნიორული ურთიერთობის საფეხურზე, ხოლო მას შემდეგ რაც გაძლიერდება საქართველოს შესაძლებლობები, საქართველოს მთავრობა შეძლებს თავად გაუძღვეს და შეინარჩუნოს ქვეყნის განვითარება. გაძლიერებული და პასუხისმგებლიანი საქართველოს ინსტიტუტები  შეძლებენ წარმატების გაზიარებას არამარტო ქვეყნის შიგნით, არამედ რეგიონშიც. ამ მიდგომის გათვალისწინებით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო გააგრძელებს საქართველოში ინსტიტუტების მხარდაჭერას და ხელს შეუწყობს ვალდებულებებისა და შესაძლებლობების მაღალი დონით გამორჩეულ ინსტიტუტებს მათ წინაშე არსებული ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრაში. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო და საქართველოს მთავრობა გააფორმებენ ურთიერთგაგების მემორანდუმებს, რომლებშიც აისახება ორმხრივი ვალდებულებები.

 

ახალ სტრატეგიულ ეტაპზე გადასვლის ფარგლებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო გააფართოებს არსებული პარტნიორების რიცხვს და შექმნის პარტნიორული ურთიერთობის ახალ მოდელს, რომელშიც ადგილობრივ ორგანიზაციებს წამყვანი როლი დაეკისრებათ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებულ ინვესტიციების მდგრადობის უზრუნველსაყოფად. ეს კი პარტნიორული ურთიერთობების მექანიზმებისა და ფორმების სპექტრის გაფართოებას გულისხმობს შეთანხმების სამივე მიზნის ქვეშ. ამგვარ მექანიზმებსა და ფორმებში მოიაზრება:  პროექტის ერთობლივი დიზაინი, თანადაფინანსება და თანაინვესტირება, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი (MOU) მთავრობის ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით, მთავრობათაშორისი (G2G) მექანიზმები და კერძო სექტორის ჩართულობა, როგორც ეს გათვალისწინებულია მუხლი 6-ის პუნქტ (თ)-ში.

წინამდებარე დანართში 1-ში არსებული არცერთი პუნქტი არ ცვლის შეთანხმებაში მოცემულ განმარტებებს ან პირობებს.

 

  1. ზოგადი მიმოხილვა

 

საქართველო, როგორც ე.წ. “ფრონტისპირა სახელმწიფო“, მნიშვნელოვან გზასაყარზე დგას, სადაც ქვეყნის მიერ დღემდე მოპოვებულ წარმატებასა და დასახულ გეგმებს დიდი გამოცდა ელის. საქართველოს ტერიტორიები ჯერ კიდევ ოკუპირებულია, ხოლო, ერთი მხრივ, ევროპასა და აზიას, მეორე მხრივ კი რუსეთისა და ირანს შორის მოქცეული ქვეყანა კვლავ რთულ და არასტაბილურ გეოპოლიტიკურ გარემოში განაგრძობს ცხოვრებას. ამავდროულად, საქართველო არც ჩინეთის ეკონომიკური გავლენისგანაა დაცული. საქართველოს ინსტიტუტები და ბიზნესი ასევე დაუცველია კიბერთავდასხმებისგანაც. საქართველოს მდგრადი თვითუზრუნველყოფა ფაქტობრივად შეუსრულებლად დარჩება, სანამ გრძელდება რუსული ოკუპაცია და კრემლის არაკონტროლირებადი მავნე ზეგავლენა. ამ რთული გარემოებების მიუხედავად საქართველო მტკიცედ აგრძელებს თავისუფალ საბაზრო დემოკრატიაზე გადასვლას.

 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო, ბიზნეს სექტორში განხორციელებული რეფორმების კუთხით მსოფლიოს მოწინავე ქვეყანაა, ეკონომიკურ ზრდას დასაქმებისა და ხელფასების დონეთა მატება არ მოჰყოლია. მოსახლეობის ნახევარი დასაქმებას მიიჩნევს ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად. საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებთან შედარებით, საქართველო დგას მაღალი შემოსავლის და შესაძლებლობების უთანასწორობის საკითხის წინაშე. განხორციელებული რეფორმები და ჯანსაღი ზრდის ტემპი არ აისახა ეკონომიკის დინამიკასა და საქართველოს მოსახლეობის შესაძლებლობებზე. ეკონომიკური ზრდა არათანაბრად ნაწილდება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებზე. მაგალითად, ეს არ ასახულა იმ რეგიონებზე, სადაც ეკონომიკური საქმიანობის ქვაკუთხედს კვლავაც საარსებო სოფლის მეურნეობა წარმოადგენს. სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შემოსავალი, ქალაქის მოსახლეობის შემოსავალთან შედარებით, საშუალოდ 20%-ით დაბალია, მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლებში საზღვარგარეთიდან გადმორიცხული თანხები და არაფულადი შემოსავლებიც ჩათვლილია.  კორონავირუსი (COVID-19) საქართველოს ეკონომიკას დიდ ზიანს აყენებს. ვირუსთან ბრძოლა გრძელდება, COVID-19-ით გამოწვეულმა კრიზისმა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი მიაყენა ქვეყანას, რამაც გამოიწვია სამუშაო ადგილების დაკარგვა და ადგილობრივი ვალუტის დევალვაცია.  აღნიშნული წარმოშობს საჭიროებას, რომ შეიქმნას ისეთი ეკონომიკა, რომელიც მთელს ქვეყანას მოუტანდა რეალურ სარგებელს.

საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ მოსახლეობას მაღალანაზღაურებადი და მაღალშემოსავლიანი დასაქმების შესაძლებლობები ვერ შეუქმნა. არსებული მდგომარეობა რამდენიმე მიზეზითაა გამოწვეული. პირველი, საქართველომ შეიმუშავა ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე ორიენტირებული, მნიშვნელოვანი რეფორმები, თუმცა მათი განხორციელების პროცესი ჯერ კიდევ არაერთ სირთულეს აწყდება.  შედეგად, ქვეყნის ბიზნესგარემოში იქმნება არასტაბილური ვითარება, რომელიც აბრკოლებს ეკონომიკურ საქმიანობას და ხელს უშლის იმ ინვესტიციების მოზიდვას, რომელიც ასე სჭირდება საქართველოს ფართომასშტაბიანი ეკონომიკური ზრდისთვის. მეორე მხრივ, ქართულ კომპანიებს არ მიუწვდებათ ხელი რესურსებზე, რომელთა გარეშე შეუძლებელია კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება და დასაქმების შესაძლებლობების შექმნა ეკონომიკის წამყვან სექტორებში. აღნიშნულ რესურსებში იგულისხმება წვდომა დივერსიფიცირებულ, მაღალ ღირებულებისა და მაღალშემოსავლიან ბაზრებზე, საინვესტიციო რესურსებზე, მართვის მდგრადი მეთოდებით ათვისებულ ბუნებრივ რესურსებზე და ისეთ სამუშაო ძალაზე, რომლის კვალიფიკაციაც კერძო სექტორის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას.

სასამართლო და საარჩევნო რეფორმები, საპარლამენტო ზედამხედველობა, საჯარო მმართველობის რეფორმები და დეცენტრალიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტურობისათვის გადამწყვეტია. მსგავს რეფორმებს განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება და დემოკრატიული სისტემების წიაღში წარმოშობილი კონსტრუქციული კრიტიკით საზრდოობენ. მათი განხორციელებისა და აღებული კურსის შესანარჩუნებლად, საქართველოს სჭირდება როგორც ტექნიკური, ასევე დიპლომატიური მხარდაჭერა, რათა შეძლოს კონტროლისა და ბალანსის მექანიზმების ეფექტურად გამოყენება.

ეროვნული უმცირესობების უფლებებისა და მრავალფეროვნების ხელშეწყობის მიზნით, საქართველომ ქვეყნის საკანონმდებლო ბაზა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ბოლო სამი წლის განმავლობაში, თუმცა უმცირესობათა ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. მათ შორისაა ისეთი გამოწვევები, როგორებიცაა განათლების ხელმისაწვდომობა, კულტურული მემკვიდრეობისა და თვითიდენტობის დაცვა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა. გარდა ამისა, ეთნიკური უმცირესობები ანტიდასავლური პროპაგანდის გავლენის ქვეშ შედარებით იოლად ექცევიან და, შესაბამისად, საქართველოს მთავრობის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებასაც ეჭვის თვალით უცქერენ.

საქართველომ უნდა შეინარჩუნოს მიღწეული პროგრესი, განახორციელოს სტრატეგიული რეფორმები, თავიდან აიცილოს დემოკრატიული განვითარების შესაძლო რეგრესი და ანგარიში გაუწიოს იმ გეოპოლიტიკურ გარემოს, რომელიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას განაპირობებს.

 

III. დაფინანსება

 

ა. ფინანსური გეგმა. პროგრამის ილუსტრაციული ფინანსური გეგმა, რომელიც შეთანხმების მოქმედების მთელ პერიოდს მოიცავს, წარმოდგენილია თანდართულ ცხრილში (იხ. წინამდებარე დანართი 1-ის ქვედანართი) და  მოიცავს ინფორმაციას  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მთლიანი მიახლოებითი მონაწილეობის ოდენობაზე, ასეთი თანხების არსებობის პირობებში,  დასახული მიზნების  მხარდასაჭერად. ფინანსური გეგმა ასევე ასახავს წინამდებარე შეთანხმებით ობლიგირებული თანხების რაოდენობას (განხორციელებული მონაწილეობა). გრანტი ითვალისწინებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის მხარდაჭერისა და საოპერაციო ხარჯებს, მათ შორის,პროგრამის დიზაინის, მართვის, ზედამხედევლობის, მონიტორინგის და შეფასების ხარჯებს.

 

ბ. გრანტის მიმღების მონაწილეობა. გრანტის მიმღების კონტრიბუცია/თანამონაწილეობა ასევე მითითებულია  დანართ 1-ის ქვედანართში. წინამდებარე შეთანხმებაზე ხელმოწერით, გრანტის მიმღები ადასტურებს, რომ ფინანსთა სამინისტრო იქნება გარანტორი იმ ფაქტისა, რომ საჯარო ინსტიტუტები, რომლებიც იღებენ პირდაპირ სარგებელს ან ჩართულნი არიან საგრანტო შეთანხმების ფარგლებში არსებული ნებისმიერი პროგრამის ადმინისტრირებაში, თანამონაწილეობის მიზნით გაიღებენ საჭირო თანხებს. გრანტის მიმღების მონაწილეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ წინამდებარე დანართის VII პუნქტში.

 

გ. ფინანსურ გეგმაში ცვლილებების შეტანა.  მონაწილე მხარეებს შეუძლიათ ფინანსურ გეგმაში ცვლილებების შეტანა განხორციელების წერილის საფუძველზე (იხ. პუნქტი ა.2, დანართი 2 (სტანდარტული დებულებები)) და თანხის დამატებით (“გაზრდილი თანხა”) (იხ. წინამდებარე შეთანხმების პუნქტი 3.1.(ბ)), ორივე განხორციელდება შეთანხმებაში ცვლილებების შეტანისა  და რატიფიკაციის გარეშე; თუ აღნიშნული ცვლილებების შედეგად (1) აშშ- საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მონაწილეობა არ გადააჭარბებს შეთანხმების 3.1(ბ) პუნქტში მითითებულ თანხას, ან (2) არ შეიცვლება 3.2 (ბ) პუნქტში მითითებული გრანტის მიმღების ჯამური ფინანსური მონაწილეობა. 

 

IV. დაგეგმილი შედეგები/შედეგების ჩარჩო.

განვითარების მიზანი 1-ის, მავნე ზეგავლენისადმი გაზრდილი მედეგობა,  მიღწევის წინაპირობას წარმოადგენს მონაწილე მხარეების თანხმობა ითანამშრომლონ  შემდეგი შუალედური შედეგების (IR) მისაღწევად: 

IR 1.1 ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მათ მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა;

 

IR 1.2 ქვეყნის ეკონომიკაზე მავნე ზეგავლენის შემცირება;

 

IR 1.3 საკვანძო დაუცველი ინფრასტრუქტურის კიბერუსაფრთხოების გამყარება; და

 

IR 1.4 მიზანმიმართული დეზინფორმაციის ზეგავლენის შემცირება.

განვითარების მიზანი 2-ის, მოქალაქისადმი ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერება დემოკრატიული მიღწევების განსამტკიცებლად, მიღწევის წინაპირობას წარმოადგენს მონაწილე მხარეების თანხმობა ითანამშრომლონ  შემდეგი შედეგების მისაღწევად:  

IR 2.1 მოქალაქეთა ჩართულობის გააქტიურება;

 

IR 2.2 მმართველი ინსტიტუტების ანგარიშვალდებულებისა და ხელმისაწვდომობ-ის გაზრდა; და

 

IR 2.3 კანონის უზენაესობის გაძლიერება.

განვითარების მიზანი 3-ის, ეკონომიკური ზრდის შედეგად შექმნილი ინკლუზიური, მაღალანაზღაურებადი და მაღალხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობები, მიღწევის წინაპირობას წარმოადგენს მონაწილე მხარეების თანხმობა ითანამშრომლონ  შემდეგი შედეგების მისაღწევად:  

IR 3.1 ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის აუცილებელი ეკონომიკური რეფორმების განხორციელება; და

 

IR 3.2 წამყვანი სექტორების გაზრდილი კონკურენტუნარიანობა.

 

V.  ინდიკატორები.

 

იხილეთ მიზნების მიხედვით დალაგებული ილუსტრაციული ინდიკატორების სია   

 

განვითარების მიზანი 1-სთვის გათვალისწინებული ეფექტურობის საზომი ინდიკატორები - მავნე ზეგავლენისადმი გაზრდილი მედეგობა

  • # ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა გრძელვადიან, მდგრად, პროფესიონალურ/სოციალურ/ ეკონომიკურ აქტიობებში თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ერთად.
  • # ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მცხოვრები ოჯახების ეკონომიური მედეგობის გაზრდა მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ
  • # ინსტიტუტები, რომლებიც მართავენ მნიშვნელოვან ენერგო ინფრასტრუქტურას, რომლებმაც მიაღწიეს განვითარების 1-ელ დონეს.
  • % სამიზნე მოსახლეობის (ცალკეული პირების/ორგანიზაციების) რომლებმაც ნაბიჯები გადადგეს დეზინფორმაციასთან ბრძოლის მხრივ.
  • # იმ უმცირესობათა და ბიზნესის წარმომადგენლების, რომლებიც უფრო მეტად არიან ჩართულნი უმრავლესობის წარმომადგენელ თემებსა და ბიზნესთან.

 

განვითარების მიზანი 2-სთვის გათვალისწინებული ეფექტურობის საზომი ინდიკატორები - მოქალაქისადმი ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერება დემოკრატიული მიღწევების განსამტკიცებად.

  • # საჯარო სკოლები, რომლებმაც მოახდინეს სამოქალაქო განათლებისა და სამოქალაქო აქტივობების/პროგრამების ინსტიტუციონალიზაცია.
  • # სამიზნე მუნიციპალიტეტები, რომლებმაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შეძლეს ადგილობრივი მმართველობის ინდექსის გაუმჯობესება.
  • # სამიზნე მუნიციპალიტეტები, რომლებმაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შეძლეს გაეუმჯობესებინათ ბიუჯეტის გამჭირვალობის ინდიკატორი
  • # მოქალაქეები, რომლებსაც ჰქონდათ სასამართლოსთან ურთიერთობის დადებითი გამოცდილება
  • სტრატეგიული ინდიკატორები - მართლმსაჯულების სექტორის რეფორმების განხორციელება

 

განვითარების მიზანი 3-სთვის გათვალისწინებული ეფექტურობის საზომი ინდიკატორები -ეკონომიკური ზრდის შედეგად შექმნილი ინკლუზიური, მაღალანაზღაურებადი და მაღალხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობები.

  • აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი ეკონომიკური რეფორმების შედეგების მონეტიზებული ღირებულება
  • აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერის შედეგად შექმნილი სამუშაო ადგილები
  • აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი და მოზიდული ინვესტიციების ღირებულება სამიზნე სექტორებში.

 

 

VI.  აქტიობები და მათი შერჩევა.

 

მიზანი 1:  მავნე ზეგავლენისადმი გაზრდილი მედეგობა

 

IR 1.1 ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მათ მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა: რუსეთი ინარჩუნებს სამხედრო შენაერთებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ხოლო ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფალთა მიერ მიღებული კანონების თანახმად, გათვალისწინებულია მათი უსაფრთხოების სამსახურების რუსეთის სამხედრო ძალებთან შერწყმა. რუსეთის სამხედრო ჩარევამ ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს დანარჩენ, თბილისის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიებს ფაქტობრივად მოწყვიტა და ისეთი ნარატივის შექმნას შეუწყო ხელი, რომლის მიხედვითაც ოკუპირებულ ტერიტორიებს მტრისგან, ანუ საქართველოსგან დაცვა სჭირდებათ. მსგავსი ქმედებები ხელს უშლის საქართველოს მოქალაქეებს შორის ურთიერთობებს, უგულებელყოფს ადამიანის უფლებებს და ართმევს მათ ჰუმანიტარული დახმარებით სარგებლობის შესაძლებლობას. ყოველივე ეს ზრდის მოსახლეობის ამ ნაწილის რუსეთზე დამოკიდებულებას და მათ იზოლაციას არა მხოლოდ საქართველოსგან, არამედ მთელი მსოფლიოსგან. ზემოაღნიშნული ნარატივის საპასუხოდ, USAID სტრატეგიულად ითანამშრომლებს საქართველოს მთავრობასთან, რათა გაიზარდოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მათ მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობა და გაუმჯობესდეს ხალხთაშორისი ურთიერთობები. ეს იქნება იმის დასტური, რომ საქართველო და საერთაშორისო საზოგადოება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხის ინტერესებით ხელმძღვანელობენ. უფრო კონკრეტულად კი, კიდევ უფრო მეტი მოქალაქე ჩაერთვება სხვადასხვა ღონისძიებებში, ტრენინგებში და აქტივობებში, რაც ხელს შეუწყობს სამშვიდობო და შერიგების პროცესს. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მედეგობის ინდექსს, რომელიც ასახავს მოსახლეობის მიერ შოკური მდგომარეობის დროული დაძლევის უნარს.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ეკონომიკური მდგომარეობა იძლევა პროაქტიული ინიციატივების შექმნის შესაძლებლობასაც. IR 1.1-ის მისაღწევად განხორციელებული პროექტები ბიძგს მისცემს პროდუქტიული ეკონომიკური საქმიანობის და სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას სამიზნე მოსახლეობასა და თბილისის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა შორის, რასაც უნდა მოჰყვეს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მცხოვრები შინამეურნეობების შემოსავლების ზრდა.

IR 1.2 ქვეყნის ეკონომიკაზე მავნე ზეგავლენის შემცირება: IR 1.2 ფოკუსირებულია საქართველოში ეკონომიკური საფრთხეებისა და მავნე ზეგავლენის შემცირებისკენ, ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესებისა და ეკონომიკის წამყვანი სექტორებისთვის მავნე გარე ძალების მიერ კონტროლირებულ ბაზრებზე დამოკიდებულების შემცირებით. IR 1.2 – ის ფარგლებში აქტივობები მეტწილად ფოკუსირებული იქნება იმაზე, თუ როგორ შეუძლია USAID– ს, საქართველოს მთავრობასთან და დაინტერესებულ სხვა ინსტიტუტებთან პარტნიორობით, ხელი შეუწყოს ძირითადი ეკონომიკური სექტორების ზრდის კატალიზაციას კერძო სექტორთან ინვესტიციების მობილიზებით. სტრატეგიული სექტორია ენერგეტიკა, სადაც მხარდაჭერა გაკეთდება სუფთა, ადგილობრივი და კლიმატის მიმართ მდგრადი ენერგიის წარმოების გაუმჯობესებასა და გაფართოებაზე. ამით უნდა გაიზარდოს ადგილობრივად წარმოქმნილი ენერგია; წახალისდეს ინვესტიციები მაღალტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებში, როგორიცაა განახლებადი ენერგია შიდა წყაროებიდან; შემცირდეს ნდობა მავნე აქტორებისგან იმპორტის დამოკიდებულებაზე; და საქართველოს პოზიციონირება მოხდეს კონკურენტულ ბაზარზე შიდა წარმოქმნილი ენერგიით ვაჭრობაში. დამატებითი ეკონომიკური სექტორები მიმართული იქნება მათ რეგიონალურ და გლობალურ კონკურენციაზე, აგრეთვე ვაჭრობისა და ინვესტიციების დივერსიფიკაციასა და ექსპორტის გამარტივების მხარდაჭერაზე, უფრო მაღალი ღირებულების ბაზარზე, არა რუსულ ბაზრებზე.

IR 1.3 ინფრასტრუქტურის დაუცველი სექტორების კიბერუსაფრთხოების გამყარება: გლობალურად, სხვადასხვა ეკონომიკური სექტორები, მათ შორის,ენერგეტიკა, გაზრდილი კიბერშეტევების საშიშროების წინაშე დგას. საყურადღებოა, რომ კიბერუსაფრთხოებაზე მომუშავე ექსპერტები ამ ტენდენციის შემსუბუქებას ახლო მომავალში არ ელიან. განსაკუთრებული ფუნქციური დატვირთვა აქვს ელექტრონულ ინფრასტრუქტურას ისეთი საკვანძო სექტორების დაკავშირებაში, როგორიცაა მრეწველობა, კომუნიკაციები, ტრანსპორტი და ფინანსები. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ უფრო მეტი დარგი და სისტემა აღმოჩნდეს დაუცველი ზემოაღნიშნული საშიშროებისგან. ამ მზარდი საფრთხის გათვალისწინებით, USAID ხელს შეუწყობს საქართველოს ჩართვას აშშ-ის და აღმოსავლეთ ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებლების და კომუნალური მომსახურების კომპანიების სამუშაო ჯგუფებში, კრემლისა და სხვა  კიბერ საფრთხის გადასაჭრელად, რომლებიც შეიძლება წარმოიაშვას. საქართველოს მთავრობასთან ერთად, USAID– ის ძალისხმევა გაზრდის ენერგოსექტორისა და მასთან დაკაშირებული სფეროების კიბერ უსაფრთხოებას. გარდა ამისა, ბოლოდროინდელმა თავდასხმებმა სამთავრობო და არასამთავრობო ინსტიტუტებზე აჩვენეს დემოკრატიული ინსტიტუტების მოწყვლადობა, მათი სისტემებისა და მონაცემების კიბერშეტევებისგან დაცვის მიმართ. აშშ- ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო ითანამშრომლებს წამყვან უწყებებთან, რათა კიბერუსაფრთხოების უზრუნვეყოფის მიზნით გადაამზადოს და შესაბამისი ტექნიკით აღჭურვოს მთავრობის წარმომადგენლები. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო 2020-2024 წლების ციფრულ სტრატეგიაზე დაყრდნობით, შეიმუშავებს პროექტებს არსებული კიბერსაფრთხეების დაძლევის მიზნით.

 

IR 1.4 მიზანმიმართული დეზინფორმაციის ზეგავლენის შემცირება: IR 1.4-თან დაკავშირებული პროგრამები გათვლილი იქნება საქართველოს იმ მოსახლეობაზე, რომელთა ინფორმაციის ძირითადი წყარო არაა სანდო. აღსანიშნავია, რომ პროპაგანდის და დეზინფორმაციის გავლენა პირდაპირ უკავშირდება სოციო-ეკონომიკურ პარტნიორობას, გეოგრაფიულ სიახლოვეს, რადგანაც ხელი არ მიუწვდებათ ან არ იყენებენ სანდო და დამოუკიდებელ  მედია საშუალებებსა და წყაროებს. IR 1.4-ის ფარგლებში აშშ-ის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს მხარდაჭერით გაუმჯობესდება ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ დეზინფორმაციის იდენტიფიკაციის და საპასუხო საკომუნიკაციო საქმიანობის უნარებიც. გაიზრდება ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის მოცულობაც, რომელიც საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს ადეკვატურად ასახავს. დეზინფორმაციის კამპანიასთან ბრძოლის მიზნით, შეიქმნება ინოვაციური, ფაქტებზე დაფუძნებული მეთოდოლოგიები, რომელიც ექსპერიმენტების, თანამშრომლობის, ასევე სწავლების და შეფასების მკაცრ მეთოდოლოგიას აძლევენ უპირატესობას.

 

მიზანი 2 - მოქალაქისადმი ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერება დემოკრატიული მიღწევების განსამტკიცებლად

 

IR 2.1 მოქალაქეთა ჩართულობის გააქტიურება: ანგარიშვალდებულ მმართველობაზე საზოგადოებრივი მოთხოვნილების შესაქმნელად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო ხელს შეუწყობს მოქალაქეთა დემოკრატიული მართვის პროცესებში ჩართულობის გააქტიურებას. მისიის არჩევნების და პოლიტიკური პროცესების პროგრამის 2018 წლის შეფასების შედეგებმა ცხადყო, რომ პოლიტიკური პარტიების პლატფორმებსა და მოქალაქეების ინტერესებს შორის გარკვეული შეუსაბამობა არსებობს. მოქალაქეთა ინტერესების დაცვის საქმეში საზოგადოება პარტიებს ნაკლებად ენდობა, ხოლო თავად მოქალაქეებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს პოლიტიკურ ორგანიზაციებთან მუშაობის და მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მოთხოვნის უნარ-ჩვევები არ გააჩნიათ. მისიის მიერ დაფინანსებული პროექტები მოქალაქეებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შესძენენ ახალ ცოდნას, უნარ-ჩვევებსა და მეთოდებს პოლიტიკური აქტორებისგან კონკრეტულ პრობლემებზე ორიენტირებული, ეფექტური პროგრამებისა და შესაბამისი პოლიტიკური კურსის განმსაზღვრელი დღის წესრიგის შესაქმნელად, რაც გააძლიერებს ქვეყანაში არსებული კვლევისა და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შესაძლებლობებს.  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ხელს შეუწყობენ მოქალაქეთა ჩართულობის ზრდას და მთავრობის საქმიანობასა და პოლიტიკურ პროცესებზე საზოგადოებრივი ზედამხედველობის მექანიზმების შექმნას.  სამოქალაქო განათლების პროექტები ხელს შეუწყობენ მოქალაქეთა ჩართულობას დემოკრატიული მართვის პროცესებში. სკოლებში სამოქალაქო განათლება პროექტები მოქალაქეებს არა მხოლოდ სამოქალაქო ჩართულობის მიზანს აუხსნიან, არამედ ამ მიზნის მისაღწევ გზებსა და მეთოდებსაც შეასწავლიან. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო ასევე გაზრდის პოლიტიკური სისტემის საპასუხო რეაქციას საზოგადოებრივი მოთხოვნებისადმი და ხელს შეუწყობს, როგორც ქალთა, ასევე ახალგაზრდების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობას, განსაკუთრებით კი საქართველოს რეგიონებში.

 

როგორც მიმდინარე პროგრამების გამოცდილებამ გვიჩვენა, უმცირესობების და მარგინალიზირებული ჯგუფების ჩართვისა და ინტეგრაციის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული დიალოგის პროცესში მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა. არსებული სისტემა არ შეიცვლება მანამ, ვიდრე მოქალაქეები არ იქნებიან მზად მოსთხოვონ პასუხი მათ წარმომადგენელ ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებს. IR 2.1-ის მისაღწევად შექმნილი პროგრამები ხელს შეუწყობენ სამოქალაქო აქტივიზმისა და ზედამხედველობის მექანიზმების შექმნას, ასევე სკოლებში სამოქალაქო განათლების უზრუნველყოფას. შედეგად, საქართველოში უნდა გაიზარდოს ადვოკატირების მშვიდობიანი ფორმით წარმართვის პროცესსა და პოლიტიკურ მოძრაობებში ჩართული მოქალაქეების რიცხვი. ასევე უნდა გაიზარდოს იმ ორგანიზაციების რიცხვიც, რომლებიც უმცირესობებსა და მარგინალიზებულ თემებს წარმოადგენენ.

 

IR 2.2 მმართველი ინსტიტუტების ანგარიშვალდებულებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდა: ქართულმა ინსიტიტუტებმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს, თუმცა მათი მოქალაქეებთან ურთიერთობების ეფექტურობა ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალია. მთავრობის ქმედება საერთაშორისო რეიტინგებში მაღალი მაჩვენებლების მიღწევის სურვილით უფროა ნაკარნახევი, ვიდრე მოქალაქეთა საჭიროებებზე ზრუნვით. შედეგად, დონორთა პრიორიტეტები ხშირად მეტ მნიშვნელობას იძენს, ვიდრე მოქალაქეთა ინტერესები. ზემოთქმულის გათვალისწინებით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო ითანამშრომლებს საქართველოს მთავრობასთან, რათა დანერგოს ბოლო წლებში შემუშავებული ანგარიშვალდებულების ხელშემწყობი მექანიზმები, რომლებიც სახელმწიფო პროგრამების ანგარიშვალდებულებასა და ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფენ. მისია იზრუნებს იმაზეც, რომ გაუმჯობესდეს მოქალაქეთა თანაბარი წვდომა მიზნობრივ სერვისებზე. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმის დადგენა, თუ რომელი სამთავრობო ინსტიტუტები და სერვისებია უფრო ხელმისაწვდომი, არამედ იმის განსაზღვრაც, თუ რა ფორმით უნდა მოსთხოვოს საზოგადოებამ პასუხი იმ ორგანიზაციებს, რომლებიც მოქალაქეთა მოთხოვნილებებს ვერ აკმაყოფილებენ.

საქართველოში დეცენტრალიზაციის პროცესის მხარდასაჭერად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო ითანამშრომლებს ცენტრალურ მთავრობასთან და მუნიციპალიტეტებთან, რათა ხელი შეუწყოს მუნიციპალური მმართველობის ორგანოთა შესაძლებლობების გაძლიერებას. მუნიციპალიტეტების შერჩევა მოხდება რიგი ფაქტორების საფუძველზე, მათ შორის,მუნიციპალიტეტის მუშაობის შედეგების, გეოგრაფიული გადანაწილებისა და მოსახლეობის მოწყვლადობის გათვალისწინებით.   ორივე დონეზე მისიის ჩართულობა ხელს შეუწყობს მნიშვნელოვან სერვისებზე პასუხისმგებლობის გადანაწილებას შესაბამის სახელმწიფო უწყებებზე. ცენტრალურ დონეზე, მისია ხელს შეუწყობს აღმასრულებელ ხელისუფლებას სერვისებისა და შესაბამისი რესურსების დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებით ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაში. გარდა ამისა, ადგილობრივი ხელისუფლება მიიღებს არსებული სისტემების და მომსახურების კანონმდებლობასთან და მიღებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად საჭირო ინსტრუქციებს. მისია ითანამშრომლებს პარლამენტთან და სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, რათა უზრუნველყოს საჭირო საზედამხედველო მექანიზმების შექმნა. პარალელურად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო დაეხმარება მუნიციპალიტეტებს მოქალაქეებისთვის ხარისხიანი მომსახურების გასაწევად აუცილებელი სისტემების და შესაძლებლობების გაუმჯობესებაში. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა შიდა კონტროლის სისტემების განვითარებას, რაც უზრუნველყოფს მოქალაქეების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღებისა და საზედამხედველო პროცესებში, ისევე როგორც ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის მიუკერძოებლობასა და გამჭირვალობას. მისიისთვის პრიორიტეტული იქნება მიზნობრივ სერვისებზე თანაბარი წვდომის უზრუნველყოფა, რათა ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებულმა სისტემამ სარგებელი მარგინალიზებულ ჯგუფებსაც მოუტანოს. ზემოაღნიშნული აქტივობების შედეგად, გაიზრდება საჯარო მმართველობის ეფექტურობა და ანგარიშვალდებულება.

 

IR 2.3 კანონის უზენაესობის გაძლიერება: აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო გააგრძელებს საქართველოში კანონის უზენაესობის მხარდაჭერას და ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული ფუნქციონალურად გამართული და მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული სისტემის ჩამოყალიბებას. ეს სისტემა დაეფუძნება მიუკერძოებლობისა და გამჭირვალობის პრინციპებს და უზრუნველყოფს სამართლიანობას ყველასთვის, მათ შორის, მოსახლეობის ხელმოკლე, მარგინლიზირებული და არაპრივილეგირებული ფენებისთვის, ისევე როგორც ქალებისთვის და გოგონებისთვის. ამ მიმართულებით, მისია შეეცდება მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის პარადიგმაში ინსტიტუციური გაძლიერების ტრადიციული მეთოდები მოქალაქეებზე ორიენტირებული მიდგომებით ჩაანაცვლოს.

 

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო მხარს დაუჭერს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას, მათ შორის,„სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღას“, რომელიც შინაარსობრივი თვალსაზრისით, ემსახურება მართლმსაჯულების სისტემის შემადგენელი ინსტიტუტების, მომსახურების სააგენტოებისა და უწყებების დამოუკიდებლობის, გამჭირვალობის, ანგარიშვლადებულების და ეფექტიანობის გაუმჯობესებას. მისია წვლილს შეიტანს დამატებითი საკანონმდებლო, მარეგულირებელი და პოლიტიკის განმსაზღვრელი ჩარჩოსა და სტრატეგიების შექმნის საქმეში, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესებას ზემოაღნიშნული მახასიათებლების შესაბამისად. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო გააუმჯობესებს მართლმსაჯულების სისტემის შემადგენელი ინსტიტუტების, განსაკუთრებით კი, სასამართლოს საქმიანობის ხარისხსა და ეფექტურობას, რათა მათ უკეთ შეძლონ დაკისრებული მოვალეობების აღსრულება კანონის უზენაესობის პრინციპების შესაბამასად. გარდა ამისა, აღნიშნული საქმიანობა გულისხმობს სისტემაში ანგარიშვალდებულების საკითხის კომპლექსურად გადაჭრას. სახელმწიფო ინსტიტუტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მონიტორინგისა და ანგარიშგების ტრადიციული ფორმების გამოყენების პარალელურად, მისია ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების სისტემის წამყვან ინსტიტუტებსა და გარეშე ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობას. მათ შორისაა „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“, იურიდიულ და საკანონმდებლო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციები, რომლებიც სისტემაში არსებულ გამოწვევებს შეაფასებენ და მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის ინოვაციურ მეთოდებს შეიმუშავებენ.

 

მიზანი 3 - ეკონომიკური ზრდის შედეგად შექმნილი ინკლუზიური, მაღალანაზღაურებადი და მაღალხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობები.

 

IR 3.1 ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის აუცილებელი ეკონომიკური რეფორმების განხორციელება: IR 3.1 ეყრდნობა საქართველოს წარმატებული ეკონომიკური რეფორმების გამოცდილებას, რათა ქვეყანამ თვითუზრუნველყოფისკენ წინსვლის დამაბრკოლებელ გამოწვევებს თავი გაართვას და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე ორიენტირებული ეკონომიკური რეფორმები წარმატებით დააგვირგვინოს. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო დაეხმარება საქართველოს კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგისთვის საჭირო მექანიზმების ინსტიტუციონალიზაციის საქმეში, რაც უზრუნველყოფს კერძო სექტორის ჩართულობას მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმების ფორმულირებისა და განხორციელების პროცესში. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო დაეხმარება საქართველოს მთავრობას დასავლეთზე ორიენტირებული ეკონომიკური რეფორმების განხორციელებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაში. IR 3.1 ასევე ხელს შეუწყობს რეფორმების განხორციელებას ისეთ კრიტიკულ სფეროებში, როგორიცაა ფინანსური ბაზრები, რომელთა განვითარების გარეშე საქართველო ვერ შეძლებს თვითუზრუნველყოფის საკუთარი რესურსებით დაფინანსებას; ასევე ეკონომიკის ძირითადი სექტორების განვითარებას, მათ შორის,სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, მსუბუქი მრეწველობისა და სხვა, სადაც მთავრობის გაცხადებული პრიორიტეტების შესაბამისად, არსებობს ინკლუზიური დასაქმების შესაძლებლობების შექმნის ყველაზე დიდი პოტენციალი.  შედეგად, IR 3.1 უზრუნვეყოფს საქართველოში ინვესტიციებისა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი საკანონმდებლო და მარეგულირებელი გარემოს შექმნას. საქართველოს მთავრობისთვის, კერძო სექტორისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისათვის, და სამეცნიერო წრისთვის ტექნიკური დახმარების გაწევით, მისიის პროგრამები ხელს შეუწყობს ეკონომიკური პოლიტიკის მიღებასა და მის განხორციელებას შორის არსებული ხარვეზების აღმოფხვრაში.

IR 3.2 წამყვან სექტორებში გაზრდილი კონკურენტუნარიანობა: აღნიშნული IR ეთმობა ქვეყნის წამყვანი ეკონომიკური სექტორების კონკურენტუნარიანობის გაზრდას, რომელთაც გააჩნიათ მაღალანაზღაურებადი და მაღალხარისხიანი დასაქმების შექმნის საუკეთესო პერსპექტივა. ამ მიზნის მისაღწევად ქართულ კომპანიებს ისეთ ფინანსურ, ადამიანურ და ბუნებრივ რესურსებზე წვდომა ესაჭიროებათ, რომელთა გარეშე ვერ მოხერხდება ქვეყნის მოსახლეობისა და ეკონომიკის შესაძლებლობების ზრდა. იგულისხმება ახალი ბაზრები, ახალი და დივერსიფიცირებული საინვესტიციო წყაროები, მდგრადი მართვის მეთოდებით ათვისებული ბუნებრივი რესურსები და კვალიფიციური სამუშაო ძალა.  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო რესურსებს მოიზიდავს კერძო სექტორისა და საქართველოს მთავრობიდან, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის ფინანსურ უზრუნველყოფას.

IR გაზრდის მაღალი ღირებულების მქონე და მრავალფეროვან მსოფლიო ბაზრებთან წვდომას, სადაც  უფრო მეტი ეკონომიკური პარტნიორი უზრუნველყოფს უფრო სტაბილურ ეკონომიკას და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ დივერსიფიკაციას. მისია აქტიურად შეეცდება განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) ინსტრუმენტების გამოყენებას, რათა გაზარდოს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების წვდომა ფინანსურ რესურსებზე. ქვეყნის თვითუზრუნველყოფის მისაღწევად, აშშ-ის მხარდაჭერით ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად შეიქმნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობები, რაც გაზრდის ფინანსებთან წვდომას. ფინანსებთან წვდომის გაზრდა წაახალისებს ქართულ ბიზნესებს გააფართოონ საქმიანობა, განსაკუთრებით კი მაღალი ღირებულების სექტორებში, მაგალითად მსუბუქ მრეწველობაში. IR ასევე უზრუნველყოფს ქართული კომპანიებისთვის უწყვეტ და უსაფრთხო წვდომას ისეთ ბუნებრივ რესურსებზე, როგორიცაა წყალი, ნარჩენების მართვა, ბუნებრივი ტერიტორიები, და ენერგიის მდგრადი და სტაბილური წყაროები, რაც აუცილებელია ეკონომიკური ზრდისთვის.  IR 3.2-ის მისაღწევად შემუშავებული პროექტები ხელს შეუწყობს საქართველოში კვალიფიციური სამუშაო ძალის განვითარებას, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ფართომასშტაბიანი ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების ახალი შესაძლებლობების შექმნის საქმეში. სამუშაო ძალის განვითარების ეკონომიკური პროექტები კონკრეტული დარგების საჭიროებებზე იქნება მორგებული.  სტრატეგიის ამ ნაწილში განხორციელებული პროგრამები შეიქმნება კერძო სექტორის ძირითადი აქტორების ჩართულობით და ორიენტირებული იქნება ბიზნეს სექტორის მოთხოვნების შესაბამისად სამუშაო ძალის გადამზადებაზე.  კონკრეტული დარგების საჭიროებებზე მორგებული და მზარდ კერძო სექტორში კვალიფიციური კადრების დასაქმებაზე ორიენტირებული პროგრამები ეხმიანება მისიის კიდევ ერთი პრიორიტეტულ მიმართულებას - ახალგაზრდების განვითარებას. უმუშევრობის შემცირება ხელს შეუწყობს არა მარტო ეკონომიკურ ზრდას, არამედ საქართველოდან (სადაც მოსახლეობის საერთო რაოდენობის კლების ფონზე სტაბილურად მატულობს ხანდაზმულთა რაოდენობა) მიგრაციის დონის დაწევასაც.

შეთანხმების ფარგლებში დაფინანსებული აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამები: (1) როგორც ეს წინამდებარე დოკუმენტშია ასახული, ხელს შეუწყობს პროგრამის მიზნებისა და შედეგების მიღწევას; (2) უზრუნველყოფილ იქნება შესაბამისი ანალიზით და დაგეგმარებით; და (3) დასრულდება მოცემული დროისა და ბიუჯეტის ფარგლებში.

 

VII.  მხარეთა როლი და ვალდებულებები.

 

წინამდებარე შეთანხმებაში განსაზღვრული მიზნებისა და შედეგების მიღწევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ შეთანხმებაზე ხელმომწერი მხარეების თანამშრომლობისა და მხარდაჭერის შედეგად, როლებისა და პასუხისმგებლობის შემდეგი გადანაწილებით.

 

ა. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა

 

პირდაპირი განხორციელება. ზოგადად,  მე-VI პუნქტში აღწერილ აქტივობებს, წინამდებარე შეთანხმების ქვეშ გამოყოფილი თანხებით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო განახორციელებს კერძო კომპანიებთან, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებთან  და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელ ორგანიზაციებთან კონტრაქტების, კოოპერაციული ხელშეკრულებებისა და საგრანტო ხელშეკრულებების საფუძველზე. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო დაიცავს სააგენტოს კონტრაქტებისა და საგრანტო ხელშეკრულებების მომზადებასა და შესრულებასთან დაკავშირებულ პროცედურებს და წესებს. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო მჭიდრო კოორდინაციას გაუწევს აღნიშნული აქტივობების განხორციელებას საქართველოს მთავრობის წარმომადგენელ პარტნიორ ორგანიზაციებთან. შეძლებისდაგვარად, სააგენტო პროექტებს განახორციელებს ქართული კომპანიების და ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით. 

 

ანგარიშის წარდგენა. კვარტალში ერთხელ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისია გრანტის მიმღებს წარუდგენს განმახორციელებელი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ მომზადებულ კვარტალურ ანგარიშებს, რომლებშიც წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული საქმიანობის შედეგები აისახება.

 

თანამშრომლობა.  წინამდებარე შეთანხმების მუხლი 6 (ი)-ის შესაბამისად, ასევე ქვემოთ მოცემული პუნქტი(ბ)-ის შესაბამისად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო აქტივობების დაგეგმვის პროცესში თანამშრომლობის მიზნით დაუკავშირდება საქართველოს მთავრობის შესაბამის ინსტიტუტებს, მათ შორის,განიხილება შესაძლო ურთიერთგაგების მემორანდუმები, ხელშეკრულებები და სხვა მსგავსი  შეთანხმებები. ამგვარი ხელშეკრულებების ფარგლებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო გააღრმავებს პარტნიორობას საქართველოს კონკრეტულ სამინისტროებსა და უწყებებთან.

 

ბ. საქართველოს მთავრობა

 

მონაწილე მხარის მონაწილეობა.  ფინანსთა სამინისტრო, გრანტის მიმღების სახელით: (i) უზრუნველყოფს პარტნიორების მიერ არამატერიალური მონაწილეობის ისეთი ფორმით აღრიცხვას, რომელიც  მკაფიო, გადამოწმებადი და მისაღები იქნება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის. (ii) წინამდებარე შეთანხმებაში განსაზღვრული მუხლი 3, პუნქტი 3.2. (გ)-ს საფუძველზე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს უნდა წარედგინოს მონაწილე მხარის მიერ გაწეული მონაწილეობის ანგარიში; (iii) წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე, როგორც მისი არამატერიალური მონაწილეობის ნაწილის, გრანტის მიმღების მიერ გაწეულ მომსახურეობასა და სხვა სახის კონტრიბუციაზე დადგინდეს მონიტორინგის შესაბიმისი პროცედურა; და (iv) უზრუნველყოს ამგვარი პროცედურების დაცვა.

 

გრანტის მიმღებმა თითოეულმა საჯარო უწყებამ, რომელიც წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული აქტიობებისგან იღებს პირდაპირ სარგებელს ან ჩართულია პროექტების მართვაში, საჭიროების შემთხვევაში უნდა წარადგინოს ტექნიკური წარმომადგენელი, რომელიც დაკავშირებული იქნება საქმიანობის განხორციელების ნებისმიერ საკითხთან. ეს წარმომადგენელი პირდაპირი საკონტაქტო პირი იქნება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან და ასევე მონაწილეობას მიიღებს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული აქტიობების განხორციელების საკითხებთან დაკავშირებულ ტექნიკურ შეხვედრებზე.  ტექნიკურმა წარმომადგენელმა ასევე შესაძლოა დადოს ერთი ან მეტი ხელშეკრულება, ურთიერთგაგების მემორანდუმი ან სხვა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც მოხდება რიგი საკითხების განსაზღვრა, მათ შორის,აღნიშნული უწყების მიერ შესაბამისი აქტიობების მიმართ მხარდაჭერის დაფიქსირება და მონაწილე მხარის კონტრიბუციის/მონაწილეობის განსაზღვრა, რაც გათვალისწინებულია წინამდებარე შეთანხმების მუხლი 3-ის, პუნქტი 3.2.(გ)-ში, და განმარტებულია ამ პუნქტსა და დანართი 1-ის პუნქტ III (ბ)-ში ( განვრცობილი აღწერა) .

 

მონაწილე მხარის მიერ შეტანილი კონტრიბუციის აღრიცხვისა და პარტნიორის მიერ ყოველწლიურად განხორციელებული კონტრიბუციის გადამოწმების მიზნით ფინანსთა სამინისტროს გადაეცემა ამ დოკუმენტაციის ასლები.  წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში დაფინანსებული საჯარო უწყებები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროთი, ფინანსთა სამინისტროთი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროთი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატით, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროთი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროთი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროთი, იუსტიციის სამინისტროთი, სურსათის ეროვნული სააგენტოთი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოთი, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოთი, საჯარო სამსახურის ბიუროთი, ცენტრალური საარჩევნო კომისიით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურით, სახალხო დამცველის აპარატით, „აწარმოე საქართველოში“ და საქპატენტით, ასევე პარლამენტითა და სხვა ქვემდგომი მთავრობების/მმართველობის წარმომადგენლებით.

 

საჭიროების შემთხვევაში, ზემოთ ნახსენებ სახელმწიფო უწყებებს ურჩევენ ითანამშრომლონ კერძო სექტორთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან.

 

პოლიტიკის სტრატეგიული ვალდებულელები.  დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაციის, მავნე ზეგავლენისადმი საქართველოს გაზრდილი მედეგობის და სამუშაო ადგილების შექმნის მიზნებთან მიმართებაში მიღწეული პროგრესი მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული საქართველოს მთავრობის ძალისხმევაზე. საერთო მიზნების მისაღწევად საქართველოს მთავრობა გაზრდის მმართველი ინსტიტუტების/უწყებების ანგარიშვალდებულებასა და საყოველთაო ხელმისაწვდომობას როგორც ადგილობრივ, ასევე სახელმწიფო დონეზე, რაც შემდეგნაირად უნდა მოხდეს:

 

  1. საჯარო მმართველობის რეფორმების გზამკვლევი:  საჯარო მმართველობის ეფექტურობისა და ზედამხედველობის  გაუმჯობესების მიზნით, გრანტის მიმღები დაამტკიცებს და მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწევს საქართველოს საჯარო მმართველობის რეფორმის 2021-2025 წლების გზამკვლევის განხორციელებაში, ისეთ სფეროებში, როგორიცაა პოლიტიკის შემუშავება და კოორდინაცია, საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვა, საჯარო სერვისების მიწოდება, ანგარიშვალდებულება, საჯარო ფინანსების მართვა, და ადგილობრივი თვითმმართელობის დეცენტრალიზაცია. წინამდებარე შეთანხმების მე-6 მუხლის (ზ) ფარგლებში, გრანტის მიმღები განახორციელებს რეგულირების გავლენის შეფასებებს (RIA) საჭიროების შესაბამისად, საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის გზით საკანონმდებლო  გარემოს გასაუმჯობესებლად. გრანტის მიმღები შექმნის მკაფიო ზედამხედველობის და ხარისხის კონტროლის მექანიზმებს რეგურილების გავლენის შეფასებისთვის.

 

  1. ღია მმართველობა პარტნიორობის სამოქმედო გეგმები: მთავრობის გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის, ასევე მოქალაქეების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის გაზრდის მიზნით, გრანტის მიმღები მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგავს ღია მმართველობა პარტნიორობის (OGP) სამოქმედო გეგმის და ანტიკორუფციული რეფომების განხორციელების საქმეში, რაც ასევე მოიცავს ანტიკორუფციული სისტემის გამართვასა და ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონმდებლობის მიღებასა და განხორციელებას.

 

  1. მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა:  მოქალაქეების დემოკრატიულ რეფორმებში ჩართულობის გაზრდის მიზნით, გრანტის მიმღები ხელს შეუწყობს და დაიცავს მოქალაქეების ინფორმაციის სანდო წყაროებთან წვდომას, დამოუკიდებელი მედიის საშუალებით და სამოქალაქო საზოგადოების იმ ინიციატივებში ჩართულობით, რომლებიც ადვოკატირებასა და ზედამხედველობას უწევენ მთავრობის ფუნქციონირებას. გრანტის მიმღები ხელს შეუწყობს დამოუკიდებელ მედიას და აქტიურად იბრძოლებს დეზინფორმაციის წინააღმდეგ დეზინფორმაციასთან ბრძოლის საყოველთაო საზოგადოებრივი სტრატეგიის შემუშავების საშუალებით.  გრანტის მიმღები უზრუნველყოფს მოქალაქეთა ჩართულობას და მათი აზრის გათვალისწინებას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

 

  1. 2021-2030 წლების საქართველოს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის პროექტი:  კანონის უზენაესობის დამოუკიდებელი, თანმიმდევრული და პროფესიონალური აღსრულების მიზნით, გრანტის მიმღები მიიღებს და მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწევს 2021-2030 წლების საქართველოს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიისა და მასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმების განხორცილების საქმეში. ადამიანის უფლებათა სტრატეგია უზრუნველყოფს სახელმწიფო სერვისებთან თანაბარ წვდომას. გრანტის მიმღები გააგრძელებს  ადამიანის უფლებების გაეროს კონვენციისა და საერთაშორისო კანონების დაცვას. საქართველოს მთავრობამ მნიშნველოვან პროგრესს მიაღწია გაეროს კონვენციებისა და სხვა საერთაშორისო კანონების რატიფიცირებაში, რომლებიც უკავშირდება ბავშვთა, ახალგაზრდების, ქალთა, უმცირესობების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვას. საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებათა კანონი და ბავშვის უფლებათა დაცვის კოდექსი ასახავენ ამ ვალდებულებებს; გრანტის მიმღები უზრუნველყოფს ზემოთხსენებული კანონების განხორციელებას ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მეშვეობით. 

 

  1. საპარლამენტო ღიაობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმები: პარლამენტის გამჭვირვალეობისა და ანგარიშვალდებულობის გაზრდის, ასევე მოქალაქეთა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართვის მიზნით, გრანტის მიმღები მიაღწევს პროგრესს საპარლამენტო ღიაობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების განხორციელებაში. 
  2. საპარლამენტო რეფორმები:  გრანტის მიმღები გააგრძელებს საპარლამენტო რეგლამენტითა და საპროცედურო წესებით გათვალისწინებული პროცესებისა და მექანიზმების გამოყენებას, პარლამენტის გამჭვირვალეობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის, ასევე მოქალაქეთა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის მიზნით.  გრანტის მიმღები მიაღწევს პროგრესს ინკლუზიური, ფაქტებზე დაფუძნებული კანონშემოქმედებითი პროცესების გასაუმჯობესებლად, ასევე პარლამენტის მიერ აღმასრულებელ და სასამართლო შტოებზე ზედამხედველობის გაასაძლიერებლად, რაც მოიცავს ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის, თემატური მოკვლევებისა და სხვა შესაბამისი მექანიზმების გამოყენებას.
  3. 2020-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგია და მასთან ასოცირებული სამოქმედო გეგმები:  ადგილობრივი თვითმმართველობის შესაძლებლობების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, გრანტის მიმღები მნიშვნელოვან წარმატებებს  მიაღწევს 2020-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგიის  და 2020-2021 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის და მისი შემდგომი წლების გეგმების განხორციელებასთან მიმართებაში, რათა დაჩქარდეს დეცენტრალიზაციის ახალი ეტაპი და მოხდეს ადგილობრივ დონეზე რეალური თვითმმართველობისთვის საჭირო პირობებისა და რესურსების  უზრუნველყოფა.

 

  1. 2021-2025 წლების სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სტრატეგიის პროექტი:  გრანტის მიმღები მიიღებს და წარმატებას მიაღწევს 2021-2025 წლების სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სტრატეგიის და მასთან დაკავშირებული  სამოქმედო გეგმების განხორციელების საქმეში, რაც ხელს შუწყობს მოწყვლადი მოსახლეობის სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტეგრაციას. გრანტის მიმღები გამოყოფს შესაბამის რესურსებს და უზრუნველყოფს საჭირო სამინისტროების ჩართულობას წინამდებარე სტრატეგიებში დასახული მიზნების მიღწევის საქმეში. 

 

  1. 2020 წლის ახალგაზრდული სექტორის რეფორმის გზამკვლევი და სამოქმედო გეგმა: პარლამენტის მიერ 2020 წელს საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის დამტკიცების შემდეგ, ახალგაზრდობის საგენტომ მოამზადა “ახალგაზრდული სტრატეგია 2025” და შესაბამისი გზამკვლევი, დევიზით „ახალგაზრდებისთვის, ახალგაზრდებთან და ახალგაზრდების მიერ”.  გრანტის მიმღები თანხმდება, რომ დაამტკიცებს და წარმატებით განახორციელებს აღნიშნულ სტრატეგიას. 

 

  1. მართლმსაჯულების რეფორმა:  გრანტის მიმღები გააგრძელებს საკანონმდებლო და ნორმატიულ რეფორმებს, რომლებიც გააძლიერებს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას. აღნიშნული მოიცავს არსებული საკანონმდებლო მანდატებისთვის რესურსების გამოყოფას და რეფორმების განხორციელების მონიტორინგს, რათა დადგინდეს შემდგომი რეფორმების აუცილებლობა.

 

  1. განათლების რეფორმის სტრატეგიის კანონპროექტი: საქართველოს მთავრობა გააგრძელებს და წარმატებას მიაღწევს განათლების რეფორმის განხორციელების კუთხით, რაც გადამწყვეტ როლს ითამაშებს საქართველოს ეკონომიკური, სოციალური და დემოკრატიული განვითარების საქმეში.  აღნიშნული მოიცავს რეფორმების ჩასატარებლად საჭირო რესურსების გამოყოფის კუთხით პროგრესის მიღწევას.  სამოქალაქო ჩართულობის გაზრდის მიზნით, გრანტის მიმღები გააფართოებს და უზრუნველყოფს მაღალხარისხიანი სამოქალაქო განათლების დანერგვას საქართველოს სკოლებში, მათ შორის,ნაბიჯებს გადადგამს სამოქალაქო განათლების ინსტიტუციონალიზაციის, გაფართოებისა და ზედმახედველობის კუთხით.   

 

  1. სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკა:  „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ და „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ კანონების შესაბამისად, გრანტის მიმღები დაამტკიცებს ათწლიან სახელმწიფო ენერგეტიკულ პოლიტიკას, რომელიც ენერგო უსაფრთხოების და სოლიდარობის, ენერგო ბაზრების, დეკარბონიზაციის, ინოვაციების და კონკურენტუნარიანობის საკითხებზეა ორიენტირებული, რაც კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობასთან. 

 

  1. ელექტოენერგიის ბაზრები: საერთაშორისო ენერგო საზოგადოებასთან ინტეგრაციის   მიზნით, გრანტის მიღები სრულად გახსნის საქართველოს ენერგო ბაზრებს კონკურენციის, გამჭვირვალობისა და ანტი-დისკრიმინაციულ პრინციპებზე დაყრდნობით. ენერგეტიკაში შეუზღუდავი ვაჭრობის უზრუნველყოფის მიზნით, გრანტის მიმღები შეიმუშავებს, განახორციელებს და აამოქმედებს  ელექტორენერგიის დღიურ ბაზარს, დააფუძნებს და აამოქმედებს  ელექტროენერგიის დაბალანსების ბაზარს, შექმნის ე.წ. „ფორვარდ“ ელექტორენერგიის ბაზარს (მომავალი კონტრაქტების ვაჭრობის ელექტროენერგიის ბაზარი) და ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის შიდა ბაზრის ფორმირებას.

 

  1. საინვესტიციო კანონმდებლობა: საქართველოს ეკონომიკის და კაპიტალის ბაზრების ზრდისა და დივერსიფიკაციის მიზნით, გრანტის მიმღები გააგრძელებს საკანონმდებლო და მარეგულირებელი რეფორმების გატარებას, რაც  კერძო სექტორისთვის ახალ ფინანსურ წყაროებთან წვდომას, ხოლო საინვესტიციო ფონდებისთვის კი სხვადასხვა მექანიზმებში ინვესტიციიის განხორციელების შესაძლებლობას გაზრდის.  ეს მოიცავს არსებული საკანონმდებლო მანდატების შესრულების მიზნით რესურსების გამოყოფას და რეფორმის განხორციელების მონიტორინგს, შემდგომში განსახორციელებელი რეფორმების დასადგენად.

 

  1. მიწის რეგისტრაცია და რეფორმა:  გრანტის მიმღები გააგრძელებს საქართველოში მიწის რეგისტრაციის ეფექტურ რეფორმას.

 

 

ანგარიშის წარდგენა და თანამშრომლობა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია წარმოადგენს ანგარიშს  გრანტის მიმღების მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ 1, 2, 3 და 4 პუნქტებში ჩამოთვილ პოლიტიკურ ვალდებულებებთან მიმართებაში.  ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო წარმოადგენს ანგარიშს გრანტის მიმღების მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ მე-5 პუნქტში მოცემულ პოლიტიკურ ვალდებულებასთან მიმართებაში.  პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წარმოადგენს ანგარიშს გრანტის მიმღების მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ მე-6 პუნქტში მოცემულ პოლიტიკურ ვალდებულებასთან მიმართებაში. საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო წარმოადგენს ანგარიშს გრანტის მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ მე-7 პუნქტში აღწერილ პოლიტიკურ ვალდებულებასთან მიმართებაში.  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი წარმოადგენს ანგარიშს გრანტის მიმღების მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ მე-8 პუნქტში აღწერილ პოლიტიკურ ვალდებულებასთან მიმართებაში.  ახალგაზრდობის სააგენტო წარმოადგენს ანგარიშს გრანტის მიმღების მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ მე-9 პუნქტში აღწერილ პოლიტიკურ ვალდებულებასთან მიმართებაში.  პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წარმოადგენს ანგარიშს გრანტის მიმღების მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ მე-10 პუნქტში აღწერილ პოლიტიკურ ვალდებულებასთან მიმართებაში.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წარმოადგენს ანგარიშს გრანტის მიმღების მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ მე-11 პუნქტში აღწერილ პოლიტიკურ ვალდებულებასთან მიმართებაში.  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო წარმოადგენს ანგარიშს გრანტის მიმღების მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ 12, 13, და 14 პუნქტებში აღწერილ პოლიტიკურ ვალდებულებებთან მიმართებაში.  საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს ანგარიშს გრანტის მიმღების მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ მე-15 პუნქტში აღწერილ პოლიტიკურ ვალდებულებებთან მიმართებაში. 

წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერის ყოველი წლისთავიდან არაუგვიანეს 5 დღის განმავლობაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო შეაგროვებს და მიაწვდის ღნიშნულ ანგარიშებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს.  დანართი 2 (სტანდარტული დებულებების) პუნქტი ბ.1-ის შესაბამისად აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან გრანტის მიმღებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ მოიწვიონ საკოორდინაციო შეხვედრა ზემოაღნიშნული პოლიტიკური ვალდებულელების გადახედვისა და განხილვის მიზნით.

 

 

               VIII. მონიტორინგი და შეფასება

 

მიმდინარე პროექტების უწყვეტი მონიტორინგი თანამშრომლობის პრინციპით განხორციელდება. მასში მონაწილეობას მიიღებენ პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციები, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო და პროექტში ჩართული სხვა დაინტერესებული მხარეები. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიამ პროექტების შესრულების მენეჯმენტის გეგმა (PMP) შეიმუშავა. მასში მოცემული ინდიკატორების სია მე-V პუნქტში შეგიძლიათ იხილოთ. ინდიკატორებთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვება და ანალიზი მოხდება რეგულარულად. წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული პროექტების ანგარიშები და მათი წარდგენის ვადები, როგორც წესი, შემდეგი სახის იქნება:

 

(1) წლიური სამუშაო გეგმა/განხორციელების გეგმა (მონიტორინგისა და პროექტის შესრულების შეფასების გეგმის ჩათვლით)  წარედგინება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან ორი თვის შემდეგ. მომდევნო წლიური სამუშაო გეგმები/ განხორციელების გეგმები წარედგინება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიას 12 თვის შემდეგ. და

 

(2) პროექტის შესრულების კვარტალური ანგარიშები და ფინანსური ანგარიშები წარედგინება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიას ყოველი კვარტალის დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ. 

 

წინამდებარე შეთანხმების მოქმედების პერიოდში ჩატარდება პროექტის შესრულების რამდენიმე შეფასება. პროექტის შესრულების შეფასებისას შესწავლილ იქნება პროექტებისა და პროგრამების ხარისხი და საჭიროების შემთხვევაში დაექვემდებარება კორექტირებას.  შეფასების დროს შესწავლილ იქნება ასევე რამდენად წარმატებულად ხორციელდება დაგეგმილი აქტიობები, ხდება თუ არა დადგენილი მიზნების მიღწევა და რა დასკვენებისა და ახალი ინფორმაციის გათვალისწინებაა საჭირო აღნიშნული პროგრამების მართვის გასაუმჯობესებლად და ასევე მომავალი პროგრამების შემუშავების პროცესშიც. პროექტის შესრულების შეფასების ანგარიშები ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე- http://dec.usaid.gov.     

 

  1. პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები.

 

 წინამდებარე შეთანხმების დანართი 2-ის პუნქტ ბ.5 ნაწილში მოცემული  აუდიტის დებულებებთან მიმართებაში (სტანდარტული დებულებები) მხარეების თანხმდებიან, რომ თუკი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო პირდაპირი სახით დააფინანსებს არაგრანტიორ პარტნიორებს წინამდებარე შეთანხმებაში ჩამოთვლილი რომელიმე აქტიობის ან პროგრამის განსახორციელებლად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო აღნიშნულ პარტნიორებთან დადებულ სააღსრულებო ხელშეკრულებებში შეიტანს აუდიტის აუცილებელ დებულებებს, რაც ჩაანაცვლებს გრანტის მიმღების მიერ აუდიტის საჭირო გეგმის წარდგენის ვალდებულებას, რაც აღწერილია შეთანხმების აღნიშნულ ნაწილში.

 

დანართი 1-ის ქვედანართი

ილუსტრირებული ფინანსური გეგმა:

 

 

USAID-ის თავდაპირველი მონაწილეობა

USAID-ის მთლიანი მიახლოებითი მონაწილეობა  

საქართველოს მთავრობის მთლიანი მიახლოებითი მონაწილეობა

ჯამური თანხა

$66,960,382

$330,580,000

$49,268,000

       

მიზანი 1

$14,517,819

$79,442,491

$7,668,000

კონფლიქტების დარეგულირება და სტაბილიზაცია

$3,900,000

$7,900,000

$922,000

ადამიანის უფლებები

$1,100,000

$11,463,233

 

სოფლის მეურნეობა

$500,000

$4,500,000

$450,000

კერძო სექტორის პროდუქტიულობა

$4,477,819

$36,427,843

$4,250,000

ენერგეტიკის თანამედროვე სერვისები

$3,600,000

$13,639,815

$2,046,000

პროგრამის მხარდაჭერა და საოპერაციო  ხარჯები

$940,000

$5,511,600

 
       

მიზანი 2

$25,880,387

$124,619,761

$30,098,000

კანონის უზენაესობა

$4,700,000

$25,859,975

$4,482,000

დემოკრატიული მმართველობა

$13,999,845

$60,976,867

$18,383,000

პოლიტიკური კონკურენცია და კონსესუსის მიღწევა

$300,387

$300,387

 

სამოქალაქო საზოგადოება

$1,450,000

$11,141,977

$2,600,000

საბაზისო განათლება

$3,000,000

$15,000,000

$4,500,000

სოციალური სერვისები

$400,155

$400,155

$133,000

კერძო სექტორის პროდუქტიულობა

$150,000

$750,000

 

პროგრამის მხარდაჭერა და საოპერაციო ხარჯები

$1,880,000

$10,190,400

 
       

მიზანი 3

$26,562,176

$126,517,748

$11,502,000

სოფლის მეურნეობა

$4,830,000

$18,271,911

$1,827,000

კერძო სექტორის პროდუქტიულობა

$13,352,181

$80,547,842

$8,055,000

სამუშაო ძალის შექმნა

$4,700,000

$16,200,000

$1,620,000

გარემოს დაცვა

$1,799,995

$1,799,995

 

პროგრამის მხარდაჭერა და საოპერაციო ხარჯები

$1,880,000

$9,698,000

 

 

დანართი 2

სტანდარტული დებულებები

შინაარსი

მუხლი ა: განსაზღვრებები და განხორციელების წერილები

პუნქტი ა.1. განსაზღვრებები                                                                                          

პუნტქი ა.2. განხორციელების წერილები

მუხლი ბ: ზოგადი დებულებები

 

პუნქტი ბ.1. კონსულტაციები

პუნქტი ბ.2. შეთანხმების განხორციელება

პუნქტი ბ.3. საქონლითა და მომსახურებით სარგებლობა

პუნქტი ბ.4. დაბეგვრა

პუნქტი ბ. 5. ანგარიშები და ინფორმაცია, შეთანხმების შესახებ   წარმოებული საბუღალტრო წიგნები და ჩანაწერები, აუდიტორული  შემოწმებები და ინსპექტირება

პუნქტი ბ. 6 ინფორმაციის სისრულე

პუნქტი ბ.7 სხვა გადასახდელები

პუნქტი ბ. 8. ინფორმაცია და მარკირება

 

მუხლი გ: შესყიდვის თანხის გაცემის პროცედურები      

პუნქტი გ.1. წარმოშობის წყარო და ეროვნება

პუნქტი გ.2. შესყიდვის განხორციელების ვადა

პუნქტი გ.3. გეგმები, სპეციფიკაციები და კონტრაქტები

პუნქტი გ. 4. გონივრული ფასი

პუნქტი გ. 5 პოტენციური მომწოდებლების შეტყობინება

პუნქტი გ. 6. ტრანსპორტირება

პუნქტი გ. 7. დაზღვევა

პუნქტი გ. 8. აშშ-ის მთავრობის საკუთრებაში   არსებული ჭარბი ქონება

პუნქტი გ.9. შესყიდვები და ფინანსური სახსრების გადახდა

მუხლი დ: გადახდები.

პუნქტი დ. 1. გადახდების ფორმები

პუნქტი დ. 2. სავალუტო გაცვლითი კურსი.

  მუხლი ე: შეთანხმების შეწყვეტა; სამართლებრივი დაცვის საშუალებები

პუნქტი ე.1 შეთანხმების შეჩერება და შეწყვეტა

პუნქტი ე. 2. თანხის დაბრუნება   

პუნქტი ე. 3. უფლებამოსილების შენარჩუნება მათი გამოუყენებლობის შემთხვევაში  პუნქტი ე. 4. უფლების გადაცემა

 მუხლი ვ: სხვადასხვა

 

 პუნქტი ვ.1 აბორტებისა და იძულებითი სტერილიზაციის შეზღუდვები

 პუნქტი ვ.2. ინვესტიციების ხელშეწყობა

 პუნქტი ვ. 3. მომუშავეთა უფლებები

 პუნქტი ვ.4. ტერორისტების დაფინანსება

სტანდარტული დებულებები

 

მუხლი ა: განსაზღვრებები და განხორციელების წერილები

პუნქტი ა. 1. განსაზღვრებები. წინამდებარე დანართში მოხსენიებული ‘შეთანხმება“ აღნიშნავს განვითარების მიზნის შესახებ შეთანხმებას, რომლის დანართსა და შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს წინამდებარე დანართი. ამ დანართში გამოყენებულ ტერმინებს შეთანხმებაში გამოყენებული ტერმინების ანალოგიური მნიშვნელობა აქვთ.

პუნქტი ა.2. განხორციელების წერილები. წინამდებარე შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობის  მიზნით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო პერიოდულად მოამზადებს განხორციელების წერილებს, რომელშიც შეიტანს დამატებით ინფორმაციას წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების შესახებ. მხარეებმა ასევე შეიძლება ერთობლივად მოამზადონ განხორციელების წერილები, რათა დაადასტურონ და წერილობით გადმოსცენ წინამდებარე შეთანხმების განხორციელების ასპექტებთან დაკავშირებული ურთიერთგაგება და თანხმობა. განხორციელების წერილები ასევე შეიძლება მომზადდეს წინამდებარე შეთანხმებით ნებადართული გადასინჯვის ან გამონაკლისის შემთხვევების წერილობითი ასახვის მიზნით.

მუხლი ბ: ზოგადი დებულებები

პუნქტი ბ. 1. კონსულტაციები. მხარეები ითანამშრომლებენ, რათა უზრუნველყონ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ამოცანისა და შედეგების განხორციელება. ამ მიზნით მხარეები, ერთმანეთის თხოვნით, გაცვლიან მოსაზრებებს შეთანხმებით გათვალისწინებული ამოცანისა და შედეგების განხორციელების, წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების, და ყველა იმ კონსულტანტის, კონტრაქტორის, ან მიმწოდებლის საქმიანობის შედეგების შესახებ, რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ წინამდებარე შეთანხმების შესრულებაში, ასევე შეთანხმებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ. 

პუნქტი ბ. 2. შეთანხმების განხორციელება. გრანტის მიმღები ვალდებულია:

ა) განახორციელოს შეთანხმების ის საქმიანობები, რომელთა უშუალო განხორციელებაც (ან შესრულების უზრუნველყოფა) გრანტის მიმღებს მოეთხოვება, ან უზრუნველყოს, რომ წინამდებარე შეთანხმება და ამგვარი საქმიანობები შესრულდეს სათანადო კეთილსინდისიერებით და ეფექტურობით, სათანადო ტექნიკური, ფინანსური, და მმართველობითი პრაქტიკის, ასევე  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  მიერ წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად დამტკიცებული დოკუმენტების, გეგმების, სპეციფიკაციების, კონტრაქტების, შესრულების განრიგების და პირობების, ასევე მათში შეტანილი ნებისმიერი ცვლილებების დაცვით; და

 

(ბ) უზრუნველყოს კვალიფიციური და გამოცდილი ხელმძღვანელი კადრების გამოყოფა, და საჭიროების შემთხვევაში მოამზადოს აღნიშნული კადრები წინამდებარე შეთანხმებით დაფინანსებული საქმიანობების წარმართვისა და განხორციელებისათვის, ასევე მიმდინარე საქმიანობების შემთხვევაში უზრუნველყოს მათი წარმართვა და განხორციელება ისე, რომ მიღწეულ იქნეს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ამოცანისა და პროგრამის კომპონენტების განგრძობადობა და წარმატებული განხორციელება.

 

პუნქტი ბ. 3. საქონლითა და მომსახურებით სარგებლობა.  წინამდებარე შეთანხმებით დაფინანსებული ყველა საქონელი და მომსახურება, გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც ეს სხვაგვარად არის შეთანხმებული აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან წერილობითი ფორმით, გამოყენებულ იქნება წინამდებარე შეთანხმების შესასრულებლად იმ დრომდე, სანამ არ დასრულდება ან არ შეწყდება ეს შეთანხმება, ხოლო შემდგომ (ასევე შეთანხმების შეჩერების ნებისმიერ პერიოდში) გამოყენებულ იქნება შეთანხმების ამოცანის შესრულების შემდგომი ხელშეწყობისათვის, ან სხვა მიზნით, როგორც ამას განხორციელების წერილებში მიუთითებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო. 

პუნქტი ბ.4. დაბეგვრა

(ა) გადასახადების გადახდისაგან ზოგადი გათავისუფლება. წინამდებარე შეთანხმება და შეთანხმებით გათვალისწინებული დახმარება გათავისუფლებულია გრანტის მიმღების ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადისგან. 

(ბ) გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს სხვაგვარად არის აღნიშნული ამ ქვეპუნქტში, (ა) ქვეპუნქტში მითითებული გადასახადების გადახდისაგან ზოგადი გათავისუფლება ვრცელდება, მაგრამ არ შემოიფარგლება: (1) წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ ნებისმიერ საქმიანობაზე, კონტრაქტზე, გრანტზე ან განხორციელების შესახებ სხვა შეთანხმებაზე; (2) ზემოთ მოცემული (1) პუნქტით გათვალისწინებულ ნებისმიერ ტრანზაქციაზე ან საქონლის მოწოდებაზე, აღჭურვილობაზე, მასალებზე, ქონებასა და სხვა საქონელზე (შემდგომში, ერთობლივად „საქონელი“); (3) კონტრაქტორებზე, გრანტის მიმღებზე, ან სხვა ორგანიზაციაზე, რომლებიც წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში ახორციელებენ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ საქმიანობებს; (4) ამგვარი ორგანიზაციის ნებისმიერ თანამშრომელზე; და (5) ნებისმიერ კონტრაქტორზე ან გრანტის მიმღებზე,  რომლებიც არიან ფიზიკური პირები და ახორციელებს წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ საქმიანობებს. 

(გ) (ა) ქვეპუნქტში მითითებული გადასახადების გადახდებისაგან ზოგადი განთავისუფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს სხვაგვარად არის აღნიშნული წინამდებარე ქვეპუნქტში, ვრცელდება, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგი გადასახადებით:

  1. გადასახადებისაგან გათავისუფლება 1. საბაჟო გადასახადები, ტარიფები, იმპორტის გადასახადები, ან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ან მათი ოჯახის წევრების პირადი საკუთრებისა და პირადი მოხმარების ნივთების (მათ შორის,პირად საკუთრებაში არსებული ავტომობილების) იმპორტზე, გამოყენებასა და რეექსპორტზე. 

 

გადასახადებისაგან გათავისუფლება (1) მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება ყველა გადასახდელით, რომელიც ეფუძნება ამგვარი იმპორტირებული საქონლის ღირებულებას, თუმცა არ მოიცავს მომსახურეობაზე გადასახადებს, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ამ საქონლის ან ტვირთის გადატანის მიზნით განხორციელებულ მომსახურეობებს.

 

  1. გადასახადებისაგან გათავისუფლება 2. საშემოსავლო, მოგების ან ქონების გადასახადი, რომელიც შემოღებულია (i) ნებისმიერი სახის უცხო ქვეყნის ორგანიზაციებზე, (ii) ადგილობრივი და უცხო ქვეყნის ორგანიზაციების უცხო ქვეყნის თანამშრომლებზე, ან (iii) უცხო ქვეყნის კონტრაქტორ ფიზიკურ პირებსა და გრანტის მიმღებზე.  გადასახადებისაგან განთავისუფლება (2) მოიცავს ყველა სახის საშემოსავლო და სოციალურ გადასახადს და ყველა იმ გადასახადს, რომელიც შემოღებულია უცხო ქვეყნის ორგანიზაციების ან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქონებაზე, როგორც პირადზე ასევე უძრავ ქონებაზე. ტერმინი ‘ადგილობრივი’ მიუთითებს იმ ორგანიზაციებზე, რომელიც დაფუძნებულია გრანტის მიმღებ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით და ასევე გრანტის მიმღები ქვეყნის მოქალაქეების მიერ, გარდა იმ მოქალაქეებისა, რომელთაც გააჩნიათ შეერთებულ შტატებში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქის სტატუსი. 

 

  1. გადასახადებისაგან გათავისუფლება 3. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით საქონლის ან მომსახურების შესყიდვის მიზნით განხორციელებულ ბოლო ოპერაციაზე დაწესებული გადასახადი, დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ), ან გადასახადები შესყიდვაზე, ან უძრავი ქონების იჯარაზე, ან პირად ქონებაზე. ტერმინი ‘ბოლო ოპერაცია’ მიუთითებს იმ ბოლო ოპერაციაზე, რომლითაც მოხდა საქონლის ან მომსახურების შესყიდვა იმ საქმიანობისთვის, რომელიც წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში ფინანსდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ.

 

(დ) იმ შემთხვევაში თუ გადასახადით დაიბეგრა ან გადასახადი გადახდილ იქნა გადასახადების გათავისუფლების შესახებ დებულებების საწინააღმდეგოდ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, შეიძლება (1) მოითხოვოს გრანტის მიმღებისაგან ამ გადასახადების აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის, ან სხვა პირთათვის დაბრუნება, რადგან აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული სახსრების გარდა უფლება აქვს განკარგოს ამგვარი გადასახადების დაბრუნების შედეგად მიღებული სახსრები, ან ამგვარი გადასახადის თანხა გამოქვითოს იმ თანხებიდან, რომელთა გადახდაც უნდა განხორციელდეს წინამდებარე შეთანხმების ან მხარეთა შორის გაფორმებული ნებისმიერი სხვა შეთანხმების მიხედვით.

 

გადასახადების განთავისუფლების პირობების გამოყენების თვალსაზრისით არსებული უთანხმოების შემთხვევაში მხარეები თანხმდებიან, რომ დაუყონებლივ შეხვდებიან და გადაწყვეტენ ამგვარ საკითხებს, რომლის დროსაც იხელმძღვანელებენ იმ პრინციპით, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ გაწეული დახმარება თავისუფალია პირდაპირი დაბეგვრისაგან და ამდენად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ გაწეული ყველა დახმარება ხელს შეუწყობს უშუალოდ გრანტის მიმღები ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

 

პუნქტი ბ. 5. ანგარიშები და ინფორმაცია, შეთანხმების შესახებ წარმოებული საბუღალტრო წიგნები და ჩანაწერები, აუდიტის შემოწმებები და ინსპექტირება.

 

ა) ანგარიშები და ინფორმაცია. გრანტის მიმღებმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს უნდა წარუდგინოს წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებული სააღრიცხვო ჩანაწერები, სხვა ანალოგიური ინფორმაცია და ანგარიშები, რომელთა წარდგენასაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო მოითხოვს გონივრულად.

(ბ) შეთანხმების შესახებ წარმოებული საბუღალტრო წიგნები და ჩანაწერები. გრანტის მიმღები აწარმოებს საბუღალტრო წიგნებს, ჩანაწერებს, დოკუმენტაციასა და წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებულ სხვა მტკიცებულებას, რომელშიც ადეკვატურად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე აისახება წინამდებარე შეთანხმების  ფარგლებში გრანტის მიმღების მიერ გაწეული ყველა ხარჯი, მის მიერ შეძენილი საქონლისა და მომსახურეობის მიღება და გამოყენება, წინასწარშეთანხმებული ხარჯების განაწილების (თანამონაწილეობის) მოთხოვნების შესრულება, გრანტის მიმღების მიერ საქონლისა და მომსახურების შესაძენად პოტენციური მომწოდებლებისათვის განკუთვნილი ტენდერის მოთხოვნების, შინაარსისა და  მასშტაბის აღწერილობა, კონტრაქტის და დავალების გაცემის საფუძველი, ასევე საერთო პროგრესის მიმოხილვა შეთანხმების განხორციელების დასრულების შესახებ (‘შეთანხმების შესახებ წარმოებული საბუღალტრო წიგნები და ჩანაწერები’). შეთანხმების შესახებ წარმოებული საბუღალტრო წიგნები და ჩანაწერები გრანტის მიმღებმა უნდა აწარმოოს ბუღალტრული აღრიცხვის საზოგადოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად, რომელიც აღიარებულია და გავრცელებულია შეერთებულ შტატებში, ან გრანტის მიმღების გადაწყვეტილებით, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისოდ აღიარებული სხვა პრინციპების შესაბამისად, მაგალითად (1) საჯარო სექტორის საბუღალტრო აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით, რომელიც დამტკიცებულიაა საჯარო სექტორის საბუღალტრო აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს კომიტეტის მიერ (ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის წევრი),  ან (2) აღიარებული და გავრცელებული საბუღალტრო აღრიცხვის სტანდარტია გრანტის მიმღების ქვეყანაში. შეთანხმების შესახებ დოკუმენტაცია და ჩანაწერები შეინახება სულ მცირე სამი წლის განმავლობაში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული ბოლო გადახდის თარიღიდან, ან უფრო ხანგძლივი პერიოდით, რომელიც საჭირო იქნება სასამართლო დავის გადასაწყვეტად, ან მოთხოვნებზე ან აუდიტის შედეგად გამოვლენილ ფაქტებზე საპასუხოდ, თუკი ამგვარი საჭიროება იარსებებს.

(გ) გრანტის მიმღების აუდიტორული შემოწმება. იმ შემთხვევაში, თუ პირველ ფისკალურ წელს უშუალოდ გრანტის მიმღების მიერ აშშ-ის მთავრობის სახსრებიდან გაიხარჯება 750 000 აშშ დოლარი ან უფრო მეტი, გრანტის მიმღებმა ამ ხარჯების ფინანსური აუდიტორული შემოწმება უნდა განახორციელოს შემდეგი პირობების დაცვით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მხარეები სხვა პირობებზე არ შეთანხმდებიან წერილობით:  

  1. გრანტის მიმღები ფინანსური აუდიტის ჩასატარებლად გამოიყენებს ქვეყანაში არსებულ უმაღლეს აუდიტორულ დაწესებულებას, იმ შემთხვევაში თუ ეს აუდიტორული ორგანო დამტკიცებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ, ან შეარჩევს დამოუკიდებელ აუდიტორს.  აღნიშნული აუდიტი უნდა ჩატარდეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ გამოცემული გაიდლაინების შესაბამისად; და
  2. აუდიტორმა უნდა დაადგინოს წინამდებარე შეთანხმებით გამოყოფილი სახსრების მიღება და გახარჯვა ასახული არის თუ არა ზემოთ მოცემულ (ბ) ქვეპუნქტით შეთანხმებული საყოველთაოდ მიღებული ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების შესაბამისად და გრანტის მიმღებმა დაიცვა თუ არა წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები. ყოველი აუდიტორული ანგარიში უნდა წარედგინოს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს არა უმეტეს ცხრა თვის განმავლობაში გრანტის მიმღების იმ საანგარიშგებო წლის დასრულებიდან, რომელი წლის ანგარიშგების აუდიტიც ხორციელდება.

(დ) გრანტის თანხის ქვე-მიმღებთა აუდიტორული შემოწმება. გრანტის მიმღებმა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეები წერილობით სხვაგვარად შეთანხმდებიან, უნდა უზრუნველყოს, რომ გრანტის სახსრების ‘გადაფარულ’ ქვემიმღებებს ჩაუტარდებათ აუდიტორული შემოწმება და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, მისთვის მისაღები ფორმით და შინაარსით, გრანტის სახსრების ‘გადაფარული’ ქვე-მიმღებები წარუდგენენ განხორციელებული დანახარჯების აუდიტორული შემოწმების გეგმას გრანტის მიმღების იმ საანგარიშგებო წლის დასრულებამდე, რომელი წლის ანგარიშგების აუდიტიც ხორციელდება. როგორც ეს ქვემოთ არის განმარტებული, ‘გადაფარული’ ქვე-მიმღებები არიან გრანტის სახსრების ის მიმღებები, რომლებიც სახსრებს იღებენ გრანტის მიმღებთან პირდაპირი კონტრაქტის ან ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე, წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული საქმიანობების შესასრულებლად.

 

(1)  ‘გადაფარული’ ქვე-მიმღები არის ის, ვინც ხარჯავს 750,000 აშშ დოლარს, ან უფრო მეტ თანხას ფისკალური წლის განმავლობაში ‘აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული ხელშკრულების’ ფარგლებში (ანუ აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული ანაზღაურებადი კონტრაქტების, საგრანტო ან თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებების მიმღებები).

 

  1. აუდიტორული შემოწმების გეგმით განისაზღვრება ის მეთოდოლოგია, რომელსაც გრანტის მიმღები გამოიყენებს გადაფარულ ქვე-მიმღებებთან მიმართებაში თავისი აუდიტორული შემოწმების პასუხისმგებლობების შესასრულებლად. გრანტის მიმღებს ამგვარი პასუხისმგებლობები შეუძლია შეასრულოს ქვე-მიმღებთა დამოუკიდებელი აუდიტორული შემოწმების მეშვეობით; გრანტის მიმღების დამოუკიდებელი ფინანსური აუდიტორული შემოწმების განვრცობით, ისე რომ აღნიშნულმა აუდიტმა ასევე მოიცვას ქვე-მიმღებთა სააღრიცხვო ანგარიშების შემოწმება; ან აღნიშნული ორივე პროცედურის კომბინაციით. 

 

  1.  აუდიტორული შემოწმების გეგმაში აღინიშნება გადაფარულ ქვე-მიმღებთათვის გამოყოფილი სახსრები, რომელთა შემოწმებაც განხორციელდება აუდიტის შესახებ სხვა დებულების დაცვით ჩატარებული აუდიტორული შემოწმებების დროს, და რითაც შესრულდება გრანტის მიმღების აუდიტორული პასუხისმგებლობები.

 

  1. გრანტის მიმღები უზრუნველყოფს, რომ გადაფარულმა ქვე-მიმღებებმა, რომელთაც გრანტის მიმღებთან პირდაპირი კონტრაქტები ან ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული, განახროციელონ შესაბამისი და დროული  მაკორექტირებელი ღონისძიებები; გრანტის მიმღები განსაზღვრავს ქვე-მიმღებთა აუდიტორული შემოწმებების შედეგად საჭიროა თუ არა გრანტის მიმღების სააღრიცხვო ჩანაწერების კორექტირება; და ყოველი ამგვარი ქვემიმღებისაგან მოითხოვს, რომ დამოუკიდებელი აუდიტორებისათვის ხელმისაწვდომი გახდეს ბუღალტრული ჩანაწერები და ფინანსური  ანგარიშები, როდესაც კი ამგვარი საჭიროება წარმოიშვება.

 

(ე) აუდიტის დასკვნები. გრანტის მიმღები წარუდგენს, ან უზრუნველყოფს, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარუდგინონ აუდიტორული დასკვნა ყველა იმ აუდიტორული შემოწმებისათვის, რომლის ჩატარების ორგანიზება შეთანხმების წინამდებარე ნაწილის შესაბამისად განახორციელა გრანტის მიმღებმა. აუდიტორული დასკვნები წარდგენილი უნდა იქნეს აუდიტორული შემოწმების დასკვნიდან 30 დღეში და არა უგვიანეს ცხრა თვისა იმ საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან, რომელი პერიოდის ანგარიშგების აუდიტიც ხორციელდება.

(ვ) სხვა გადაფარული ქვე-მიმღებები. იმ ‘გადაფარული’ ქვე-მიმღებების შემთხვევაში, რომლთაც წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული აქვთ პირდაპირი კონტრაქტები ან ხელშეკრულებები, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო აღნიშნულ კონტრაქტებში ან ხელშეკრულებებში შეიტანს აუდიტორული შემოწმების შესაბამის მოთხოვნებს და ამ მოთხოვნების მიხედვით წარმოდგენილ აუდიტორის დასკვნებთან დაკავშირებით გრანტის მიმღების სახელით განახორციელებს შემდგომ ღონისძიებებს.

(ზ) აუდიტორული შემოწმების ხარჯები. შეთანხმების ამ ნაწილით განსაზღვრული პირობების შესაბამისად ჩატარებული აუდიტორული შემოწმების ხარჯები, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე, შეიძლება ასახულ იქნას წინამდებარე შეთანხმების ბიუჯეტში და გადახდილ იქნეს წინამდებარე შეთანხმების თანხიდან იმ შემთხვევაში თუ ასეთი თანხები იქნება დასაშვები, მისაღები და გონივრული.

 

(თ) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ აუდიტორული შემოწმების განხორციელება. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო იტოვებს უფლებას განახორციელოს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული აუდიტორული შემოწმებები გრანტის მიმღების სახელით. განახორციელოს ფინანსური საქმიანობის შეფასება, ან სხვაგვარად უზრუნველყოს იმ ორგანიზაციების ანგარიშვალდებულება, რომლებიც ხარჯავენ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სახსრებს მიუხედავად იმისა, მათ მიმართ არსებობს თუ არა აუდიტორული შემოწმების მოთხოვნა.

(ი) აუდიტორული შემოწმების ან ინსპექტირების შესაძლებლობა. გრანტის მიმღებმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს უფლებამოსილ წარმომადგენლებს შესაძლებლობა უნდა მისცეს, ყოველ გონივრულ დროს, განახორციელონ წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში დაფინანსებული საქმიანობების, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული საქონლის ან მომსახურეობის გამოყენების, ასევე წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებული საბუღალტრო წიგნების, სააღრიცხვო ჩანაწერებისა და სხვა დოკუმენტების აუდიტორული შემოწმება ან ინსპექტირება.

(კ) ქვე-მიმღებთა საბუღალტრო წიგნები და ჩანაწერები. გრანტის წინამდებარე პუნქტის (ა),(ბ), (დ), (ე), (ვ), (ზ) და (თ) ქვეპუნქტებს შეიტანს ქვე-ხელშეკრულებებში, რომლსაც გააფორმებს იმ არა-ამერიკულ ორგანიზაციებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ წინამდებარე პუნქტის (გ) ქვეპუნქტით 750,000 აშშ დოლარის ოდენობით განსაღვრული ხარჯების გაწევის მაქსიმალურ ზღვარს. იმ არა-ამერიკულ ორგანიზაციებთან გაფორმებული ქვე-ხელშეკრულებები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ხარჯების გაწევის 750,000 აშშ დოლარიან მაქსიმალურ ზღვარს, მინიმუმ უნდა შეიცავდეს (ზ) და (თ) ქვეპუნქტებს. აშშ-ში რეგისტრირებულ ორგანიზაციებთან გაფორმებულ ქვე-ხელშეკრულებებში უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ში დარეგისტრირებული ორგანიზაცია ექვემდებარება აშშ-ის ფედერალური რეგულაციების კოდექსის 22 CFR Part 200-ში მითითებულ აუდიტორული შემოწმების მოთხოვნებს.

 

პუნქტი ბ.6. ინფორმაციის სისრულე. გრანტის მიმღები ადასტურებს, რომ:

 

(ა) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან წინამდებარე შეთანხმების თაობაზე შეთანხმების მიღწევის პროცესში, ის ფაქტები და გარემოებები, რომელთა შესახებაც მან აცნობა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ან უზრუნველყო, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსათვის ეცნობებინათ, ზუსტია, სრულია და მოიცავს ყველა იმ ფაქტსა და გარემოებას, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს ამ შეთანხმებაზე ან შეთანხმებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობების შესრულებაზე; და

 

(ბ) იგი აშშ-ის საერთაშორის განვითარების სააგენტოს დროულად აცნობებს ნებისმიერ შემდგომ ფაქტსა და წარმოშობილ გარემოებას, რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს, ან გონივრულია ვიფიქროთ, რომ მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს ამ შეთანხმებაზე ან შეთანხმებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობების შესრულებაზე.

 

პუნქტი ბ.7. სხვა გადასახდელები.  გრანტის მიმღები ადასტურებს, რომ წინამდებარე შეთანხმებით დაფინანსებული  საქონლის ან მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით გრანტის მიმღების არც ერთ წარმომადგენელს არ მიუღია, ან არ მიიღებს რაიმე თანხას გარდა იმ მოსაკრებლებისა, გადასახადებისა, ან  ანალოგიური გადასახდელებისა, რომელსაც ითვალისწინებს გრანტის მიმღების ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა.

 

პუნქტი ბ.8. ინფორმაცია და მარკირება.  გრანტის მიმღები უზრუნვეყოფს ფართო საზოგადოებისთვის წინამდებარე შეთანხმების სათანადო გაშუქებას იმის მითითებით, რომ პროგრამა ხორციელდება შეერთებული შტატების მხარდაჭერით, მიუთითებს შეთანხმებით გათვალისწინებული საქმიანობების ადგილმდებარეობას, და მოახდენს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული საქონლის მარკირებას, როგორც ეს განხორციელების წერილებით იქნება განსაზღვრული.

 

მუხლი გ: შესყიდვის პროცედურები. 

 

პუნქტი გ.1. წარმოშობის წყარო და ეროვნება.  ყველა საქონელს, რომელიც ფინანსდება შეთანხმების საფუძველზე უნდა გააჩნდეს წარმოშობის წყარო, ხოლო საქონლისა და მომსახურეობის მიმწოდებლებს კი - ეროვნება, და ისინი უნდა წარმოადგენდნენ ქვეყნებს, რომელთა გეოგრაფიული კოდი არის 937 ან 110; გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო სხვაგვარად განსაზღვრავს ამას წერილობით. ამასთან:

 

  1. საოკეანო გადაზიდვების ხარჯები დაფინანსდება წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში მხოლოდ იმ მცურავი საშუალებების შემთხვევაში, რომლებიც ცურავენ იმ დროშის ქვეშ, რომელიც შეტანილია 935-ე კოდში აღნიშნული ქვეყნების დროშების რეესტრში. ასევე იხილეთ გ.6.  ნაწილი იმ მცურავი საშუალებების შესახებ, რომლებიც აშშ-ის დროშის ქვეშ ცურავენ

 

  1. წინამდებარე შეთანხმებით დაფინანსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები წარმოებული უნდა იყოს შეერთებული შტატების მწარმოებლის მიერ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო სხვაგვარად განსაზღვრავს ამას წერილობით.

 

(ბ) საოკეანო და საჰაერო გადაზიდვის წარმოშობის წყაროდ და ადგილად მიჩნეულ იქნება გადაზიდვის დროს საოკეანო მცურავი საშუალების, ან მფრინავი საშუალების რეგისტრაციის ქვეყანა.

 

(გ) იმ საქონლისა და მომსახურეობის შესახებ დებულებები, რომელთა შეძენაც შეზღუდულია, ან დაუშვებელია, შესაძლოა წარმოდგენილ იქნეს განხორციელების წერილში. 

 

(დ) წინამდებარე შეთანხმებით დაფინანსებული ქონების საჰაერო გადაზიდვა, ან პირთა საჰაერო ტრანსპორტირება განხორციელდება იმ საჰაერო მფრინავი საშუალებებით, რომელთაც გააჩნიათ შეერთებულ შტატებში გაცემული სერთიფიკატი, იმ შემთხვევაში თუ ამგვარი მფრინავი საშუალებების მომსახურება ხელმისაწვდომია ‘ამერიკული მფრინავი საშუალებების შესახებ კანონის’ შესაბამისად. ეს მოთხოვნა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ შეიძლება დამატებით აღწეროს განხორციელების წერილებში.

 

პუნქტი გ.2. შესყიდვის განხორციელების ვადა. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში არ დაფინანსდება ის საქონელი, ან მომსახურება, რომელიც შეძენილ იქნა იმ შეკვეთების ან კონტრაქტების საფუძველზე, რომელიც გაფორმდა და ძალაში შევიდა წინამდებარე შეთანხმების გაფორმების თარიღამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მხარეები სხვაგვარად შეთანხმდებიან წერილობით.

 

პუნქტი გ. 3. გეგმები, სპეციფიკაციები, და კონტრაქტები. შემდეგ საკითხებზე საერთო შეთანხმების არსებობისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მხარეების სხვაგვარად შეთანხმდებიან წერილობით:

 

(ა) გრანტის მიმღებმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მომზადებისთანავე უნდა წარუდგინოს:

 

  1. გეგმა, სპეციფიკაციები, შესყიდვების ან მშენებლობის განრიგები, კონტრაქტები, ან სხვა დოკუმენტაცია, რომელიც გრანტის მიმღებსა და მესამე მხარეს შორის უნდა გაფორმდეს წინამდებარე შეთანხმებით დასაფინანსებულ საქონელთან ან მომსახურებებთან დაკავშირებით, მათ შორის,კონტრაქტორების წინასაკვალიფიკაციო შერჩევასთან, კონტრაქტორების შერჩევასთან, და ტენდერების აღწერილობასთან, მოთხოვნებთან და სატენდერო განაცხადებთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაცია. ანალოგიურად ამგვარ დოკუმენტაციაში შესატანი მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარედგინება ცვლილებების მომზადების დასრულებისთანავე;

 

  1. მსგავსი დოკუმენტაცია, რომელიც დაკავშირებულია ნებისმიერი ისეთი საქონლის ან მომსახურების შესყიდვასთან, რომელიც არ ფინანსდება წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში, მაგრამ  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  მიაჩნია, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს შეთანხმებისთვის, ასევე წარედგინება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისი მომზადებისთანავე. წინამდებარე (ა) (2) ქვეპუნქტში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებული შეთანხმების ასპექტები იდენტიფიცირებული იქნება განხორციელების წერილებში.

 

(ბ) წინამდებარე შეთანხმებით დაფინანსებული საქონლისა და მომსახურების მომწოდებელი კონტრაქტორების წინასაკვალიფიკაციო შერჩევის დოკუმენტებს, ასევე ტენდერების აღწერილობასა და სატენდერო განცხადებებს, მათ გამოქვეყნებამდე, წერილობით დაამტკიცებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო და მათ პირობებში აისახება შეერთებული შტატების სტანდარტები და კრიტერიუმები;

 

(გ) წინამდებარე შეთანხმებით დაფინანსებულ იმ კონტრაქტებსა და კონტრაქტორებს, რომლებიც დაქირავებულნი იქნებიან საინჟინრო და სხვა პროფესიული მომსახურების, სამშენებლო მომსახურების, და სხვა ამგვარი მომსახურების შესასრულებლად, აღჭურვილობის, ან მასალების მოსაწოდებლად, როგორც ეს შეიძლება აღინიშნოს განხორციელების წერილებში, წერილობით დაამტკიცებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო კონტრაქტის გაფორმებამდე. ამ კონტრაქტებში შესატან მნიშვნელოვან ცვლილებებს, მათი კონტრაქტში შეტანამდე, ასევე წერილობით დაამტკიცებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო; და

 

(დ) ის საკონსულტაციო ფირმები და მათი მომსახურების სფერო, რომელთა მომსახურებითაც სარგებლობს გრანტის მიმღები წინამდებარე შეთანხმებისთვის, მაგრამ არ ფინანსდება ამ შეთანხმების ფარგლებში, ასევე ამ ფირმების პერსონალის მოქმედების სფერო, რომლებიც წინამდებარე შეთანხმებით დაფინანსებულ საქმიანობებზე იმუშავებენ, როგორც ეს შეიძლება განსაზღვროს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ, ასევე გრანტის მიმღების მიერ წინამდებარე შეთანხმებისთვის გამოყენებული სამშენებლო კონტრაქტორები, რომელებიც არ ფინანსდებიან შეთანხმების სახსრებით, მისაღები უნდა იყოს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსათვის.

 

პუნქტი გ.4. გონივრული ფასი. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსებული ნებისმიერი საქონლისათვის ან მომსახურეობისათვის არ იქნება გადახდილი გონივრულ ფასზე უფრო მეტი. მათი შეძენა განხორციელდება სამართლიან, და რამდენადაც ეს პრაქტიკულად შესაძლებელია, მაქსიმალურად კონკურენტულ საფუძველზე.

 

პუნქტი გ. 5. პოტენციური მიმწოდებლების შეტყობინება. წინამდებარე შეთანხმებით დაფინანსებული საქონლისა და მომსახურების მოწოდებაში შეერთებული შტატების ყველა ფირმებისათვის მონაწილეობის მიღების შესაძლებლობის მიცემის მიზნით, გრანტის მიმღები აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარუდგენს ამ საკითხთან დაკავშირებულ ინფორმაციას იმ დროს, როცა ეს შეიძლება მოითხოვოს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ განხორციელების წერილებში.

 

პუნქტი გ. 6 . ტრანსპორტირება

 

(ა) გ. 1.(ა) პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების გარდა, საოკეანო ან საჰაერო ხომალდებით ტრანსპორტირებისა და ტვირთის მიწოდებასთან დაკავშირებული მომსახურების ხარჯები არ დაფინანსდება წინამდებარე შეთანხმებითიმ შემთხვევაში, თუ ეს ხარჯები განკუთვნილია იმ საოკეანო ან საჰაერო გადაზიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტრანსპორტირებისათვის, რომელიც არ იქნა წინასწარ დამტკიცებული აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ.

 

(ბ) გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო დაადგენს, რომ აშშ-ის დროშის ქვეშ მცურავი კერძო მფლობელობაში არსებული კერძო, კომერციული საოკეანო ხომალდები არ არის ხელმისაწვდომი ამგვარი ხომალდებისათვის სამართლიანი და გონივრული ფასის ფარგლებში, ან წერილობით დათანხმდება სხვაგვარად:

 

  1. ყველა იმ საქონლის მთლიანი ტონაჟის მინიმუმ ორმოცდაათი პროცენტი (50%) (ეს პროცენტი ცალკე გამოითვლება მშრალი, შეუფუთავი ტვირთის გადამზიდავებისათვის, მშრალი ტვირთის ლაინერებისა და ტანკერებისათვის), რომელიც ფინანსდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ, და რომლის ტრანსპორტირებაც შეიძლება მოხდეს საოკეანო ხომალდებით, გადაიზიდება აშშ-ის დროშის ქვეშ მცურავი კერძო, კომერციული ხომლადებით; და

 

  1. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული მშრალი ტვირთის ლაინერების მეშვეობით გრანტის მიმღების ტერიტორიაზე შემოტანილი ტვირთების გადაზიდვებიდან მიღებული მთლიანი შემოსავლის მინიმუმ ორმოცდაათი პროცენტი (50%) გადახდილი უნდა იქნეს აშშ-ის დროშის ქვეშ მცურავ კომერციულ ხომალდებისათვის ან გადახდილ იქნეს მათ სასარგებლოდ. წინამდებარე პუნქტის (1) და (2) ქვეპუნქტების მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს როგორც აშშ-ის პორტებიდან შემოტანილი ნებისმიერ ტვირთისთვის, ასევე სხვა ქვეყნების პორტებიდან შემოტანილ ტვირთისთვის, რომელთა გაანგარიშება ცალ-ცალკე მოხდება.

 

პუნქტი გ.7. დაზღვევა.

 

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული, გრანტის მიმღების ტერიტორიაზე შესატანი ტვირთების საზღვაო დაზღვევა შეიძლება დაფინანსდეს წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში, თუ

 

  1. ამგვარი დაზღვევა განხორციელდება ყველაზე მომგებიანი კონკურენტუნარიანი განაკვეთით,

 

  1. ამგვარ დაზღვევას განახორციელებს ისეთი ქვეყანა, რომელიც უფლებამოსილია გ.1.(ა) პუნქტის მიხედვით; და

 

  1. დაზღვევის ანაზღაურების მოთხოვნები გადახდილი იქნება აშშ დოლარში, ან თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აშშ-ის საერთაშორისო განვითრების სააგენტო სხვაგვარად დათანხმდება წერილობით.

 

თუ გრანტის მიმღები (ან გრანტის მიმღების მთავრობა) კანონის, დადგენილების, განკარგულების, მარეგულირებელი აქტის, ან პრაქტიკის მეშვეობით აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ  დაფინანსებულ  შესყიდვებთან დაკავშირებით განახორციელებს დისკრიმინაციას საზღვაო დაზღვევის ნებისმიერი კომპანიის მიმართ, რომელიც უფლებამოსილია შეერთებული შტატების ნებისმიერ შტატში განახორციელოს სადაზღვევო საქმიანობა, ასეთ შემთხვევაში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული ყველა ის საქონელი, რომლის ტრანსპორტირებაც ხორციელდება გრანტის მიმღების ტერიტორიაზე, დაზღვეული იქნება საზღვაო რისკებზე და ამგვარი დაზღვევა განთავსდება შეერთებულ შტატებში მოქმედ იმ კომპანიაში, ან კომპანიებში, რომლებიც უფლებამოსილნი არიან საზღვაო დაზღვევა განახორციელონ შეერთებულ შტატებში.

 

(ბ) გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო სხვაგვარად თანხმდება წერილობით, გრანტის მიმღები დააზღვევს, ან უზრუნველყოფს წინამდებარე შეთანხმებით დაფინანსებული და წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის იმპორტირებული საქონლის დაზღვევას სატრასნპორტო რისკებზე და ინციდენტებზე, აღნიშნული საქონლის საბოლოო ექსპლუატაციის ადგილზე ტრანსპორტირების ჩათვლით.  ამგვარი დაზღვევა დაეფუძნება უსაფრთხო კომერციული პრაქტიკის დროს გამოყენებულ პირობებს და დაზღვეული იქნება საქონლის მთლიანი ღირებულება. ნებისმიერი კომპენსაცია, რომელსაც გრანტის მიმღები ამგვარი დაზღვევის ფარგლებში მიიღებს, გამოყენებული იქნება დაზღვეული საქონლის ნებისმიერი მნიშვნელოვანი დაზიანების ან დანაკარგის აღმოსაფხვრელად ან საქონლის გამოსაცვლელად, ან აღნიშნული კომპენსაცია გაიცემა გრანტის მიმღებზე მის მიერ აღნიშნული საქონლის შესაკეთებლად ან გამოსაცვლელად გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად.  საქონლის ნებისმიერი ამგვარი გამოცვლა განხორციელდება იმ წარმოშობის წყაროსა და ადგილის ქვეყნებში წარმოებული საქონლით, რომელიც მიეკუთვნება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს N935 ან 110 გეოგრაფიულ კოდებს, გაცვლის მომენტში ქვეყნების მოქმედი კოდების გათვალისწინდებით, და დაექვემდებარება წინამდებარე შეთანხმების დებულებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო სხვაგვარად არ დათანხმდა წერილობით.

 

პუნქტი გ. 8. აშშ-ის მთავრობის საკუთრებაში არსებული ჭარბი ქონება. გრანტის მიმღები თანხმდება, რომ როდესაც ეს შესაძლებელია, წინამდებარე შეთანხმებით დაფინანსებული ახალი საქონლის ნაცვლად გამოყენებული იქნეს აშშ-ის მთავრობის საკუთრებაში არსებული ჭარბი ქონება. წინამდებარე შეთანხმების სახსრები შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ამგვარი ქონების მიღების ხარჯების დასაფინანსებლად.

 

პუნქტი გ.9. შესყიდვები და გადახდები. გრანტის მიმღები თანხმდება, რომ პირველი დანართით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებისათვის გრანტის თანხები შეიძლება დაკონტრაქტდეს, გამოიყოს ან გაიცეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ პირდაპირ მესამე პირზე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წესების და პროცედურების დაცვით,  გარდა იმ შემთხვევებისა თუ ეს არ იქნა სხვაგვარად დადასტურებული აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ წერილობით. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო ვალდებულებას იღებს გრანტის მიმღებს მიაწოდოს პერიოდული საანგარიშგებო მოხსენებები იმ კონტრაქტებისა და გრანტების განხორციელების სტატუსის შესახებ, რომლებსაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო აფინანსებს წინამდებარე გრანტის ფარგლებში მესამე მხარეებთან პირდაპირი გზით დადებული კონტრაქტებისა და გრანტების მეშვეობით, თუმცა ამგვარი საანგარიშგებო მოხსენებების წარდგენა არ მოხდება უფრო ხშირად ვიდრე კვარტალში ერთხელ, ან როგორც მხარეების შეთანხმდებიან წერილობით

 

მუხლი დ:  გადახდები

პუნქტი დ. 1. გადახდის ფორმები. თანხის გადარიცხვები განხორციელდება იმ ფორმით, რომელზეც მხარეები წერილობით შეთანხმდებიან. 

პუნქტი დ. 2.  სავალუტო გაცვლითი კურსი. იმ შემთხვევაში თუ წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში გამოყოფილი თანხები გრანტის მიმღების ქვეყანაში შეტანილი იქნება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ან სხვა ნებისმიერი სახელმწიფო ან კერძო დაწესებულების მიერ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ვალდებულებების განსახორციელებლად, გრანტის მიმღები საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს, რომ ამგვარი თანხების კონვერტაცია მოხდეს ადგილობრივ ვალუტაში კონვერტაციის მომენტში გრანტის მიმღების ქვეყანაში არსებული ყველაზე მაღალი გაცვლითი კურსით, რაც იმ მომენტისთვის არ იქნება უკანონო გრანტის მიმღების ქვეყანაში ნებისმიერი ადამინისთვის, ნებისმიერი მიზნისთვის. 

მუხლი ე:  შეთანხმების შეწყვეტა, სამართლებრივი დაცვის საშუალებები

პუნქტი ე. 1 შეთანხმების შეჩერება და შეწყვეტა.

(ა)შეთანხმების ნებისმიერ მხარეს შეუძლია მთლიანად შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმება, რის შესახებაც მეორე მხარეს გაუგზავნის წერილობით შეტყობინებას  ოცდაათი დღით (30) ადრე. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ასევე შეუძლია ნაწილობრივ შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმება, რის შესახებაც გრანტის მიმღებს გაუგზავნის წერილობით შეტყობინებას ოცდაათი დღით (30) ადრე, და შეაჩეროს შეთანხმების აღსრულება სრულად ან ნაწილობრივი, წერილობითი შეტყობინების საფუძველზე. ამასთან, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმება გრანტის მიმღებისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნისთანავე იმ შემთხვევაში, თუ (i) გრანტის მიმღები არ შეასრულებს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ რომელიმე დებულებას, (ii) ადგილი ექნება ისეთ მოვლენას, რის გამოც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო გადაწყვეტს, რომ ამ მოვლენის გამო სავარაუდოდ შეუძლებელია წინამდებარე შეთანხმების ან დახმარების პროგრამის მიზნებისა ან შედეგების მიღწევა ან გრანტის მიმღების მიერ შეთანხმების დებულებების დაცვა, ან (iii) შეთანხმებით გათვალისწინებული ნებისმიერი გადახდის განხორციელება ან ამ სახსრების გამოყენება დაარღვევს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობას, რომელიც ამჟამად მოქმედებს, ან შემდგომში შევა ძალაში.

(ბ) წინამდებარე შეთანხმების მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების მომენტამდე მხარეების მიერ მესამე მხარეების წინაშე აღებული თანხის გადახდის იმ ვალდებულებების გარდა, რომლებიც არ ექვემდებარება გაუქმებას, წინამდებარე შეთანხმების შეჩერების ან მისი მთლიანი ან ნაწილობრივი გაუქმების შემთხვევაში შეჩერდება (იმ პერიოდით, როდესაც შეჩერებულ იქნება შეთანხმების  მოქმედება) ან შეწყდება ფინანსური ან სხვა რესურსების გამოყოფის შესახებ მხარეთა მიერ აღებული ნებისმიერ ვალდებულება წინამდებარე შეთანხმებასთან მიმართებაში ან მისი შეჩერებული ან შეწყვეტილი ნაწილების მიმართებაში. წინამდებარე შეთანხმების ნებისმიერი ნაწილი, რომელიც არ იქნება შეჩერებული ან შეწყვეტილი, სრულად დარჩება ძალაში.  

 

(გ) ამასთან, შეთანხმების ამგვარი სრული ან ნაწილობრივი შეჩერების ან შეწყვეტის შემდეგ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ, თავისი ხარჯებით, შეიძლება გადაწყვიტოს, რომ წინამდებარე შეთანხმებით, ან მისი შესაბამისი ნაწილით დაფინანსებული საქონლის ფლობის უფლება გადაეცეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს იმ შემთხვევაში, თუ საქონელი მიწოდების ეტაპზეა.

 

პუნქტი ე. 2. თანხის დაბრუნება

 

(ა) თანხის ისეთი გადარიც ხვების შემთხვევაში, რომელიც წინამდებარე შეთანხმების  შესაბამისად არ არის დასაბუთებული კანონიერი დოკუმენტაციით, ან რომელიც არ იქნა გაცემული ან გამოყენებული წინამდებარე შეთანხმების პირობების შესაბამისად, მიუხედავად წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული სამართლებრივი დაცვის საშუალებების არსებობისა ან მათი გამოყენების შესაძლებლობისა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო უფლებას იტოვებს მოსთხოვოს გრანტის მიმღებს ამგვარად გაცემული თანხის აშშ დოლარებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის დაბრუნება, რაც უნდა განხორციელდეს შესაბამისი მოთხოვნის შესახებ შეტყობინების გაგზავნიდან სამოც (60) დღეში.

 

(ბ) იმ შემთხვევაში თუ გრანტის მიმღების მიერ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობა განაპირობებს წინამდებარე შეთანხმებით დაფინანსებული, ან მხარდაჭერით შეძენილი საქონლის, ან მომსახურების არაეფექტურად გამოყენებას ამ შეთანხმების შესაბამისად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შეუძლია გრანტის მიმღებს მოსთხოვოს წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში ამგვარი საქონლის ან მომსახურების შეძენის მიზნით მის მიერ განხორციელებული გადახდების აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის სრულად ან  ნაწილობრივ დაბრუნება აშშ დოლარებში, აღნიშნული მოთხოვნის შესახებ შეტყობინების მიღებიდან სამოც (60) დღეში.  

 

(გ) (ა) და (ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლება გადახდების დაბრუნების მოთხოვნების შესახებ, წინამდებარე შეთანხმების სხვა დებულების მიუხედავად, ძალაშია ამ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული ბოლო გადახდის დღიდან სამი წლის განმავლობაში.

 

(დ) (1) (ა) და (ბ) ქვეპუნქტებით, ან (2) პუნქტით გათვალისწინებული თანხის დაბრუნება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების  სააგენტოსათვის კონტრაქტორის, მომწოდებლის, ბანკის ან მესამე მხარის მიერ წინამდებარე შეთანხმებით დაფინანსებულ საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით, როდესაც თანხის დაბრუნება განპირობებულია საქონლის ან მომსახურების არაგონივრული ფასით, შეცდომით მომზადებული ანგარიშფაქტურით, ან ისეთი საქონლით, რომელიც არ შეესაბამება სპეციფიკაციებს, ან არაადეკვატური მომსახურეობით, გამოყენებული იქნება (ა) პირველ რიგში შეთანხმების ფარგლებში, რამდენადაც ამის დასაბუთება მოხდება, და (ბ) დარჩენილი თანხა, თუ ამგვარი თანხა იარსებებს, გამოყენებულ იქნება გრანტის თანხის შესამცირებლად.

 

(ე) წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ გრანტის მიმღების სასარგებლოდ განხორციელებულ გადახდებზე დარიცხულ ნებისმიერ საპროცენტო შემოსავალს, ან სხვა შემოსავალს, რომელიც მიღებულ იქნება იმ დრომდე, სანამ მოხდება წინამდებარე შეთანხმების შესრულებისათვის თანხების ნებადართული გამოყენება, გრანტის მიმღები დაუბრუნებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს აშშ დოლარებში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო სხვაგვარად დათანხმდება წერილობით.

 

პუნქტი ე.3.  უფლებათა შენარჩუნება მათი გამოუყენებლობის შემთხვევაში. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში რომელიმე მხარის მიერ ფინანსურ მონაწილეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი უფლების ან სამართლებრივი დაცვის საშუალების დაგვიანებით გამოყენება არ უნდა იქნეს ინტერპრეტირებული როგორც ამგვარ უფლებაზე ან სამართლებრივი დაცვის საშუალებაზე უარის თქმა.

 

პუნქტი ე.4. უფლების გადაცემა. გრანტის მიმღები თანახმაა, რომ მოთხოვნისთანავე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გადასცეს ნებისმიერი სამართლებრივი უფლება, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას გრანტის მიმღების სასარგებლოდ სამართლებრივი დავის ან პრეტენზიის საფუძველზე იმ მხარესთან, რომელმაც არ შეასრულა კონტრაქტით გათვალისწინებული საქმიანობა და რომელსაც გაფორმებული აქვს პირდაპირი კონტრაქტი აშშ დოლარში, რაც მთლიანად ან ნაწილობრივ დააფინანსა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში გამოყოფილი სახსრებიდან.

 

მუხლი ვ: სხვადასხვა

 

პუნქტი ვ.1. აბორტი და იძულებითი სტერილიზაციის შეზღუდვები.

 

(ა)  წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული თანხების გამოყენება იკრძალება იძულებითი სტერილიზაციის როგორც ოჯახის დაგეგმარების მეთოდის გამოყენების მიზნით,  ან სტერილიზაციის პრაქტიკისადმი ნებისმიერი პირის იძულებითი ან ფინანსური წახალისების მიზნით.

 

(ბ)  წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ფონდები გამოყენებული არ იქნება შემდეგი აქტიობების დაფინანსების, მხარდაჭერის ან მიკუთნების მიზნით: (i) ოჯახის დაგეგმარების მიზნით  აბორტის გასაკეთებლად განკუთვნილი აღჭურვილობის შესყიდვის ან განაწილებისთვის; (ii) აბორტის გაკეთების იძულების ან მოტივაციის მიზნით სპეციალური ჰონორარის ან სხვა სახის წახალისების შეთავაზებისთვის; (iii) თანხების გადახდა პირებისთვის, რომლებიც გააკეთებენ აბორტს ან უშუამდგომლებენ აბორტის გაკეთებაში; (iv) საინფორმაციო, საგანმანათლებლო, გადასამზადებელი, ან საკომუნიკაციო პროგრამების განხორციელებისთვის, რომელიც ოჯახის დაგეგმარების მიზნით აბორტის გაკეთებისკენ მოუწოდებს; და (v)  აბორტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ ლობირებისათვის. ტერმინი „მოტივირება“, როდესაც ის ეხება ოჯახის დაგეგმარებას, არ უნდა იქნეს გაგებული როგორც ადგილობრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული ორსულობის დადგომასთან დაკავშირებული კონსულტირებისა და ინფორმციის გაცემის აკრძალვა.   

 

(გ) წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე, ფონდები არ მოხმარდება ოჯახის დაგეგმარების მიზნით განხორციელებულ ნებისმიერ ბიოსამედიცინო კვლევას, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ ეხება აბორტის ან იძულებითი სტერილიზაციის მეთოდების შესწავლას ან წარმოებას. აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება აბორტის სიხშირის, მასშტაბისა ან შედეგების დადგენის მიზნით ეპიდემიოლოგიური ან აღწერითი კვლევის ჩატარებას.   

 

(დ) ამ დებულებას უნდა შეიცავდეს ყველა ქვე-შეთანხმება, მათ შორის,ხელშეკრულებები და ქვე-გრანტებიც, რომელიც გაიცემა წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში.

 

(ე)  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შეუძლია გასცეს განხორციელების წერილები, რომელიც უფრო სრულად აღწერს ამ  პუნქტში ასახულ მოთხოვნებს.

პუნქტი ვ. 2.  ინვესტიციების ხელშეწყობა.  წინამდებარე შეთანხმებით ან აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ სხვა წერილობითი დოკუმენტით სპეციალურად  განსაზღვრული შემთხვევების გარდა, წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში გამოყოფილი სახსრები, ან სხვა მხარდაჭერა არ უნდა იქნეს გამოყენებული ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე კერძო საწარმოს ფინანსური წასახალისების მიზნით, თუკი ეს სტიმულს მისცემს ამ საწარმოს შეიცვალოს ადგილმდებარეობა და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრებს გარეთ დაიწყოს საქმიანობა; და თუკი ასეთი სტიმულის შედეგად შემცირდება თანამშრომელთა რაოდენობა აშშ-ში, რაც გამოწვეულია აღნიშნული საწარმოს მიერ აშშ-ში არსებული წარმოების აშშ-ის ტერიტორიის გარეთ წარმოების ჩანაცვლებით.   

 

პუნქტი ვ. 3. მშრომელთა უფლებები.  გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს კონკრეტულად არის გათვალისწინებული წინამდებარე ‘გრანტით’ ან ნებადართულია სხვა წერილობითი დოკუმენტით აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ, დაუშვებელია ფონდების ან სხვა სახის დახმარების გამოყენება ნებისმიერი ისეთი საქმიანობისთვის, რომელიც გამოიწვევს საერთაშორისოდ აღიარებული მშრომელთა უფლებების დარღვევას პარტნიორ ქვეყანაში.

 

პუნქტი ვ. 4. ტერორისტების დაფინანსება.  გაეროს უშიშროების საბჭოს მრავალ რეზოლუციასთან შესაბამისად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო და გრანტის მიმღები მხარს უჭერენ ტერორიზმის, განსაკუთრებით კი მის დამფინანსებელთა წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო ძალისხმევას.  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კანონმდებლობით აუცილებელია იმის უზრუნველყოფა, რომ სახსრები არ იქნეს გამოყენებული, პირდაპირ თუ ირიბად, იმ პირებისა თუ ორგანიზაციების მხარდასაჭერად, რომლებიც ასოცირებულნი არიან ტერორიზმთან. ამ კანონმდებლობის შესაბამისად გრანტის მიმღები თანახმაა მიმართოს შესაბამის გონივრულ ზომებს, რათა უზრუნველყოს, რომ შეთანხმების ფარგლებში გამოყოფილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს არცერთ ფონდი არ იქნება გამოიყენებული ტერორიზმთან დაკავშირებული პირების ან ორგანიზაციების მხარდასაჭერად. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შეუძლია გასცეს განხორციელების წერილები, რომელიც უფრო სრულად აღწერს ამ პუნქტში აღწერილ მოთხოვნებს.