„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 29/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016466
29
29/06/2021
ვებგვერდი, 30/06/2021
300280000.16.009.016466
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება  №29

2021 წლის 29 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 168-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

 


მუხლი 1
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში (სსმ III, 08.12.2008 №175, სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009.012.460) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 111 მუხლის შემდეგ დამატებულ იქნეს შემდეგი შინაარსის 112 მუხლი:

„მუხლი 11​2. სს „ეპ ჯორჯია მიწოდების” მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების ტარიფები

1. ელექტროენერგიის უნივერსალური მომსახურების მიწოდების დროებითი ტარიფები:

ა)

3,3-6-10 კილოვოლტი (საყოფაცხოვრებო მომხმარებელი):

   
 

2021 წლის 1 ივლისიდან 2022 წლის 1 იანვრამდე

 -

18.052 თეთრი/კვტსთ;

ბ)

220/380 ვოლტი (მცირე საწარმოები):

 

 

 

2021 წლის 1 ივლისიდან 2022 წლის 1 იანვრამდე            

-

12.442 თეთრი/კვტსთ;


გ) მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის და ელექტროენერგიის რაციონალური გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში (სს „ეპ ჯორჯია მიწოდების“ აბონენტებისათვის) საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის (მოსახლეობისათვის) 220/380 ვოლტ ძაბვაზე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით ელექტროენერგიის უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფები (30 კალენდარულ დღეში):

 

გ.ა)

101 კვტსთ-ის ჩათვლით:

   
 

2021 წლის 1 ივლისიდან 2022 წლის 1 იანვრამდე

 -

3.753 თეთრი/კვტსთ;

გ.ბ)

101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით:

   
 

2021 წლის 1 ივლისიდან 2022 წლის 1 იანვრამდე

 -

3.753 თეთრი/კვტსთ;

გ.გ)

301 კვტსთ-დან და მეტი:

   
 

2021 წლის 1 ივლისიდან 2022 წლის 1 იანვრამდე

 -

4.491 თეთრი/კვტსთ.“.

2. 112 მუხლის შემდეგ დამატებულ იქნეს შემდეგი შინაარსის 113 მუხლი:

„მუხლი 113. საბოლოო მომხმარებლის ტარიფი

სს „ეპ ჯორჯია მიწოდებისთვის“ საბოლოო მომხმარებლის ტარიფი შედგება კომისიის მიერ ამავე საწარმოსთვის დადგენილი მიწოდების (უნივერსალური მომსახურების მიწოდების, საჯარო მომსახურების სახით მიწოდების ან ბოლო ალტერნატივის მიწოდების ტარიფი) და განაწილების ტარიფების, აგრეთვე, გადაცემის ტარიფის ჯამისაგან.“.

3. 111 მუხლი ამოღებულ იქნეს.

 

მუხლი 2
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია გადაწყვეტილებით განსაზღვრავს სს „ეპ ჯორჯია მიწოდების“ მიერ ელექტროენერგიის უნივერსალური მომსახურების მიწოდების საქმიანობის ფარგლებში შესასყიდი ელექტროენერგიის ოდენობას.

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიმაია მელიქიძე
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე