დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამედიცინო დაწესებულებების კლასიფიკაციის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 4 მარტის №01-9/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-62/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/07/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/07/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016889 |
01-62/ნ
06/07/2021
ვებგვერდი, 07/07/2021
470230000.22.035.016889
„სამედიცინო დაწესებულებების კლასიფიკაციის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 4 მარტის №01-9/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
|
„სამედიცინო დაწესებულებების კლასიფიკაციის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 4 მარტის №01-9/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„სამედიცინო დაწესებულებების კლასიფიკაციის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 4 მარტის №01-9/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 07/03/2016, 470230000.22.035.016378) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დანართის (სამედიცინო დაწესებულებების კლასიფიკაცია) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის სქოლიო „2“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ბავშვთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის მიწოდების უფლება, ასევე, აქვთ გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტებს (2023 წლის 1 იანვრამდე), ამასთან, აღნიშნული სერვისის მიწოდება შესაძლებელია სხვა ექიმ-სპეციალისტის მიერ, კომპეტენციის შესაბამისად (2023 წლის 1 იანვრამდე).“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2021 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები