დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 30/06/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/07/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300280000.16.009.016472 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 168-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ „ქსელის წესებში“ (სსმ ვებგვერდი, 22/04/2014, 300280020.16.009.016085) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატი;“. გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) მომხმარებელი, რომელიც მიერთებულია გადამცემ ქსელზე;“. 2. მე-2 მუხლს პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. ამ წესების მიზნებისათვის ტერმინები „დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი“, „გადაცემის ლიცენზიატი“ და „გადაცემის სისტემის ოპერატორი“ – გულისხმობს იმ პირს, რომელსაც „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მიღებული აქვს ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზია.“. 3. მე-7 მუხლის 81 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „81. გადამცემ ქსელზე მიერთების შემთხვევაში, გარდა გამანაწილებელი ქსელის ოპერატორის მიერთებისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი შეზღუდვები: ა) 500 კვ ძაბვის ელექტროგადამცემ ქსელზე დასაშვებია მიერთებულ იქნეს არანაკლებ 250 მგვტ სიმძლავრის მოხმარების ან გენერაციის ობიექტი; ბ) 400 კვ ძაბვის ელექტროგადამცემ ქსელზე დასაშვებია მიერთებულ იქნეს არანაკლებ 200 მგვტ სიმძლავრის მოხმარების ან გენერაციის ობიექტი; გ) 330 კვ ძაბვის ელექტროგადამცემ ქსელზე დასაშვებია მიერთებულ იქნეს არანაკლებ 150 მგვტ სიმძლავრის მოხმარების ან გენერაციის ობიექტი; დ) 220 კვ ძაბვის ელექტროგადამცემ ქსელზე დასაშვებია მიერთებულ იქნეს: დ.ა) გადაცემის ლიცენზიატის ქვესადგურში მიერთების უჯრედის მოწყობის შემთხვევაში - არანაკლებ 80 მგვტ სიმძლავრის მოხმარების ობიექტი; დ.ბ) გადაცემის ლიცენზიატის გადამცემ ხაზში შეჭრის შემთხვევაში - არანაკლებ 50 მგვტ სიმძლავრის მოხმარების ან გენერაციის ობიექტი; ე) 110 კვ ძაბვის ელექტროგადამცემ ქსელზე დასაშვებია მიერთებულ იქნეს: ე.ა) გადაცემის ლიცენზიატის ქვესადგურში მიერთების უჯრედის მოწყობის შემთხვევაში - არანაკლებ 25 მგვტ სიმძლავრის მოხმარების ობიექტი; ე.ბ) გადაცემის ლიცენზიატის გადამცემ ხაზში შეჭრის შემთხვევაში - არანაკლებ 10 მგვტ სიმძლავრის მოხმარების ან გენერაციის ობიექტი.“. 4. მე-9 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. 6-10 კვ ძაბვაზე და 35 კვ ძაბვაზე (გარდა ელექტროენერგიის წარმოების მსურველისა, რომელსაც მიერთება სურს 35 კვ ძაბვაზე) განაცხადის წარდგენის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატს.“. 5. 42-ე მუხლის მე-2-მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ენერგობლოკის/აგრეგატის და გადამცემი ქსელის გამორთვების დაგეგმვისას ელექტროენერგიის მწარმოებელმა გადამცემი სისტემის ოპერატორს უნდა წარუდგინოს გეგმა, რომელიც უნდა მოიცავდეს მომდევნო ორ კალენდარულ წელზე გაწერილ ვადებს. 3. გამორთვების გეგმა ნიშნავს მწარმოებლის/გადაცემის ლიცენზიატის მიერ ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტზე ჩასატარებელი სამუშაოების გამო დაგეგმილი გამორთვების ჩამონათვალს. 4. ელექტროენერგიის მწარმოებლის/გადაცემის ლიცენზიატის დასაბუთებისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია უფლებამოსილია თანხმობა გასცეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესისგან განსხვავებული გეგმის მიღებაზე, თუ ეს აუცილებელია გადამცემი ქსელისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის გამართული და საიმედო ფუნქციონირებისათვის. 5. გამორთვების დაგეგმვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება ელექტროენერგიის იმ მწარმოებლებზე, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 10 მგვტ-ზე ნაკლებია.“. 6. 421 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ყოველი წლის 1 ივლისამდე საკუთარ ვებგვერდზე განათავსოს გამორთვების გეგმის სავალდებულო ფორმა ელექტროენერგიის მწარმოებლებისა და გადაცემის ლიცენზიატებისათვის დასაგეგმი წლების მიხედვით.“; ბ) მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ელექტროენერგიის მწარმოებლები/გადაცემის ლიცენზიატები ვალდებულნი არიან წერილობით მიაწოდონ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ქვემოთ ჩამოთვლილი მონაცემები გეგმური გამორთვების შესახებ, რომლებიც ასახული უნდა იყოს გამორთვების გეგმებში: ა.ა) ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტის დასახელება; ა.ბ) ელექტროენერგიის მწარმოებლის შემთხვევაში – დადგმული და ქონებული სიმძლავრე, ელექტროგადამცემი ხაზის შემთხვევაში – გამტარუნარიანობა; ა.გ) გამორთვის მოსალოდნელი ხანგრძლივობა; ა.დ) გამორთვის დაწყებისა და დასრულების დაგეგმილი თარიღები/საათები; ა.ე) მითითება, გეგმური გამორთვის თარიღები მოქნილია თუ ფიქსირებული; ა.ვ) თუ გეგმური გამორთვის თარიღები მოქნილია, მითითებული უნდა იყოს პერიოდი, რომლითაც ის შეიძლება შეიცვალოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისგან ასეთი მოთხოვნის მიღების შემთხვევაში;"; გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ელექტროენერგიის მწარმოებელს/გადაცემის ლიცენზიატს უფლება აქვს ადრე წარმოდგენილ გეგმაში, გარდა პირველი წლისა, შეიტანოს მხოლოდ ისეთი შესწორებები, რომლებიც განპირობებულია შეცვლილ გარემოებებზე რეაგირების საჭიროებით (გონივრულ ფარგლებში). წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ცვლილებები არ მიიღება და ძალაში რჩება შესაბამისი წლისათვის ადრე წარმოდგენილი გამორთვების გეგმა.“; დ) მე-7 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ა.ა) გამორთვების შემოთავაზებული გეგმების გათვალისწინებით, განახორციელოს გადამცემი ქსელის საიმედოობის ანალიზი დაგეგმილი გამორთვების შესაბამისი პერიოდისათვის;“; ე) მე-8 - მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ნულოვანი წლის 5 ოქტომბრამდე, გადამცემი სისტემის ოპერატორი გამორთვების გეგმებს შესათანხმებლად უგზავნის შესაბამის ელექტროენერგიის მწარმოებელს/გადაცემის ლიცენზიატს. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ გამორთვების გეგმის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ელექტროენერგიის მწარმოებელი/გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია წერილობით დაუდასტუროს ან უარყოს მისი ცალკეული დაგეგმილი გამორთვები. ცალკეული დაგეგმილი გამორთვების უარყოფის შემთხვევაში, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი 10 სამუშაო დღის ვადაში წერილობით ეთანხმება შესაბამისი დაგეგმილი გამორთვების უარყოფას ან უარს ამბობს თანხმობის გაცემაზე. 9. ელექტროენერგიის მწარმოებლის/გადაცემის ლიცენზიატის მიერ გამორთვების გეგმის ცალკეული დაგეგმილი გამორთვის უარყოფის და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ შესაბამისი დაგეგმილი გამორთვის უარყოფაზე თანხმობის გაცემის შემთხვევაში გამორთვების გეგმა შეთანხმებულად ითვლება იმ ნაწილში, რომლის შესრულებაც შესაძლებელია უარყოფილი დაგეგმილი გამორთვის გარეშეც. ელექტროენერგიის მწარმოებლის/გადაცემის ლიცენზიატის მიერ წერილობით უარყოფილი გამორთვების გეგმის ცალკეული დაგეგმილი გამორთვების ნაწილში იგულისხმება, რომ ამ პერიოდში გამორთვები არ ხორციელდება.“; ვ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ნულოვანი წლის 1 ნოემბრამდე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა წერილობით უნდა მიაწოდოს შესაბამის ელექტროენერგიის მწარმოებელს/გადაცემის ლიცენზიატს გამორთვების საბოლოო გეგმა, რომელშიც ნაჩვენები იქნება, თუ რომელი ენერგობლოკები/აგრეგატები, ელექტროგადამცემი ხაზი ან/და ქვესადგური როდის (პერიოდის მითითებით) შეიძლება გაჩერდეს.“; ზ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. იმ შემთხვევაში, თუ გადამცემი ხაზი, რომლისთვისაც გამორთვების გეგმაში გაწერილია გამორთვები, გადაცემის ლიცენზიატს, გონივრულ საფუძველზე დაყრდნობით, შეუძლია ჩაანაცვლოს იმავე ქვესადგურის სხვა ელექტროგადამცემი ხაზით (რომელსაც დაახლოებით იგივე გამტარუნარიანობა აქვს), ამის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია გაითვალისწინოს აღნიშნული და შესაბამისად, გადამცემი ქსელის საიმედოობის გათვალისწინებით, გააკორექტიროს საბოლოო გამორთვების გეგმა, თუ არ არსებობს უარის თქმის საფუძველი.“. 7. თავი XI, თავი XII, თავი XIII და 86-ე-106-ე მუხლები ამოღებულ იქნეს. 8. 116-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 116. მარეგულირებელი ასპექტები 1. საერთო გავრცელების მოთხოვნები, რომლებიც ამ თავის საფუძველზე უნდა განსაზღვროს შესაბამისი სისტემის ოპერატორმა ან გადამცემი სისტემის ოპერატორმა, უნდა შეთანხმდეს კომისიასთან და გამოქვეყნდეს საჯაროდ. 2. სპეციალური მოთხოვნები, რომელიც უნდა დადგინდეს შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ, ამ თავის საფუძველზე, უნდა შეთანხმდეს კომისიასთან. 3. ამ თავის გავრცელებისას კომისიამ, უფლებამოსილმა ორგანოებმა და სისტემის ოპერატორებმა უნდა: (ა) გამოიყენონ პროპორციულობის და არადისკრიმინაციულობის პრინციპები; (ბ) უზრუნველყონ გამჭვირვალობა; (გ) გამოიყენონ ოპტიმიზაციის პრინციპი უმაღლეს საერთო ეფექტურობასა და უმცირეს ჯამურ ხარჯებს შორის, ყველა მონაწილე მხარისათვის; (დ) გაითვალისწინონ გადამცემი სისტემის ოპერატორის პასუხისმგებლობები, რათა უზრუნველყონ სისტემის უსაფრთხოება, მათ შორის, ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნები; (ე) გაიარონ კონსულტაციები შესაბამისი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებთან და მხედველობაში მიიღონ პოტენციური ზეგავლენა მათ სისტემაზე; (ვ) მხედველობაში მიიღონ საქართველოში აღიარებული ევროპული სტანდარტები და ტექნიკური მახასიათებლები. 4. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა ან გადამცემი სისტემის ოპერატორმა კომისიას შესათანხმებლად უნდა წარუდგინოს შეთავაზებები საერთო გავრცელების მოთხოვნებზე ან მეთოდოლოგია, რომელიც გამოიყენება მათი გაანგარიშების ან დადგენისთვის, ამ მუხლის პირველი პუნქტის ძალაში შესვლიდან ორი წლის განმავლობაში. 5. როდესაც ეს წესები მოითხოვს შესაბამისი სისტემის ოპერატორისგან, გადამცემი სისტემის ოპერატორისგან, გენერაციის ობიექტის მფლობელის და/ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისგან შეთანხმების მიღწევას, მათ უნდა ჰქონდეთ აღნიშნულის განხორციელების მიზანმიმართული მცდელობა ერთი მხარის მიერ სხვა მხარეებისათვის პირველი წინადადების წარდგენიდან ექვსი თვის განმავლობაში. თუ აღნიშნულ ვადაში შეთანხმება არ იქნება მიღწეული, თითოეულ მხარეს შეუძლია მოსთხოვოს კომისიას გადაწყვეტილების მიღება 6 თვის განმავლობაში. 6. კომისიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება შეთავაზებების თაობაზე მოთხოვნებთან ან მეთოდოლოგიებთან დაკავშირებით, ასეთი შეთავაზებების მიღებიდან ექვსი თვის ვადაში. 7. თუ შესაბამისი სისტემის ოპერატორი ან გადამცემი სისტემის ოპერატორი საჭიროდ მიიჩნევს პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად წარდგენილ და დამტკიცებულ მოთხოვნებსა და მეთოდოლოგიებში ცვლილების შეტანის საჭიროებას, შემოთავაზებულ ცვლილებებზე უნდა გავრცელდეს მე-3-დან მე-8 პუნქტის ჩათვლით განსაზღვრული მოთხოვნები. სისტემის ოპერატორებმა და გადამცემი სისტემის ოპერატორმა, რომლებიც წარადგენენ ცვლილებას, მხედველობაში უნდა მიიღონ ელექტროსადგურის მფლობელების, მოწყობილობის მწარმოებლებისა და სხვა დაინტერესებული პირების ლეგიტიმური მოლოდინები, მათი არსებობის შემთხვევაში, თავდაპირველად შემუშავებული და შეთანხმებული მოთხოვნებისა და მეთოდოლოგიების საფუძველზე. 8. ნებისმიერ მხარეს, რომელსაც აქვს საჩივარი შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მიმართ, ამ თავით განსაზღვრული შესაბამისი სისტემის ოპერატორის და გადამცემი სისტემის ოპერატორის ვალდებულებებთან დაკავშირებით, შეუძლია საჩივრით მიმართოს კომისიას, რომელიც, გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის მიღებიდან ორი თვის ვადაში. ეს ვადა შესაძლოა გაგრძელდეს ორი თვით, კომისიის მიერ დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში. საჩივრის წარმდგენ პირთან შეთანხმებით გახანგრძლივებული ვადა შესაძლოა დამატებით გაგრძელდეს. კომისიის გადაწყვეტილება სავალდებულოა მხარეებისათვის შესასრულებლად. 9. როდესაც ამ თავით გათვალისწინებული მოთხოვნები უნდა დადგინდეს შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ, რომელიც არ არის გადამცემი სისტემის ოპერატორი, კომისია უფლებამოსილია, გადაწყვიტოს, რომ შესაბამისი სისტემის ოპერატორის ნაცვლად გადამცემი სისტემის ოპერატორმა განსაზღვროს შესაბამისი მოთხოვნები.”. 9. 185-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 185. მარეგულირებელი ასპექტები 1. საერთო გავრცელების მოთხოვნები, რომლებიც ამ თავის საფუძველზე უნდა განსაზღვროს შესაბამისი სისტემის ოპერატორმა ან გადამცემი სისტემის ოპერატორმა, უნდა შეთანხმდეს კომისიასთან და გამოქვეყნდეს საჯაროდ. 2. სპეცალური მოთხოვნები, - რომელიც უნდა დადგინდეს შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ, ამ თავის საფუძველზე, უნდა შეთანხმდეს კომისიასთან. 3. ამ თავის გავრცელებისას კომისიამ, უფლებამოსილმა ორგანოებმა და სისტემის ოპერატორებმა უნდა: (ა) გამოიყენონ პროპორციულობის და არადისკრიმინაციულობის პრინციპები; (ბ) უზრუნველყონ გამჭვირვალობა; (გ) გამოიყენონ ოპტიმიზაციის პრინციპი უმაღლეს საერთო ეფექტურობასა და უმცირეს ჯამურ ხარჯებს შორის, ყველა მონაწილე მხარისათვის; (დ) გაითვალისწინონ გადამცემი სისტემის ოპერატორის პასუხისმგებლობები, რათა უზრუნველყონ სისტემის უსაფრთხოება, მათ შორის, ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნები; (ე) გაიარონ კონსულტაციები შესაბამისი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებთან და მხედველობაში მიიღონ პოტენციური ზეგავლენა მათ სისტემაზე; (ვ) მხედველობაში მიიღონ საქართველოში აღიარებული ევროპული სტანდარტები და ტექნიკური მახასიათებლები. 4. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა ან გადამცემი სისტემის ოპერატორმა კომისიას შესათანხმებლად უნდა წარუდგინოს შეთავაზებები საერთო გავრცელების მოთხოვნებზე ან მეთოდოლოგია, რომელიც გამოიყენება მათი გაანგარიშების ან დადგენისთვის, ამ მუხლის პირველი პუნქტის ძალაში შესვლიდან ორი წლის განმავლობაში. 5. როდესაც ეს წესები მოითხოვს შესაბამისი სისტემის ოპერატორისგან, გადამცემი სისტემის ოპერატორისგან, მოხმარების ობიექტის მფლობელისგან, ელექტროსადგურის მფლობელისგან, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის და/ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისგან შეთანხმების მიღწევას, მათ უნდა ჰქონდეთ აღნიშნულის განხორციელების მიზანმიმართული მცდელობა ერთი მხარის მიერ სხვა მხარეებისათვის პირველი წინადადების წარდგენიდან ექვსი თვის განმავლობაში. თუ აღნიშნულ ვადაში შეთანხმება არ იქნება მიღწეული, თითოეულ მხარეს შეუძლია მოსთხოვოს კომისიას გადაწყვეტილების მიღება 6 თვის განმავლობაში. 6. კომისიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება შეთავაზების თაობაზე მოთხოვნებთან ან მეთოდოლოგებთან დაკავშირებით, ასეთი შეთავაზების მიღებიდან ექვსი თვის ვადაში. 7. თუ შესაბამისი სისტემის ოპერატორი ან გადამცემი სისტემის ოპერატორი საჭიროდ მიიჩნევს პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად წარდგენილ და დამტკიცებულ მოთხოვნებსა და მეთოდოლოგიებში ცვლილების შეტანის საჭიროებას, შემოთავაზებულ ცვლილებებზე უნდა გავრცელდეს მე-3-დან მე-8-ს ჩათვლით პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები. სისტემის ოპერატორებმა და გადამცემი სისტემის ოპერატორმა, რომლებიც წარადგენენ ცვლილებას, მხედველობაში უნდა მიიღონ მოხმარების ობიექტის მფლობელების, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების, დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების, მოწყობილობის მწარმოებლების და სხვა დაინტერესებული პირების ლეგიტიმური მოლოდინები, მათი არსებობის შემთხვევაში, თავდაპირველად შემუშავებული და შეთანხმებული მოთხოვნებისა და მეთოდოლოგიების საფუძველზე. 8. ნებისმიერი მხარეს, რომელსაც აქვს საჩივარი შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მიმართ, ამ თავით განსაზღვრული შესაბამისი სისტემის ოპერატორის და გადამცემი სისტემის ოპერატორის ვალდებულებებთან დაკავშირებით, შეუძლია საჩივრით მიმართოს კომისიას, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის მიღებიდან ორი თვის ვადაში. ეს ვადა შესაძლოა გაგრძელდეს ორი თვით, კომისიის მიერ დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში. საჩივრის წარმდგენ პირთან შეთანხმებით გახანგრძლივებული ვადა შესაძლოა დამატებით გაგრძელდეს. კომისიის გადაწყვეტილება სავალდებულოა მხარეებისათვის შესასრულებლად. 9. როდესაც ამ თავით გათვალისწინებული მოთხოვნები უნდა დადგინდეს შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ, რომელიც არ არის გადამცემი სისტემის ოპერატორი, კომისია უფლებამოსილია გადაწყვიტოს, რომ შესაბამისი სისტემის ოპერატორის ნაცვლად გადამცემი სისტემის ოპერატორმა განსაზღვროს შესაბამისი მოთხოვნები.”. 10. 242-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მუხლი 242. მარეგულირებელი ასპექტები 1. საერთო გავრცელების მოთხოვნები, რომლებიც ამ თავის საფუძველზე უნდა განსაზღვროს შესაბამისი სისტემის ოპერატორმა ან გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა შეთანხმდეს კომისიასთან - და გამოქვეყნდეს საჯაროდ. 2. სპეციალური მოთხოვნები, რომლებიც უნდა დადგინდეს შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ, ამ თავის საფუძველზე, უნდა შეთანხმდეს კომისიასთან. 3. ამ თავის გავრცელებისას კომისიამ, უფლებამოსილმა ორგანოებმა და სისტემის ოპერატორებმა უნდა: (ა) გამოიყენონ პროპორციულობის და არადისკრიმინაციულობის პრინციპები; (ბ) უზრუნველყონ გამჭვირვალობა; (გ) გამოიყენონ ოპტიმიზაციის პრინციპი უმაღლეს საერთო ეფექტურობასა და უმცირეს ჯამურ ხარჯებს შორის, ყველა მონაწილე მხარისათვის; (დ) გაითვალისწინონ გადამცემი სისტემის ოპერატორის პასუხისმგებლობები, რათა უზრუნველყონ სისტემის უსაფრთხოება, მათ შორის, ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნები; (ე) გაიარონ კონსულტაციები შესაბამისი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებთან და მხედველობაში მიიღონ პოტენციური ზეგავლენა მათ სისტემაზე; (ვ) მხედველობაში მიიღონ საქართველოში აღიარებული ევროპული სტანდარტები და ტექნიკური მახასიათებლები. 4. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა ან გადამცემი სისტემის ოპერატორმა კომისიას შესათანხმებლად უნდა წარუდგინოს შეთავაზებები საერთო გავრცელების მოთხოვნებზე ან მეთოდოლოგია, რომელიც გამოიყენება მათი გაანგარიშების ან დადგენისთვის, ამ მუხლის პირველი პუნქტის ძალაში შესვლიდან ორი წლის განმავლობაში. 5. როდესაც ეს წესები მოითხოვს შესაბამისი სისტემის ოპერატორისგან, გადამცემი სისტემის ოპერატორისგან, HVDC სისტემის მფლობელისგან, მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელისგან ან/და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისგან შეთანხმების მიღწევას, მათ უნდა ჰქონდეთ აღნიშნულის განხორციელების მიზანმიმართული მცდელობა ერთი მხარის მიერ სხვა მხარეებისათვის პირველი წინადადების წარდგენიდან ექვსი თვის განმავლობაში. თუ აღნიშნულ ვადაში შეთანხმება არ იქნება მიღწეული, თითოეულ მხარეს შეუძლია მოსთხოვოს კომისიას გადაწყვეტილების მიღება 6 თვის განმავლობაში. 6. კომისიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება შეთავაზების თაობაზე მოთხოვნებთან ან მეთოდოლოგიებთან დაკავშირებით, ასეთი შეთავაზების მიღებიდან ექვსი თვის ვადაში. 7. თუ შესაბამისი სისტემის ოპერატორი ან გადამცემი სისტემის ოპერატორი საჭიროდ მიიჩნევს პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად წარდგენილ და დამტკიცებულ მოთხოვნებსა და მეთოდოლოგიებში ცვლილების შეტანის საჭიროებას, შემოთავაზებულ ცვლილებებზე უნდა გავრცელდეს მე-3-დან მე-8 პუნქტის ჩათვლით განსაზღვრული მოთხოვნები. სისტემის ოპერატორებმა და გადამცემი სისტემის ოპერატორმა, რომლებიც წარადგენენ ცვლილებას, მხედველობაში უნდა მიიღონ HVDC სისტემის მფლობელების, მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელების, მოწყობილობის მწარმოებლების და სხვა დაინტერესებული პირების ლეგიტიმური მოლოდინები, მათი არსებობის შემთხვევაში, თავდაპირველად შემუშავებული და შეთანხმებული მოთხოვნებისა და მეთოდოლოგიების საფუძველზე. 8. ნებისმიერ მხარეს, რომელსაც აქვს საჩივარი შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მიმართ, ამ წესებით განსაზღვრული შესაბამისი სისტემის ოპერატორის და გადამცემი სისტემის ოპერატორის ვალდებულებებთან დაკავშირებით, შეუძლია საჩივრით მიმართოს კომისიას, რომელიც, გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის მიღებიდან ორი თვის ვადაში. ეს ვადა შესაძლოა გაგრძელდეს ორი თვით, კომისიის მიერ დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში. საჩივრის წარმდგენ პირთან შეთანხმებით გახანგრძლივებული ვადა შესაძლოა დამატებით გაგრძელდეს. კომისიის გადაწყვეტილებას სავალდებულოა მხარეებისთვის შესასრულებლად. 9. როდესაც ამ თავით გათვალისწინებული მოთხოვნები უნდა დადგინდეს შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ, რომელიც არ არის გადამცემი სისტემის ოპერატორი, კომისია უფლებამოსილია გადაწყვიტოს, რომ შესაბამისი სისტემის ოპერატორის ნაცვლად გადამცემი სისტემის ოპერატორმა განსაზღვროს შესაბამისი მოთხოვნები.“. 11. 3242 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 3243 მუხლი: „მუხლი 3243. ელექტროენერგიის გადამცემ სისტემაზე 110 კვ ძაბვამდე არსებული ზოგიერთი მიერთების წერტილისა და შესაბამისი მომხმარებლების სამართლებრივი სტატუსი გარდამავალ პერიოდში 1. ამ წესების მიზნებისათვის, ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი (შესაბამისი სალიცენზიო არეალის მიხედვით) ითვლება 110 კვ ძაბვამდე (მათ შორის, ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატის, მწარმოებლის ან 110 კვ და მეტ ძაბვაზე მიერთებული მომხმარებლის მფლობელობაში მყოფ ელექტრულ ქსელზე) არსებული ყველა იმ მიერთების წერტილის პირდაპირ მფლობელად (მიუხედავად ამ მიერთების წერტილების საკუთრებისა), რომლის მეშვეობითაც ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით ახორციელებდა იმ აბონენტებისათვის/მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის განაწილება/მიწოდებას, ვინც კომისიის აქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების“ 70-ე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, ჩაითვალნენ განაწილების სისტემის ოპერატორის აბონენტებად. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულის გარდა, ელექტროენერგიის გადაცემის ლიცეზიანტის, ელექტროენერგიის მწარმოებლის ან 110 კვ და მეტ ძაბვაზე მიერთებული მომხმარებლის მფლობელობაში მყოფ ელექტრულ ქსელზე არსებული ყველა სხვა მიერთების წერტილი არაუგვიანეს 2023 წლის 1 იანვრამდე უნდა გადაეცეს შესაბამისი სალიცენზიო არეალის მიხედვით მოქმედ ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატს. 3. სისტემის ოპერატორებმა უზრუნველყონ ინფორმაციის ურთიერთგაცვლა ამ მუხლის მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2021 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები