დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 323 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 05/07/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/07/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 470000000.10.003.022878 |
|
„2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2020, 470000000.10.003.022551) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ №2 დანართის („იმუნიზაცია“):
1. მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ახალი კორონავირუსული დაავადების − COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრების ადმინისტრირებას სამედიცინო დაწესებულებებში/მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში არსებული ამცრელი კაბინეტებისა და გამსვლელი ბრიგადების მეშვეობით.“. 2. მე-4 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნობრივი ჯგუფის მომსახურების ღირებულება 2021 წლის 1 ივლისამდე შეადგენს: ა) ამცრელ კაბინეტში პირველი დოზით აცრის მომსახურების ღირებულება − 2.5 ლარს, ასევე მეორე დოზით აცრის მომსახურების ღირებულება − 2.5 ლარს; ბ) გამსვლელი ბრიგადის მიერ შესაბამისი სამიზნე ჯგუფის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების მიერ იდენტიფიცირებული, ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის მქონე ბენეფიციარებისთვის, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის აცრის სერვისის ადგილზე მიწოდება) პირველი დოზით აცრის მომსახურების ღირებულება − 6.75 ლარს, ასევე მეორე დოზით აცრის მომსახურების ღირებულება − 6.75 ლარს.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნობრივი ჯგუფის მომსახურების ღირებულება 2021 წლის 1 ივლისიდან შეადგენს: ა) სამედიცინო დაწესებულებებში/მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში არსებულ ამცრელ კაბინეტებში პირველი დოზით აცრის მომსახურების ღირებულება − 4 ლარს, ასევე მეორე დოზით აცრის მომსახურების ღირებულება − 4 ლარს; ბ) გამსვლელი ბრიგადის მიერ შესაბამისი სამიზნე ჯგუფის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების მიერ იდენტიფიცირებული, ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის მქონე ბენეფიციარებისთვის, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის აცრის სერვისის ადგილზე მიწოდება) პირველი დოზით აცრის მომსახურების ღირებულება − 7 ლარს, ასევე მეორე დოზით აცრის მომსახურების ღირებულება − 7 ლარს.“. 3. მე-9 მუხლის: ა) მე-10 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი: „101. მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონელი, საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლის თაობაზეც ანგარიშგება უნდა განხორციელდეს შესაბამის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.“; ბ) მე-15 პუნქტის: ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ახალი კორონავირუსული დაავადების − COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის მომსახურების მიმწოდებლებად რეგისტრირებული სამედიცინო დაწესებულების ამცრელ ბრიგადაში უნდა შედიოდნენ ექიმი, ექთანი და იმუნიზაციის ერთიან ელექტრონულ სისტემაში მონაცემთა რეგისტრატორი. აცრების რეგისტრაცია ელექტრონულ სისტემაში უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს აცრის ჩატარების დღის ბოლომდე;“; ბ.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები