„ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
მიღების თარიღი 06/07/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 080090020.19.012.016079
1
06/07/2021
ვებგვერდი, 07/07/2021
080090020.19.012.016079
„ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
 

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის

ბრძანება №1

2021 წლის 6 ივლისი

ქ. თბილისი

„ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 32-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 08/06/2020, 080090020.19.012.016075) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება ელექტრონული ფულის ინსტრუმენტის მეშვეობით განხორციელებულ საგადახდო მომსახურებაზე, თუ დაცულია ყველა შემდეგი მოთხოვნა:

ა) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3-მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები;

ბ) ელექტრონული ფულის ინსტრუმენტის მეშვეობით საგადახდო მომსახურების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ შეზღუდულ ქსელში;

გ) საზღვარგარეთ საგადახდო მომსახურებისათვის, აგრეთვე, აზარტული თამაშობებისთვის, კრიპტო ვალუტის ყიდვა-გაყიდვისთვის და ელექტრონული საფულის შესავსებად ელექტრონული ფულის ინსტრუმენტის გამოყენება დაუშვებელია, ასევე დაუშვებელია ფორექს საქმიანობასთან დაკავშირებული ტრანზაქციების განხორციელება.“.

2.  პირველი მუხლის მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71–73 პუნქტები:

„71. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში:

ა) პირის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის გარეშე ელექტრონული ფულის ინსტრუმენტის გაცემა დაიშვება, თუ ელექტრონული ფულის ინსტრუმენტზე თანხის მაქსიმალური ლიმიტი განსაზღვრულია 150 ლარის ოდენობით, თანხის შევსება შესაძლებელია მხოლოდ დადგენილი ლიმიტის ფარგლებში და თითოეული გადახდის ოპერაციის თანხა არ აღემატება 30 ლარს;

ბ) პირის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის გარეშე ელექტრონული ფულის ინსტრუმენტის გაცემა დაიშვება, თუ ელექტრონული ფულის ინსტრუმენტზე თანხის მაქსიმალური ლიმიტი განსაზღვრულია 500 ლარის ოდენობით, დაუშვებელია თანხის განმეორებითი შევსება და ელექტრონული ფულის ინსტრუმენტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ერთი პირის მომსახურების/სავაჭრო  ქსელში;

გ) პირის ვერიფიკაციის გარეშე ელექტრონული ფულის ინსტრუმენტის გაცემა დაიშვება, თუ ელექტრონული ფულის ინსტრუმენტზე თანხის მაქსიმალური ლიმიტი დასაშვებია არაუმეტეს 1500 ლარის ოდენობით, ასეთ ინსტრუმენტზე შეუძლებელია თანხის განმეორებით შევსება და ელექტრონული ფულის ინსტრუმენტის გაცემის დროს მოპოვებულია ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საიდენტიფიკაციო მონაცემები.

72. დამატებით, თუ ერთი პირის მიერ ხორციელდება ელექტრონული ფულის ინსტრუმენტების იმ რაოდენობით ერთჯერადი შეძენა, რომ მათზე განთავსებული ფულის/ელექტრონული ფულის მოცულობა ჯამურად აღემატება 1500 ლარს, ელექტრონული ფულის ინსტრუმენტის შემძენის მიმართ უნდა განხორციელდეს ამ წესით გათვალისწინებული იდენტიფიკაცია და დადგინდეს ბარათების შეძენის მიზნობრიობა.

73. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები და შეზღუდვები.“.

3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ანგარიშვალდებულმა პირმა, გარდა ამ მუხლის  11  და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, კლიენტი ფიზიკური პირის იდენტიფიკაციის მიზნით უნდა მოიპოვოს შემდეგი საიდენტიფიკაციო მონაცემები:

ა) სახელი და გვარი;

ბ) დაბადების თარიღი;

გ) პირადი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) პირადობის ან/და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, გაცემის თარიღი, გამცემი ქვეყანა, გამცემი ორგანო და მოქმედების ვადა;

ე) სქესი;

ვ) მოქალაქეობა;

ზ) დაბადების ადგილი – ქვეყანა (აგრეთვე ქალაქი – ასეთი მონაცემის არსებობის შემთხვევაში);

თ) რეგისტრაციის მისამართი;

ი) ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი.“.

4. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის პირველი1 პუნქტი:

„11. ანგარიშვალდებულმა პირმა, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები კლიენტი ფიზიკური პირის იდენტიფიკაციის მიზნით  უნდა მოიპოვოს შემდეგი საიდენტიფიკაციო მონაცემები:

ა) სახელი და გვარი;

ბ) დაბადების თარიღი;

გ) პირადი ნომერი;

დ)  ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ნომერი, გაცემის თარიღი, გამცემი ქვეყანა, გამცემი ორგანო და მოქმედების ვადა (ასეთი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში);

ე) სქესი;

ვ) დაბადების ადგილი – ქვეყანა (აგრეთვე ქალაქი – ასეთი მონაცემის არსებობის შემთხვევაში);

ზ) მისამართი.“.

5. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირის შემთხვევაში – პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი. იმ შემთხვევაში, თუ პირს მინიჭებული აქვს მხოლოდ პირადი ნომერი, მისი ვერიფიკაცია უნდა მოხდეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცული ინფორმაციით.“.

6. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია, კლიენტი ფიზიკური პირის ვერიფიკაციის მიზნით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე, მოიპოვოს ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „თ“ ქვეპუნქტებით, პირველი1 პუნქტით, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 პუნქტით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო მონაცემები. ამ შემთხვევაში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან მოპოვებულ მონაცემებს უნდა ახლდეს კლიენტი ფიზიკური პირის ფოტოსურათი.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსივალერიან ხასაშვილი