დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 32 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
მიღების თარიღი | 29/06/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2021 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 300280000.16.009.016469 |
|
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 168-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
მუხლი 1 |
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში (სსმ III, 08.12.2008, №175, სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009.012.460) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-10 მუხლის შემდეგ დამატებულ იქნეს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი: „მუხლი 101. შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების ტარიფები 1. ელექტროენერგიის უნივერსალური მომსახურების მიწოდების დროებითი ტარიფები:
გ) მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის და ელექტროენერგიის რაციონალური გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის” აბონენტებისათვის, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის (მოსახლეობისათვის) 220/380 ვოლტ ძაბვაზე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით ელექტროენერგიის უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფები (30 კალენდარულ დღეში):
2. 101 მუხლის შემდეგ დამატებულ იქნეს შემდეგი შინაარსის 102 მუხლი: „მუხლი 102. საბოლოო მომხმარებლის ტარიფი შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისთვის“ საბოლოო მომხმარებლის ტარიფი შედგება კომისიის მიერ ამავე საწარმოსთვის დადგენილი მიწოდების (უნივერსალური მომსახურების მიწოდების, საჯარო მომსახურების სახით მიწოდების ან ბოლო ალტერნატივის მიწოდების ტარიფი) და განაწილების ტარიფების, აგრეთვე, გადაცემის ტარიფის ჯამისაგან.“. 3. მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს. |
მუხლი 2 |
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია გადაწყვეტილებით განსაზღვრავს შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ მიერ ელექტროენერგიის უნივერსალური მომსახურების მიწოდების საქმიანობის ფარგლებში შესასყიდი ელექტროენერგიის ოდენობას.
|
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 ივლისიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები