„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №89 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №89 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 50
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 08/07/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016906
50
08/07/2021
ვებგვერდი, 09/07/2021
120340000.22.026.016906
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №89 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №50

2021 წლის 8 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №89 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №89 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/12/2016; სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016443) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის ,, ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) დაჭრილი და დაშავებული მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რეინტეგრაციის პროცესის ეფექტიანად და ხარისხიანად წარმართვა სამინისტროს სისტემის შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით;“.

2. მე-3 მუხლის , , , და ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) დაჭრილ და დაშავებულ მოსამსახურეებთან დაკავშირებული სტანდარტული პროცედურებისა და პოლიტიკის შემუშავება/განხორციელება;

დ) დაჭრილი და დაშავებული მოსამსახურეების მონაცემთა ბაზის შექმნა პირველადი საჭიროებების განსაზღვრისა და კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ზომების მიღების მიზნით;

ე) დაჭრილ და დაშავებულ მოსამსახურეთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის უწყვეტი მონიტორინგი. მათი რეინტეგრაციის და რესოციალიზაციის მიზნით ფსიქოსოციალური და ფიზიკური სარეაბილიტაციო ღონისძიებების შემუშავება, განხორციელება და მართვა სამინისტროს სისტემის შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით;

ზ) დაჭრილი და დაშავებული მოსამსახურეების კვალიფიკაციის და შესაძლებლობების გათვალისწინებით სამინისტროს თავდაცვის ძალებში დასაქმების ხელშეწყობა, შესაბამის სამსახურებთან  კოორდინაციით;

თ) დაჭრილი და დაშავებული მოსამსახურეების და მათი ოჯახის წევრების პროფესიული განვითარების მიზნით, საგანმანათლებლო პროგრამების/კურსების მოძიება;“.

3. მე-5 მუხლის:

) მე-2 პუნქტის , , , 1“, „ და ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) ქმნის დაჭრილი მოსამსახურეების მონაცემთა ბაზას პირველადი საჭიროებების განსაზღვრისა და კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ზომების მიღების მიზნით;

გ) უზრუნველყოფს დაჭრილ-დაშავებული მოსამსახურეების სპორტის სხვადასხვა სახეობებში ჩართულობას, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციაში;

დ) შეიმუშავებს და ახორციელებს დაჭრილ და დაშავებულ მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებებს ფსიქოლოგიური მხარდაჭერისა და სოციალური მხარდაჭერის სამმართველოებთან ერთად. უზრუნველყოფს ფიზიკური რეაბილიტაციის განყოფილების მუშაობის  მონიტორინგს და რეინტეგრაციის პროცესის ეფექტურად და ხარისხიანად წარმართვას სამინისტროს სისტემის შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით;

დ​​1) მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო სამსახური შეიმუშავებს, ახორციელებს და მართავს დაჭრილ და დაშავებულ მოსამსახურეთა ფიზიკური რეაბილიტაციის პროცესს, რომელიც ემსახურება პაციენტების ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და სხვადასხვა გარემო პირობებში მათ რეინტეგრაციასა და რესოციალიზაციას. ახორციელებს მიმდინარე ფიზიკური რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილი პროცედურების მონიტორინგს, აფიქსირებს შუალედურ შეფასებებს, კურსის დასასრულს ადგენს პაციენტის შეფასების ბარათს, აქტიურად  თანამშრომლობს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან;

ე) ხელს უწყობს დაჭრილი და დაშავებული მოსამსახურეების კვალიფიკაციის და შესაძლებლობების გათვალისწინებით სამინისტროს თავდაცვის ძალებში მათ დასაქმებას, შესაბამის სამსახურებთან  კოორდინაციით;

ვ) უზრუნველყოფს დაჭრილი და დაშავებული მოსამსახურეების და მათი ოჯახის წევრების პროფესიული განვითარების მიზნით, საგანმანათლებლო პროგრამების/კურსების მოძიებას; .

) მე-3 პუნქტის 1ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თ​​1) შეიმუშავებს, ახორციელებს და მართავს დაჭრილი და დაშავებული მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პროცესს მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო სამსახურში. ასევე, დეპარტამენტის სამსახურებთან და თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ფარგლებში ხელს უწყობს დაჭრილ და დაშავებულ მოსამსახურეთა რეინტეგრაციასა და რესოციალიზაციას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2021 წლის 6 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე