დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „გამოფენების ცენტრის“ აქციონერთა განმეორებით რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | ს.ს."გამოფენების ცენტრი" |
| მიღების თარიღი | 30/06/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/07/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
სს „გამოფენების ცენტრი“ იწვევს აქციონერებს განმეორებით რიგგარეშე საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2021 წლის 26 ივლისს, 12:00 საათზე, საზოგადოების იურიდულ მისამართზე: ქ თბილისი, ა. წერეთლის გამზ. N118, დირექციის შენობაში.
სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განმეორებითი რიგგარეშე საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილ იქნა 2021 წლის 26 ივლისი, რადგან 2021 წლის 21 ივნისის მოწვეული კრება ჩაიშალა კვორუმის არასებობის გამო.
დღის წესრიგი: 1. მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. 2. წესდების ახალი რედაქციის დადგენა, წარმოდგენილი სახით. სს „გამოფენების ცენტრი”-ს დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაცია იქნება საერთო კრებაზე დამტკიცდეს დივიდენდის სახით მოგების განაწილების შესახებ წარმოდგენილი წინადადება და დადგინდეს წესდების ახალი რედაქცია, წარმოდგენილის სახით. აქციონერებს კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში შეუძლიათ შეამოწმონ კრებაში მონაწილეობის უფლება მისამართზე: ქ. თბილისი, მოსეშვილის ქუჩა №11, მეშვიდე სართული, შპს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი”; ტელ.: (0322) 251560,10:00 საათიდან 17:00 საათამდე (შესვენება: 14:00 – 15:00). აქციონერებს დეტალური ინფორმაცია დღის წესრიგში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით შეუძლიათ მიიღონ საზოგადოების იურიდიულ მისამართზე, დირექციაში. კრების სააღრიცხვო თარიღი არის 2021 წლის 28 ივნისი. გთხოვთ, კრებაზე დასწრებისას თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი საბუთები.
სს „გამოფენების ცენტრის” დირექტორი რესან ქიქავა
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები