დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 49 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/07/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/07/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120010000.22.026.016905 |
49
08/07/2021
ვებგვერდი, 09/07/2021
120010000.22.026.016905
„საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის №54 ბრძანებით (ვებგვერდი, 26/07/2017, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016505) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:
„მუხლი 81. სოციალური დაცვა 1. დაჭრილი ან დაშავებული მოსამსახურის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ რეაბილიტაციას უზრუნველყოფს სამინისტრო. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული მოსამსახურე რეაბილიტაციის დროს: ა) განთავსდება მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო სამსახურში; ბ) აყვანილი იქნება შესაბამის სასურსათო კმაყოფაზე; გ) უზრუნველყოფილია ტრანსპორტირებით; დ) სარგებლობს მისთვის დაწესებული ყველა სოციალური გარანტიით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2021 წლის 6 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები