მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხათწყაროს მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლების განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხათწყაროს მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლების განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/07/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.153.016578
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
23
08/07/2021
ვებგვერდი, 09/07/2021
010250050.35.153.016578
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხათწყაროს მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლების განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (09/07/2021 - 06/08/2021)

 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2021 წლის 8 ივლისი

ქ. მცხეთა

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხათწყაროს მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლების განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის  „ე“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 41-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებით დამტკიცებული „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების  შემუშავების  წესის“  მე-2  მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის, მე-15 მუხლის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-19  მუხლის  პირველი და მე-3 პუნქტებისა და  საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  საფუძველზე,  მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ  მუხათწყაროს მიმდებარედ არსებულ  მიწის ნაკვეთებზე (ს/კ 72.16.06.708, ს/კ 72.16.06.788) საცხოვრებელი სახლების განაშენიანების დეტალური გეგმა დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხათწყაროს მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლების განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ “ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 16 იანვრის N2 დადგენილება (სსმ,17/01/2020 წ;    010250050.35.153.016522) .              
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ბაქრაძე