“საქართველოს საერთო სარგებლობის სატელეფონო ქსელის საერთაშორისო კოდების საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ”

  • Word
“საქართველოს საერთო სარგებლობის სატელეფონო ქსელის საერთაშორისო კოდების საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
მიღების თარიღი 16/02/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 17, 23/02/2001
სარეგისტრაციო კოდი 320.020.000.11.115.004.654
  • Word
17
16/02/2001
სსმ, 17, 23/02/2001
320.020.000.11.115.004.654
“საქართველოს საერთო სარგებლობის სატელეფონო ქსელის საერთაშორისო კოდების საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ”
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი

სახელწმიფო სარეგისტრაციო კოდი 320.020.000.11.115.004.654

საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის

ბრძანება №17

2001 წლის 16 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს საერთო სარგებლობის სატელეფონო ქსელის საერთაშორისო კოდების საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „ლ“ ქვეპუნქტების თანახმად, საქართველოდან დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის და ბალტიის ქვეყნებზე გამავალი ავტომატური სატელეფონო კავშირების მოწესრიგების მიზნით, ვბრძანებ:

1. 2001 წლის 25 თებერვლიდან საქართველოდან დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის და ბალტიის ქვეყნებში გამავალი ავტომატური სატელეფონო კავშირები განხილულ იქნეს როგორც საერთაშორისო სატელეფონო კავშირები და განხორციელდეს სათანადო ინდექსების და კოდების გამოყენებით შემდეგი თანამიმდევრობით – ავტომატური საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სადგურზე გასვლის ინდექსი (8), აბონენტის მიერ ამორჩეული საქალაქთაშორისო და საერთაშორისო ოპერატორის ავტომატურ სადგურზე გასვლის ინდექსი (10, 11 და ა.შ.), გამოძახებული აბონენტის ქვეყნის და ქალაქის კოდები, გამოძახებული აბონენტის ნომერი (მაგალითად, 8 10 7 095 XXXXXXX, სადაც 8-ავტომატური საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სადგურზე გასვლის ინდექსია, 10-შპს „საქართველოს ტელეკომის“, როგორც ერთ-ერთი ოპერატორის ავტომატურ საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სადგურზე გასვლის ინდექსი, 7–რუსეთის ფედერაციის კოდი, 095–მოსკოვის კოდი, XXXXXXX – ქ. მოსკოვის სატელეფონო ქსელის აბონენტის ნომერი).

2. კავშირის დამყარების საერთაშორისო პრინციპზე გადასვლის გარდამავალი პერიოდი განისაზღვროს სამი თვის ვადით, რომლის განმავლობაში პარალელურად უნდა მოქმედებდეს დსთ-ის და ბალტიის ქვეყნებთან საერთაშორისო სატელეფონო კავშირის დამყარების ორივე – ძველი და ახალი პრინციპი, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ძალაში დარჩეს მხოლოდ კავშირის დამყარების ახალი – საერთაშორისო პრინციპი.

3. საქართველოში მოქმედმა საერთო სარგებლობის ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო ქსელების ოპერატორმა საწარმოებმა:

ა) უზრუნველყონ საერთო სარგებლობის ადგილობრივი სატელეფონო ქსელების აბონენტების თავისუფალი და თანაბარი გასვლას საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირების ოპერატორი კომპანიების სადგურებზე;

ბ) შეიტანონ სათანადო ცვლილებები მათ დაქვემდებარებაში მყოფი სისტემების პროგრამულ უზრუნველყოფაში;

გ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გააშუქონ ავტომატური საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით სარგებლობის წესები.

4. წინამდებარე ბრძანება დაყვანილ იქნეს საერთო სარგებლობის ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო ქსელების ოპერატორ საწარმოებამდე.

5. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კავშირგაბმულობის, ფოსტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

6. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. ადეიშვილი