ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 5 აპრილის №9 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 5 აპრილის №9 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/07/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/07/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 07/02/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.128.016433
17
05/07/2021
ვებგვერდი, 06/07/2021
010250020.35.128.016433
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 5 აპრილის №9 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2021 წლის 5 ივლისი

დაბა ხარაგაული       

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 5 აპრილის №9 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე -20 მუხლის მე-4  პუნქტის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ  იქნეს  ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 5 აპრილის  №9 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“  (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ვებგვერდი 06/4/2021, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.128.016425).

1. შეტანილი იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული  წესის მე-17 მუხლის სათაურში და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:  

,,მუხლი 17. სტიქიის შედეგად დაზარალებული და/ან მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე მოქალაქეების დახმარება“.

2. შეტანილი იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული  წესის მე-17 მუხლის პირველ პუნქტში  და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: 

,,1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული სტიქიის შედეგად დაზარალებული და/ან მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე მოქალაქეების დახმარება მინიჭებული კატეგორიების მიხედვით  განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

  ა) პირველი კატეგორია – 1000-დან 1500 ლარამდე;

  ბ) მეორე კატეგორია – 500-დან 1000 ლარამდე;

  გ) მესამე კატეგორია – 200-დან  500ლარამდე.“

3. შეტანილი იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული წესის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს ახალი  რედაქციით:

,,2. მატერიალური დახმარების გაცემის თაობაზე შემოსული განცხადებების  შემსწავლელი კომისია უფლებამოსილია  მიიღოს გადაწყვეტილება :

 ა)  სტიქიით დაზარალებული და/ან მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე მოქალაქეთა განცხადებების შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნისა და თანდართული შესაბამისი საბუთების საფუძველზე, სტიქიით დაზარალებულთა და/ან  მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე მოქალაქეთა მატერიალურ დახმარებაზე, მინიჭებული კატეგორიის მიხედვით;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ სახლის (შენობის) დაზიანების ხარისხი შემოწმებულია კომისიის მიერ და მინიჭებული აქვს შესაბამისი კატეგორია, მაგრამ კომისიის დასკვნის შედგენიდან ერთი წლის განმავლობაში ვერ იქნა გაწეული შესაბამისი დახმარება, განაცხადის ხელახალი გადამოწმების შესახებ.

გ) გამონაკლისის სახით, მიიღოს გადაწყვეტილება,  სტიქიით დაზარალებული და/ან   მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე მოქალაქეებისთვის დახმარების განმეორებით  გაცემაზე, თუ მათ პირველ ჯერზე გაცემული თანხა  უკვე მიზნობრივად აქვთ გამოყენებული.

დ) ხოლო სტიქიით დაზარალებულ მოქალაქეთა შემთხვევაში, დადგენილი თანხის  ორმაგ ოდენობამდე გაცემაზე.

ე) ერთი და იმავე კატეგორიის ბენეფიციარის შემთხვევაში უპირატესად განიხილოს ის განცხადება, რომელშიც დამატებით წარმოდგენილია დამამძიმებელი გარემოებები მოქალაქის ჯანმრთელობისა და/ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანანა ბარბაქაძე