“საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევი კონკურსის (ტესტირების) ჩატარების წესის შესახებ” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 15 ივნისის №103 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე”

  • Word
“საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევი კონკურსის (ტესტირების) ჩატარების წესის შესახებ” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 15 ივნისის №103 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 68
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი
მიღების თარიღი 09/02/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 12, 13/02/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 16/04/2004
სარეგისტრაციო კოდი 200.020.000.11.114.004.637
  • Word
68
09/02/2001
სსმ, 12, 13/02/2001
200.020.000.11.114.004.637
“საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევი კონკურსის (ტესტირების) ჩატარების წესის შესახებ” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 15 ივნისის №103 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე”
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი

.სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.020.000.11.114.004.637

საგადასახადო შემოსავლების მინისტრის

ბრძანება 68

2001 წლის 9 თებერვალი

. თბილისი

საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევი კონკურსის (ტესტირების) ჩატარების წესის შესახებსაქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 15 ივნისის 103 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონისსაჯარო სამსახურის შესახებ” 29- მუხლის შესაბამისად ვბრძანებ:

I. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 15 ივნისის 103 ბრძანებაშისაგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევი კონკურსის (ტესტირების) ჩატარების წესის შესახებშევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. მე-4 თავის 23- მუხლში სიტყვასუფლებადაემატოს წინადადება შემდეგი რედაქციით: „(გარდა იმ პირებისა, რომლებსაცსაგადასახადო ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა სპეციალური და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებსაქართვე-ლოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 11 ივლისის 125 ბრძანების თანახმად, არ მოეთხოვებათ საგადასახადო ორგანოების საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მოწმობა)”.

2. მე-4 თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 261 მუხლი:

,,მუხლი 261. მონაცემთა დამუშავების განყოფილების საჯარო მოსამსახურეების შესარჩევი კონკურსის ჩატარება და კონკურსის პირობები

1. მონაცემთა დამუშავების განყოფილებაში განყოფილების უფროსის, მთავარი საგადასახადო ინსპექტორის და უფროსი საგადასახადო ინსპექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა შეფასება წარმოებს ამ ბრძანების 26- მუხლში მითითებული მოთხოვნებისა და შევსებული სპეციალური კითხვარის შედეგების გათვალისწინებით, ხოლო ინსპექტორის (ოპერატორის) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად სპაციალური კითხვარების შედეგებისა და კამპიუტერული ტექნიკის ფლობისა და ბეჭდვის სისწრაფისა და ხარისხის საფუძველზე;

2. სპეციალური კითხვარი შედგება 40 საკითხისაგან. თემატიკა, რომელსაც მოიცავს ეს კითხვარი და აგრეთვე კითხვარის ნიმუშები ქვეყნდება შესარჩევი კონკურსის დაწყებამდე ერთი თვით ადრე;

3. მონაცემთა დამუშავების განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატმა სწორად უნდა შეავსოს კითხვარის მინიმუმ 80%, მთავარი საგადასახადო ინსპექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად მინიმუმ-60%, ხოლო უფროსი საგადასახადო ინსპექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად მინიმუმ-50%;

4. მონაცემთა დამუშავების განყოფილებაში ინსპექტორის (ოპერატორის) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის მიერ შევსებული სპეციალური კითხვარის ყოველ საკითხზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, ხოლო არასწორი პასუხი კი 0 ქულით;

5. ინპექტორის (ოპერატორის) ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა შერჩევისას უპირატესობა ენიჭება იმ პირებს, რომლებსაც კომპიუტერული ტექნიკის ფლობისა და ბეჭდვის სისწრაფისა და ხარისხის მიხედვით უფრო მაღალი შეფასება აქვთ. იმ პირთა შორის, რომელთაც მიღებული აქვთ ერთნაირი შეფასებები კომპიუტერული ტექნიკის პრაქტიკულ ცოდნაში, ბეჭდვის სისწრაფესა და ხარისხში, უპირატესობა ენიჭებათ მათ, ვისაც მიღებული აქვთ უფრო მაღალი შეფასება სპეციალური კითხვარის მიხედვით;

6. ინსპექტორის (ოპერატორის) კომპიუტერული ტექნიკის პრაქტიკული ცოდნის, ბეჭდვის სისწრაფისა და ხარისხის შეფასება ხდება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ 10-ქულიანი სისტემით;

7. იმ ქართული შრიფტის კლავიატურის სტანდარტების ჩამონათვალი, რომელიც გამოიყენება ინსპექტორების (ოპერატორების) ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა პრაქტიკული ცოდნის შეფასებისას, ქვეყნდება კონკურსის გამოცხადებისას;

8. სპეციალური კითხვარის შევსებისას გამოიყენება ამ ბრძანების მე-10 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით, მე-11, მე-12, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-17 და მე-18 მუხლებით გათვალისწინებული პრინციპები”.

II. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. მაჭავარიანი