“საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ”

  • Word
“საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 3/26
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი
მიღების თარიღი 05/02/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 12, 13/02/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 30/11/2010
სარეგისტრაციო კოდი 330.010.040.11.116.004.635
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
3/26
05/02/2001
სსმ, 12, 13/02/2001
330.010.040.11.116.004.635
“საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ”
საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/02/2001 - 22/11/2010)

სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი 330.010.040.11.116.004.635

საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის

ბრძანება 3/26

2001 წლის 5 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტების  მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ

1. საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სამშენებლო ნორმები და წესები და სხვა ნორმატიული აქტები, რომლებიც სისტემატიურად გამოიყენება შენობა-ნაგებობების პროექტირებასა, მშენებლობასა და ექსპლუატაციის პირობებში ჯერ არ არის შემუშავებული. მათი ახლად დამუშავება და ეროვნული ნორმატიული აქტების სტატუსის მინიჭება მოითხოვს სამეცნიერო, საპროექტო, სამშენებლო და სამრეწველო ორგანიზაციების და საწარმოების ხანგრძლივ მუშაობას და ამასთან ერთად დიდი რაოდენობის ფინანსირებას.

ვითვალისწინებთ, რომ შენობა-ნაგებობების და კომპლექსების პროექტირება,  მშენებლობა და რეკონსტრუქცია ან ტექნიკური გადაიარაღება შეუძლებელია სამშენებლო ნორმებისა და წესების, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტების სათანადო ბაზის გარეშე, ამასთან ერთად დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების მიერ მიღებული შეთანხმებების:

_ 1992 წლის  13 მარტის „სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სფეროში შეთანხმებული პოლიტიკის გატარებაზე“.

_1992 წლის 19 მაისის „თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ორგანოებს შორის მრეწველობისა და მომპოვებელ დარგებში“.

_ 1994 წლის 9 სექტემბრის „სამშენებლო საქმიანობაში თანამშრომლობის თაობაზე“ საფუძველზე ვბრძანებთ:

1. საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული სამშენებლო ნორმებისა და წესების, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტების დამუშავება-დამტკიცებამდე ძალაში დარჩეს 1992 წლამდე მოქმედი სამშენებლო ნორმები და წესები, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებს, რომლის მონაწილეც არის საქართველო.

2. მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტების გაუქმება მოხდეს ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, შესაბამისი ახალი ნორმატიული აქტების ძალაში შესვლის დღიდან.

მ. ჩხენკელი