დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივნისის №280 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 307 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/06/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010120000.10.003.022863 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივნისის №280 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/06/2015, 010120000.10.003.018665) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. მე-2 მუხლის: ა) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) ოჯახის წევრი – უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი, მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ ან/და სრულ კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი, მხარდაჭერის მიმღები ან შრომისუუნარო პირი; არასრულწლოვანი უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვნის მშობელი; საქართველოს მოქალაქის უცხოელი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი, მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ ან/და სრულ კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელი;“; ბ) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ს) გაძევება – სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს ქმედება, რომლის მიზანია, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ საქართველოს დატოვების უზრუნველყოფა;“. 2. მე-8 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) D5 კატეგორიის – პირზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტს, აგრეთვე მის მეუღლესა და შვილზე/შვილებზე. D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი.“. 3. მე-19 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. არასრულწლოვანი ან/და მხარდაჭერის მიმღებად ან შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმედუუნაროდ ცნობილი პირისათვის ვიზის გასაცემად, ვიზის გამცემ ორგანოს, ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, უნდა წარედგინოს არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის (წარმომადგენლების) დამოწმებული თანხმობა, ხოლო მხარდაჭერის მიმღებს ან შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმედუუნაროდ ცნობილ პირს – მხარდამჭერის/მეურვის თანხმობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. თანხმობა გამოხატული უნდა იქნეს სანოტარო წესით დამოწმებული ან ნებისმიერი საკონსულო თანამდებობის პირის ან საკონსულო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის თანდასწრებით გამოხატული წერილობითი ფორმით. ერთ-ერთი მშობლის გარდაცვალების, გარდაცვლილად გამოცხადების, უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების, მშობლის უფლების ჩამორთმევის ან სხვა შემთხვევაში, როცა მშობელს ჩამორთმეული/შეზღუდული აქვს კანონიერი წარმომადგენლობის უფლება, ვიზის გამცემ ორგანოს უნდა წარედგინოს შესაბამისი გარემოების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი.“. 4. 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) თუ მან სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები