დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1006 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 41 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/07/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/07/2021 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 09/07/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140030000.22.034.017146 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1006 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1006 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2015, 140030000.22.034.016499) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „კ.დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) „კ.დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ.ე“ ქვეპუნქტი: „კ.ე) გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება);“. 2. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით ახორციელებს იზოლატორების ვიდეომეთვალყურეობას, ვიდეომეთვალყურეობის სისტემის პერიოდულ შემოწმებას, ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მიღებული ინფორმაციის ჩაწერას, შენახვას, შენახული ვიდეომასალის დაარქივებასა და დაარქივებული ვიდეომასალის ან მისი ფრაგმენტის გადმოწერას (მოხსნა და ფიქსაცია);“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 9 ივლისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები